საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი განვლილ ტურნირებს აფასებს
მას შემდეგ, რაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ახლო წარსულის ცნობილმა ფალავნებმა გიორგი გოგშელიძემ და ოთარ თუშიშვილმა ჩაიბარეს, მოსამზადებელ შეკრებასთან ერთად, გუნდმა ორ საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზა: ჯერ რიგის ფეიდენფელდსის თასზე, ახლახან კი აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე.

რიგაში სამი პირველი და თითო II-III ადგილები მოიპოვეს (ამის შესახებ წერდა "ლელო"). ბაქოში გამარჯვებულები გახდნენ გენო პეტრიაშვილი (120 კგ) და შოთა ფარტენაძე (60).

ვერცხლის მედლები ბექა ბუჯიაშვილს (55) და ნოდარ ანდრიაძეს (96) ერგოთ, მესამეზე გავიდა გიორგი კაკაურიძე (96). ხსენებულ ტურნირებსა და სამომავლო გეგმებზე ნაკრების ახალ მწვრთნელებს ვესაუბრეთ.

გიორგი გოგშელიძე:

- ბაქოში ჩვენი მოჭიდავეების მიერ მოპოვებული მედლების ხარისხით და ოდენობითაც კმაყოფილი ვარ.

- გუნდში ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი გენო პეტრიაშვილია (120 კგ). მან რიგის ტურნირი გამოტოვა, მაგრამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ახლანდელ შეჯიბრებაზე...

- გენომ ფინალამდეც ბრწყინვალედ იჭიდავა და ფინალშიც. გადამწყვეტ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ ალი მაგომედდაბიროვს შეხვდა, რომელთანაც შარშან ამავე შეჯიბრებაზე ფინალში წააგო.

საერთოდაც, მასთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა პეტრიაშვილს. ასეთ ასაკში, როდესაც ვინმესთან ერთზე მეტ შეხვედრას აგებს სპორტსმენი, ერთგვარი კომპლექსი უყალიბდება მეტოქის მიმართ.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ფალავანი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. იმედია, ასე იქნება მომავალშიც.

- სხვა წონით კატეგორიებშიც ხომ არაა ფავორიტების ვინაობა გამოკვეთილი?

- ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ გამარჯვებულები არიან ფავორიტები. პრიზიორების ჩართვა კი იმითაა განპირობებული, რომ მათი წინსვლა არ შეფერხდეს. თუმცა, თუ დაიმსახურებენ, რასაკვირველია, ყურადღება არ მოაკლდებათ.

ევროპის ჩემპიონატისთვის გადამწყვეტი იქნება მოჭიდავის მზადყოფნა და არა ცალკეულ შეჯიბრებაზე მიღწეული შედეგი.

- მოახლოებულ ბაკურიანულ შეკრებასა და მომდევნო შეჯიბრებაზეც გვითხარით...

- აუცილებლად მიმაჩნია ამ ეტაპზე ფიზიკურ-ფუნქციური შეკრების მაღალმთიან ზონაში ჩატარება. საამისოდ ყველაზე მოსახერხებელი ბაკურიანია. შეკრებას 12 მაისს დავიწყებთ, თვის ბოლოს კი ანკარის ტურნირზე გამოვალთ.

- აქტიური კარიერა ცოტა ხნის წინათ დაასრულეთ. რამდენად საინტერესოა თქვენი ახალი ამპლუა და ადვილი იყო თუ არა ადაპტაცია?

- როცა ვჭიდაობდი, ყოველთვის მყავდა ისეთი სპორტსმენი, ვისაც ვეხმარებოდი ვარჯიშში, დარიგებას ვაძლევდი.

მე რუსეთის და საქართველოს სამწვრთნელო სკოლის წარმომადგენელთა ხელში ვარ გამოზრდილი, რომელთა დონეზე ზედმეტიცაა ლაპარაკი. მუდამ დეტალურად ვაკვირდებოდი მათ მუშაობას და შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ ვიცი ამ სფეროდან. ახლა კი მინდა, ჩემი ცოდნა ქვეყანას გამოადგეს.

რასაკვირველია, ეს სულაც არაა იოლი საქმე, მაგრამ მე მსიამოვნებს ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოთარ თუშიშვილი: მუშაობის ნაყოფი ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოჩნდეს

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა