"სოშომ" გასავარდნი ზონა ვერ დატოვა, მაგრამ დაუგეგმავი ქულა მოიპოვა
ლიგა 1-ის 34-ე ტური 26 აპრილს დაიწყო. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შეხვედრა საბოლოოდ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად იქცა.

თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ფავორიტი "ლილი" პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით იგებდა - დუბლი სალომონ კალუმ შეასრულა.

მეორე ტაიმის დებიუტში თავი მარკო ბაშამაც გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. "ლილს" ამ ტურამდე ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში 8 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი ჰქონდა განცდილი და მე-9 გამარჯვებაც თითქოს უკვე ჯიბეში ჰქონდა...

3:0-ზე სტუმართა ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ ივარაუდებდა იმას, რაც შეხვედრის ბოლო 17 წუთში მოხდა. 73-ე წუთზე 33 წლის სედრიკ კანტემ ვინსენტ ნოგეირას პასი მიიღო და სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 83-ე და 87-ე წუთებზე ნოგეირამ დუბლი შეასრულა და არა მარტო ამ მატჩის, ტურის გმირიც გახდა.

მართალია, "სოშომ" გასავარდნი ზონა ვერ დატოვა, მაგრამ დაუგეგმავი ქულა რომ მოიპოვა, ესეც ფაქტია და ვინ იცის, ეს ერთი ქულა სეზონის ბოლოს რამხელა მნიშვნელობას შეიძენს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ლილზე", რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი "სტად ჟერლანზე" გაიმართა. მოსისხლე მტრებმა, "ლიონმა" და "სენტ ეტიენმა" ქულები გაიყვეს. "ლილის", "ლიონის" და "სენტ ეტიენის" ფრეებით "ნიცამ" და "მარსელმა" ისარგებლეს. ორივე ზღვისპირულმა გუნდმა მოიგო - "მარსელმა" უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრო, "ნიცა" კი ქულებით "მწვანეებს" წამოეწია.

ლიგა 1. XXXIV ტური

ლილი-სოშო 3:3

გოლები: 1:0 კალუ (26), 2:0 კალუ (45), 3:0 ბაშა (48), 3:1 კანტე (73), 3:2 ნოგეირა (84), 3:3 ნოგეირა (87).

ლორიანი-მარსელი 0:1

გოლი: 0:1 ვალბუენა (25).

გაძევება: ოდარი (90. ლორიანი), ა. აიუ (90. მარსელი).

აიაჩო-მონპელიე 2:1

გოლები: 0:1 მუნიე (56), 1:1 დელორტი (82-პენ), 2:1 ოლიეჩი (90).

გაძევება: ფ. დიავარა (47. აიაჩო), ელ კაუტარი (81. მონპელიე).

ბრესტი-რენი 0:2

გოლები: 0:1 დუკურე (28), 0:2 მონტანიო (37).

ლიონი-სტ. ეტიენი 1:1

გოლები: 0:1 ზუმა (29), 1:1 გურკუფი (54).

ნიცა-ტრუა 3:1

გოლები: 0:1 იატარა (21), 1:1 სიველი (34), 2:1 ცვიტანიჩი (45), 3:1 ბრუინსი (77).

ევიანი-პსჟ 0:1

გოლი: 0:1 პასტორე (50)

გაძევება: ვერატი (81. პსჟ), ბექჰემი (90.პსჟ), ხელიფა (90. ევიანი)

იხილეთ ვიდეო

ბორდო-რეიმსი 0:0

ბასტია-ტულუზი 0:0

ვალანსიენი-ნანსი 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 34 22 7 5 61-20 73

2. მარსელი 34 19 7 8 38-32 64

3. ლიონი 34 17 9 8 55-36 60

4. სტ. ეტიენი 34 15 13 6 56-28 58

5. ლილი 34 15 12 7 53-35 57

6. ნიცა 34 16 9 9 51-41 57

7. ლორიანი 34 13 11 10 53-52 50

8. მონპელიე 34 14 6 14 51-45 48

9. ბორდო 34 11 15 8 35-30 48

10. რენი 34 13 6 15 46-49 45

11. ტულუზი 34 10 12 12 40-42 42

12. ვალანსიენი 34 10 11 13 42-48 41

13. ბასტია 34 11 7 16 44-62 40

14. რეიმსი 34 9 11 14 31-38 38

15. აიაჩო 34 9 13 12 37-46 38

16. ნანსი 34 8 11 15 33-49 35

17. ევიანი 34 8 10 16 39-50 34

18. სოშო 34 8 10 16 37-55 34

19. ბრესტი 34 8 5 21 29-53 29

20. ტრუა 34 5 13 16 39-59 28

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები

27 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 15 - ალიადიერი (ლორიანი), ცვიტანიჩი (ნიცა); 14 - გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა