ზე რაგბის გათამაშების მე-11 ტურში რვა შეხვედრიდან შვიდში მასპინძლებმა გაიმარჯვეს
ზე რაგბის გათამაშების მე-11 ტურში რვა შეხვედრიდან შვიდში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

სენსაციური შედეგი არ დაფიქსირებულა. ლიდერებმა თავიანთი მატჩები ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ზოგმა ეს იოლად მოახერხა, ზოგს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ავსტრალია

ავსტრალიის კონფერენციაში მეორეადგილოსანმა ბრისბენის "რედსმა" ახალი ზელანდიის კონფერენციის ლიდერი ოქლენდის "ბლუზი" მიიღო და უმძიმეს მატჩში მინიმალური სხვაობით მოუგო - 12:11.

ქულების უმრავლესობა გუნდებმა პირველ ტაიმში აიღეს, რომელიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 11:9. "წითლები" შესვენების შემდეგ ბევრს ეცადნენ, მაგრამ გამარჯვების მომტანი სამი ქულა მგეზავმა ქუადე კუპერმა მხოლოდ 74-ე წუთზე გაიტანა.

ამავე კონფერენციაში ლიდერმა კანბერის "ბრამბიზმა" შინ იოლად მოუგო პერთის "ფორსს" - 41:7. მასპინძლებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს.

აქედან ორი გარემარბი ჰენრი სპეისის ანგარიშზეა. ყველაზე შედეგიანი კი შუამარბი კრისტიან კალიფანო იყო, რომელმაც ერთი ლელო, ერთი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა გაიტანა (16 ქულა).

XI ტური

რედსი-ბლუზი 12:11, ბრამბიზი-ფორსი 41:7

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 40 ქულა, 2. რედსი - 37, 3. ვორათაზი - 25, 4. მელბურნ რებლზი - 20, 5. ფორსი - 16.

XII ტური

მელბურნ რებლზი-ჩიფსი, ფორსი-რედსი, ბრამბიზი-კრუსეიდერზი.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის კონფერენციაში ოქლენდის "ბლუზის" წაფორხილებით კარგად ისარგებლა ზე რაგბის მოქმედმა ჩემპიონმა ჰემილთონის "ჩიფსმა", რომელმაც შინ ურთულეს ბრძოლაში სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერი დურბანის "ნატალ შარქსი" დაამარცხა - 37:29 და ახალი ზელანდიის კონფერენციაში სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დამკვიდრდა.

მასპინძელთა გუნდი თამაშის დასაწყისშივე გრიგალივით თავს დაატყდა მეტოქეს და 15 წუთში სამი ლელო გაუტანა.

ჰემილთონელები 21-ე წუთამდე 24:0-ს იგებდნენ. პირველ ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ 19 წუთში სტუმრებმა გონს მოსვლა, თამაშის დალაგება და ანგარიშში სხვაობის ხუთ ქულამდე შემცირება შეძლეს - 19:24.

შესვენების შემდეგ მოვლენები მოედანზე პირველი ტაიმის მსგავსი სცენარით განვითარდა.

თავდაპირველად ისევ "ჩიფსი" დაწინაურდა, მერე "ზვიგენებმა" სცადეს მატჩის გადარჩენა, თუმცა ჩემპიონებმა კარგად დაწყებული საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.

ორ-ორი ლელო მასპინძელთა შუამარბმა ტიმ ნანაი-ვილიამსმა და სტუმართა მესამეხაზელმა დერიკ მაინმა გაიტანეს. ყველაზე მეტი, 17 ქულა კი ჰემილთონელების ფულბეკი გარეთ ანსკომბის ანგარიშზეა (ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

ნელ-ნელა შედის ფორმაში ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი".

ლიდერების, რიჩი მაქოასა და დენ კარტერის გარეშე მოთამაშე "ჯვაროსნებმა" შინ ავსტრალიური "მელბურნ რებლზი" დაამარცხეს - 30:26. ყველაზე მეტი ქულა მასპინძლებს შუამარბმა ტომ ტეილორმა მოუტანა. მან ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (20 ქულა).

ერთადერთი სტუმარი, რომელმაც გასვლით მატჩში გაიმარჯვა, სამხრეთაფრიკული კეიპთაუნის "სტორმერზი" გახლდათ. ამ გუნდმა საკმაოდ დაძაბულ მატჩში ველინგტონის "ჰარიკენზს" სძლია - 18:16.

XI ტური

ჰარიკენზი-სტორმერზი 16:18, ჩიფსი-ნატალ შარქსი 37:29, კრუსეიდერზი-მელბურნ რებლზი 30:26.

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 35 ქულა, 2. ბლუზი - 32, 3. კრუსეიდერზი - 30, 4. ჰარიკენზი - 28, 5. ჰაილენდერზი - 10.

XII ტური

ბლუზი-სტორმერზი, ჰაილენდერზი-ნატალ შარქსი

სამხრეთ აფრიკა

ახალი ლიდერი ჰყავს სამხრეთ აფრიკის კონფერენციასაც. "ნატალ შარქსის" წაფორხილებით პრეტორიის "ბლუ ბულზმა" ისარგებლა. "ლურჯმა ხარებმა" შინ მოუგეს სიდნეის "ვორათაზს" - 30:19. სტუმრებმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა 66 წუთის განმავლობაში გაუწიეს.

ამ დროისთვის სიდნეელები მინიმალური სხვაობით აგებდნენ - 19:20. დასკვნით 14 წუთში პრეტორიელებმა ორი ლელოს გატანა და ლიდერობის მოპოვება შეძლეს. როგორც ყოველთვის, უხვქულიანი იყო მგეზავი მორნი სტეინი. მის ანგარიშზე 20 ქულაა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

"ბლუ ბულზს" კვალში უდგას წლევანდელი სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობა - ბლუმფონტეინის "ჩიტაზი", რომელმაც ამჯერად საკუთარ მოედანზე გათამაშების დებიუტანტ "საუთერნ კინგზს" სძლია - 26:12.

მასპინძლებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც სტუმრები მხოლოდ მგეზავი დემეტრი კატრაკილისის საჯარიმოებით პასუხობდნენ, რაც წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ჩიტაზი" ლიდერს ახლა ერთი ქულით ჩამორჩება.

XI ტური

ბლუ ბულზი-ვორათაზი 30:19, ჩიტაზი-საუთერნ კინგზი 26:12

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 32 ქულა, 2. ჩიტაზი - 31, 3. ნატალ შარქსი - 28, 4. სტორმერზი - 28, 5. საუთერნ კინგზი - 15.

XII ტური

საუთერნ კინგზი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჰარიკენზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ