საქართველოს ჩემპიონატი. XXIX ტური. I-VI ადგილები
უდიდესი ინტრიგა ახლდა თან "დინამო"-"დილას" საჩემპიონო ჯახს გორში. ორივე გუნდი განსაკუთრებით ემზადებოდა პრინციპული დაპირისპირებისთვის.

დიდი იყო მოლოდინი გულშემატკივარშიც. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მაყურებლის სიმრავლე არავის უკვირს, თუმცა შაბათს აქ ანშლაგი ვიხილეთ. ადგილობრივ ქომაგთან ერთად, ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ "დინამოს" გულშემატკივრებიც.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი "დინამო" ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად იბრძვის, ხოლო "დილას" წლეულს ჰქონდა ამბიცია, კლუბის ისტორიაში პირველად მოეპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა.

გორელთა ამბიცია სწორედ ამ შეხვედრაში, თეორიულად თუ არა, პრაქტიკულად მაინც უკვე დასრულდა. შესაბამისად, "დინამოს" ჩემპიონობასაც, ალბათ, ვერაფერი შეუშლის ხელს. "დილას" რომ მოეგო, ან სულაც მარცხი არ ეწვნია, უმაღლესი ლიგის ფინიშზე ერთობ დაძაბული სამი ტური გველოდა, თუმცა ალვაროს მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილმა ულამაზესმა გოლმა ბოლო ტურების ინტრიგა ერთი დარტყმით მოკლა!

იხილეთ ვიდეო:

უშუალოდ მატჩის პირველი ტაიმი ნაკლებად, ხოლო მეორე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მასპინძლებმა ე. წ. პირველ ნომრად ითამაშეს. გორელები შეტევების მრავალფაზიან განვითარებას ანიჭებდნენ უპირატესობას, "დინამო" კი სწრაფი საპასუხო იერიშებით ცდილობდა შედეგის მიღწევას.

სტუმრები შორიდან დარტყმებსაც ხშირად მიმართავდნენ, ოღონდ ისინი შეყრილაძისთვის ძირითადად უხიფათოდ სრულდებოდა, თუ არ ჩავთვლით მე-13 წუთზე გრაიციარის შორეულ დარტყმას, რომელიც ხელიდან გაუვარდა მასპინძელთა გოლკიპერს, მაგრამ იქვე თვითონ განმუხტა ვითარება.

მოედანზე თითქმის არ ჩანდა დუშან უჰრინის გუნდის გამოკვეთილი მოიერიშე ჯაბა დვალი. რამდენჯერმე გიორგი მერებაშვილმა კი სცადა შეტევის დასკვნითი ფაზის თავის თავზე აღება, მაგრამ საქმე არც მას გამოსდიოდა.

შესვენებამდე ორივე გუნდში საუკეთესო რგოლებად დაცვის ხაზები უნდა მივიჩნიოთ. მათი შეცდომები მინიმალური იყო. პირველი ნახევრის ყველაზე აღსანიშნავი ეპიზოდი კი 45-ე წუთზე მოხდა - გოგიტა გოგუას მიერ მეკარის ბაქანში განხორციელებულ ფლანგურ ჩაწოდებას ირაკლი მოდებაძე თავურით გამოეხმაურა, თუმცა გიორგი ლორიას კარისკენ გაგზავნილი დარტყმა გოლკიპერის სწრაფმა რეაქციამ გაანეიტრალა.

შესვენების შემდეგ "დილამ" ბურთის კონტროლს უმატა. ამ ფონზე, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დაახლოებით 15 წუთი, "დინამოც" დაბნეული გამოიყურებოდა. 48-ე წუთზე ირაკლი მაისურაძის ჩაწოდებული ლორიამ ხელში ვერ შეიმაგრა, მაგრამ იქვე მყოფ მაისურაძესაც არ მისცა დამატების საშუალება და სტუმართა კარი გადარჩა.

შვიდ წუთში გორელების სწრაფი კონტრიერიშისას ჟუნიორმა ბურთის მიღებისას ეფექტურად ჩამოიცილა მეურვე და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ლორიას უკვე ვეღარ აჯობა.

ცოტა ხანში მაისურაძის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათო დარტყმულზე ისევ ლორიამ ივარგა.

მოვლენათა განვითარებაში შეცვლების მეშვეობით ჩარევა მწვრთნელებმა გვიან გადაწყვიტეს. პირველად ვალდას ივანაუსკასმა შეუშვა მინდორზე ჯერ ზურაბ არზიანი, შემდეგ მიხეილ გორელიშვილი. ორივე მათგანი მალევე დაემუქრა მეტოქის კარს "თავისი წილი" ხიფათით.

77-ე წუთზე არზიანის მიერ კართან ჩაკიდებულზე მოდებაძემ ერთხელაც დაასწრო მცველებს თავით, მაგრამ "დინამოს" გოლკიპერი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ცოტა ხანში გორელიშვილს შორიდან ძლიერად გასროლილზე ოდნავ უმტყუნა მიზანმა. აქვე ივანაუსკასმა ცენტრალური მცველი (გულვერდ თომაშვილი) გაიყვანა თამაშიდან და შეტევა რისკის ფასად გააძლიერა.

მისგან ეს ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო, რადგან "დილასთვის" წაგებასა და ყაიმს შორის სხვაობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამასობაში კი მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდიც მოახლოვდა: "დინამოელთა" მიერ შეყრილაძის კართან ჩაწოდებული ბურთი კახა ალადაშვილმა უკუაგდო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებთან გადმოვარდნილი ბურთი ალვარომ ისე მოირგო ფეხზე, რომ უძლიერესი აბრაგანით ბრწყინვალე გოლი გაიტანა!

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "დინამო" ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან; "დილას" კი, მართალია, ამჯერად არ გაუმართლა, მაგრამ ყველაფერი არაა დაკარგული, ოღონდ ახლა მთავარია, გუნდის შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდეს.

მატჩის შემდეგ

დუშან უჰრინი (დინამო):

"რასაკვირველია, ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოგეხსენებათ, ორ ფრონტზე გვიწევს ასპარეზობა და ჩვენი ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ჩანდნენ, გორის "დილა" კი უფრო მხნედ გამოიყურებოდა. მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ. საბოლოოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და კიდევ უფრო მივუახლოვდით ჩემპიონობას".

ვალდას ივანაუსკასი (დილა):

"დღეს მოედანზე თამაშობდა მხოლოდ ერთი გუნდი და ეს იყო "დილა" , მაგრამ ქულები "დინამომ" მოიპოვა. ვულოცავ მათ, ვისაც ასე უნდოდა "დინამოს" ჩემპიონობა! სამწუხაროდ, ინტრიგა, რომელიც ჩემპიონატის ფინიშზე შესაძლებელი იყო, ძალიან გაზრდილიყო - ფაქტობრივად მოკვდა! ჩვენ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ადამიანები ყვითლებში (მსაჯები - ვ.ბ.) სხვაგვარად მოქმედებენ. საერთოდაც, ჩანს, რომ აქტიურად მიმდინარეობს კულუარული თამაშები. სამაგიეროდ, მე ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს დღეს საქართველოში!"

ტურის სხვა მატჩები

ტორპედო-ზესტაფონი 1:0 - ქუთათურთა ვერცხლის პერსპექტივა [VIDEO]

ჩიხურა-ზუგდიდი 2:1 - უმოტივაციობის მოტივაცია

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება

სიონი-კოლხეთი 6:2 - გახსოვთ ძველი ახალაია?

მერანი-მეტალურგი 1:0 - მერანის მარტვილობა დასრულდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxo
1977 წელს ვალერი გაზაევს შვეციაში კითხეს საბჭოთა კავშირში ჩემპიონი ვინ არისო, გაზაევმა უპასუხა, ჩემპიონი კიევის დინამოა, ხოლო ყველაზე კარგი გუნდი კი თბილისის დინამოა, (დღევანდელი დინამო მისი აჩრდილიც კი არ არის) ასეა დღეს საქართველოში, დინამო კი ხდება ჩემპიონი, მაგრამ ყველაზე კარგი გუნდი გორის დილაა, ბიზმესმენებო მიხედეთ გორის დილას, აარორძინეთ ქართული ფეხბურთი, ყველაფერი ქართული ხომ ქართლიდან იწყება.
bibo
ვალადასა მართალია დინამო იმსახურებდა წაგებას მარა რას ვიზავთ რაც შეეხება მსაჯობას ფიფიას მონებოოოოოო თქვენიიი თქვენ მოკალით ქართული ფეხბურთი დილა კი მართლაც ლამაზ ფეხბურთს ტამაშობს და იტამასებს კიდეც ალბათ ბევრს ბიზნესმენს აეხილება თვალები და ამ გუნდის განსავიტარებლად ჩადებს თანხებს. ივანასკაუსი მაგარი ვაჟკაცი კაცი ყოფილა და კარგი მწვრთნილიც.
giorgi
დინამოს გოლიც ყვითლებმა გაიტანეს? ვულოცავ დინამოს გამარჯვებას!
vaxo
ივანაუსკასი მართალია, დილა ათი თავით მაღლა იდგა და დგას დინამოზე, მსაჯები არასდროს არ ცდებიან დინაამოს საწინააღმდეგოდ, ეს კაციც მიხვდა რა მაფია მოქმედებს დინამოს სასარგებლოდ, ამ გუნდით ქართული ფეხბურთი არ აღორძინდება..
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა