ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთხი განადგურება

ოთხი განადგურება

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი
"ნიუ ჯერსიმ" ვერ შეძლო წაუგებელი სერიის გაგრძელება და 2003 წლის შედეგის გამეორება, როცა გუნდს სტარტზე ზედიზედ ოთხი მოგება ჰქონდა. "ნეტსს" არც უნდა ჰქონოდა ამის იმედი, რადგან მისმა მორიგმა მეტოქემ - "მაიამი ჰიტმა" "ბოსტონთან" გახსნის მატჩის წაგების შემდეგ თანდათან დაალაგა თამაში და "ნიუ ჯერსი" მისთვის სერიოზულ მეტოქედ არ აღიქმებოდა.

ფლორიდელები პირველივე წუთებიდან წავიდნენ წინ. შესანიშნავად გამოიყურებოდა "ჰიტის" დაცვა პერიმეტრზე. ასე მაგალითად, მასპინძლების ერთ-ერთმა ლიდერმა დევინ ჰარისმა პირველი ქულები მხოლოდ მეორე მეოთხედის მეხუთე წუთზე დააგროვა. "ნიუ ჯერსიდან" ერთადერთი ბრუკ ლოპესის გამოყოფა შეიძლება, რომელიც რეგულარულად ახერხებდა სამწამიანში ქულების დაგროვებას. უკვე პირველი მეოთხედის შუაში სხვაობამ 15 ქულას მიაღწია და ამ უპირატესობას სტუმრები პირველი ტაიმის ბოლომდე უპრობლემოდ ინარჩუნებდნენ, მით უმეტეს, რომ "ნეტსს" თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის საშინელი პროცენტი (27) ჰქონდა.

"ნიუ ჯერსისთვის" სამწუხაროდ, "მაიამის" "დიდ ტრიოს" პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა. კრის ბოში საშუალო მანძილიდან ისროდა უშეცდომოდ, დუეინ უეიდი ყველგან ასწრებდა, ლებრონ ჯეიმსი კი საფირმო გარღვევებს ასრულებდა. ლებრონს პერსონალურების რაოდენობის მხრივ შეექმნა პრობლემები, მაგრამ მაინც ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში. გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა ასრულებს სეზონისწინა დანაპირებს და მოედანზე ყოველთვის ჰყავს ვარსკვლავური ტრიოს მინიმუმ ერთი წევრი, რაც მეტოქეებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს.

დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა და სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა. "მაიამიმ" მაღალ დონეზე ითამაშა და პრეტენზიები განაცხადა ლიგის ყველაზე კარგი დაცვითი გუნდის სტატუსზე.

"მემფისთან" სენსაციური საშინაო მარცხის გამო "გაბრაზებული" "დალასი" კალიფორნიაში სტუმრობდა "კლიპერსს", რომელიც კვლავაც მოუგებლად თამაშობს სეზონის სტარტზე. მართალია, ბატლერისა და კიდის მონდომებით "მავერიქსი" დებიუტშივე გაიქცა, მაგრამ მასპინძლებმა მალე გაანათანაბრეს თამაში და პრაქტიკულად მთელი პირველი ტაიმი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. ვინი დელ ნეგროს გუნდში ჩინებული "სოლო" ჰქონდა დეანდრე ჯორდანს, რომლის წყალობითაც გაბათილდა 10-ქულიანი ჩამორჩენა.

შესვენების შემდეგ განმეორდა მატჩის სადებიუტო სცენარი. "კოვბოები" ისევ გაიქცნენ, მაგრამ ამჯერად "კლიპერსმა" ვეღარ შეძლო ფავორიტის დაწევა. კარგად იმოქმედა პერიმეტრზე სტუმართა დაცვამ და ამის შედეგია მასპინძლების დაბალი პროცენტი სამქულიანებში - 20. "კლიპერსის" მაღლები ასე თუ ისე იბრძოდნენ სამწამიანში და მოხსნებიც ბლომად დააგროვეს, მაგრამ დაცვაში დირკ ნოვიცკისა და ბრენდან ჰეივუდის კარგმა თამაშმა ეს მოხსნები ქულებად ვერ აქცია. როგორც კი კალიფორნიელები გაქცევას დააპირებდნენ, მაშინვე "მავერიქსის" სნაიპერები მორიგ დარტყმას აყენებდნენ მასპინძლებს.

"ოკლაჰომა" ცუდ დროს გადაეყარა "იუტას". "ჯაზმენებმა" ორი წაგებით დაიწყეს ჩემპიონატი და განსაკუთრებულად მოტივირებულნი შეხვდნენ "თანდერთან" გასვლით მატჩს. "იუტამ" იდეალური გუნდური თამაში აჩვენა. მართალია, მასპინძლები თავიდან ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს, მაგრამ "ჯაზი" ტემპის დაგდებას არ ფიქრობდა. დერონ უილიამსმა, როგორც იქნა, ჩვეულ დონეზე უხელმძღვანელა თავისიანების შეტევებს, მილსეპმა და ჯეფერსონმა კი გადათელეს "ოკლაჰომას" მაღლები. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე მეოთხედის შუა ნაწილი, როცა სტუმრების სასტარტო ხუთეულმა 23:7 გაქცევა მოაწყო და "იუტა" დიდი შესვენებისთვის 56:40 დაწინაურდა.

მეორე ტაიმში მატჩის სურათი არ შეცვლილა. რასელ უესტბრუკის და კევინ დურანტის წინააღმდეგ კარგად მოქმედებდა ჯერი სლოუნის საათივით აწყობილი მექანიზმი. გარკვეულ პერიოდებში "თანდერი" ჩვეულ ლამაზ კალათბურთს აჩვენებდა, მაგრამ ჯეფერსონი და მაილზი არანაკლებ ეფექტურად პასუხობდნენ მასპინძლებს და კევინ დურანტის მონდომება წყალში იყრებოდა. ორი მაჩვენებელი კარგად ასახავს "იუტას" უპირატესობას - ამ გუნდის მოთამაშეებმა 32 შედეგიანი პასი შეასრულეს, "ოკლაჰომამ" - 10. გარდა ამისა, "ჯაზმენებმა" 66 პროცენტის სიზუსტით ისროლეს სამქულიანები, "თანდერმა" - 25 პროცენტით.

"გოლდენ სტეიტი" ასპროცენტიანი მაჩვენებლით შეხვდა "ლეიკერსთან" შეხვედრას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქამდე "მეომრებმა" სუსტი "კლიპერსი" და უფორმო "ჰიუსტონი" დაამარცხეს და როგორც კი ჩემპიონების კარგ დაცვას წააწყდნენ, მაშინვე ყველაფერი მოიშალა. პაუ გასოლმა და ლამარ ოდომმა ფართან მისასვლელი გზები გადაკეტეს და ვინც ამ დაცვის გარღვევას ახერხებდა, ბოლო მომენტში სიზუსტე ღალატობდა.

"ლეიკერსმა" მთლიანად გამოთიშა ბრძოლას დევიდ ლი - ყოფილმა ნიუიორკელმა ერთი ქულაც ვერ აიღო. ამას დაემეტა სტივენ კარის არყოფნა, რომელიც თამაშს ტრავმის გამო ტოვებდა. თითქმის მთელი მატჩი 20-ქულიანი სხვაობა იყო შენარჩუნებული. მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა "გოლდენ სტეიტი" მეტოქეს 12 ქულამდე, ოღონდ ამ დროს მოედანზე არ იყო "ლეიკერსის" სასტარტო ხუთეული. მათი დაბრუნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ფილ ჯექსონის გუნდს "ნიუ ორლეანთან" ერთად სამიდან სამი მოგება აქვს და ჯერჯერობით უდანაკარგოდ თამაშობს.

ნიუ ჯერსი-მაიამი 78:101

18:29, 24:29, 19:27, 17:16

ნ-ჯ: ლოპესი (20+5 მოხსნა), ჰარისი (13+6 პასი), ფეივორსი (13+13 მოხსნა), უილიამსი (11).

მ: ჯეიმსი (20+7 მოხსნა+7 პასი), ბოში (18), უეიდი (17+7 მოხსნა+ 6 პასი), აროიო (12+5 მოხსნა), ჰაუსი (11), ილგაუსკასი (10).

კლიპერსი-დალასი 83:99

23:27, 24:22, 19:29, 17:21

კ: გრიფინი (16+9 მოხსნა), კამანი (13+13 მოხსნა), ჯორდანი (10+5 მოხსნა).

დ: ბატლერი (17), ნოვიცკი (16+7 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (15+5 პასი), კიდი (13+9 მოხსნა+7 პასი), მერიონი (12), ჰეივუდი (10+6 მოხსნა+3 დაფარება).

ოკლაჰომა-იუტა 99:120

23:27, 17:29, 34:35, 25:29

ო: დურანტი (28), უესტბრუკი (22+5 პასი+4 ჩაჭრა), გრინი (17+9 მოხსნა).

ი: მილსეპი (30+6 პასი), ჯეფერსონი (23), მაილზი (21), კირილენკო (19), უილიამსი (16+6 მოხსნა+16 პასი).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 107:83

34:14, 22:24, 25:26, 26:19

ლ: პ. გასოლი (26+12 მოხსნა), ბრაიანტი (20+7 მოხსნა), ოდომი (16+14 მოხსნა+6 პასი).

გ-ს: ელისი (20), დ. რაიტი (18+5 მოხსნა), ბ. რაიტი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა