საქართველოს ჩემპიონატი. XXIX ტური. VII-XII ადგილები
ბოლნისელებმა დამაჯერებელი ანგარიშით კი გაიმარჯვეს, თუმცა "სიონის" ხელმძღვანელობასა და ქომაგებს ცალი ყური მცხეთისკენ ჰქონდათ და შეიტყვეს რა, რომ "ვიტ ჯორჯიამ" მატჩის ბოლოსკენ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა, ორმაგად ვეღარ გაიხარეს.

ფოთის "კოლხეთმა" შეხვედრა რიხით დაიწყო. "სიონის" საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და მასპინძელთა მცველების უნიათობით კარგად ისარგებლა როსინიმ - ახლოდან გადაგზავნა ბურთი ბადეში.

"სიონი" თანდათან დაეუფლა უპირატესობას. ლადო ახალაიას დარტყმა მიხეილ ხარშილაძემ კუთხურზე მოიგერია. იყო სხვა სახიფათო მომენტებიც, ანგარიშის გათანაბრება კი ირაკლი კლიმიაშვილმა მოახერხა კუთხურიდან - ახლო ძელთან ჩაახვია ბურთი. ალექსანდრე ქორჩილავა კი შეეცადა თავით მოგერიებას, მაგრამ ვერაფერი მოახერხა - 1:1.

ბოლნისელები ზეწოლას განაგრძობდნენ. კოკა მიკუჩაძეს ორჯერ ჰქონდა საგოლე შანსი - ჯერ იყო და მცველმა დააფარა ახლო მანძილიდან დარტყმას, მერე კი ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

კლიმიაშვილმა ხელმეორედაც სცადა, სტანდარტული სიტუაციიდან ენახა ხეირი, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა ხარშილაძემ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "სიონმა" სწრაფი იერიში რომ განახორციელა. მარცხენა ფლანგზე ახალაიამ გაილაღა, ჩინებულადაც ჩააწოდა ირაკლი ლექვთაძეს, რომელმაც თავურით დააწინაურა ბოლნისელები - 2:1.

"სიონს" ნიათი მოემატა და მალე კიდევ ერთხელ გაუტანა "კოლხეთს" - დაჩი ფოფხაძის ჩაწოდება თავურით ახალაიამ დააგვირგვინა.

ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეწუთიანი ეპიზოდი, რომელმაც ის ახალაია გაგვახსენა, ივო შუშაკის გაწვრთნილ "დინამოში" რომ ბრწყინავდა.

3:1-ის შემდეგ ყველაფერი უკვე ნათელი იყო. "სიონი" უპირატესობას ვერ გაფლანგავდა თუნდაც იმიტომ, რომ ეს "კოლხეთი" ორბურთიანი ჩამორჩენის ამომქაჩველი ნამდვილად არ არის.

დავით სვანიძემ თავურით გაიტანა, ვლადიმერ უგრეხელიძე კი ორჯერ გავიდა მეკარესთან პირისპირ და ორივეჯერ გამოიყენა შანსი.

რაც შეეხება "კოლხეთის" გოლს მეორე ტაიმში, პაატა ცხვიტარიას 11-მეტრიანი მირზა მერლანმა მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ბუხაიძემ იმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა