ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ხუთწლიანი ლოდინის დასასრული - 99,99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ 2012-13 წლების სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდება
ხუთი წელიწადი ელოდნენ თბილისის "დინამოს" ერთგული ქომაგები თავიანთი საყვარელი გუნდის საჩემპიონო ზეიმს და აი, ეს დღეც მოახლოვდა!

რა თქმა უნდა, ეს მონატრებული ტიტული "დინამოს" ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ 99,99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ 2012-13 წლების სეზონის გამარჯვებული სწორედ დუშან უჰრინის გუნდი გახდება. თავად განსაჯეთ: XIV საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად "დინამოს" დარჩენილ სამ ტურში მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულის აღება სჭირდება!

ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, უადგილოც იქნება "დინამოს" დარჩენილი მატჩების განრიგის გაცნობა: ყველასათვის ნათელია, რომ უახლოეს მდევართან არსებულ 7-ქულიან უპირატესობას არც ერთი გუნდი არ გაანიავებს, მით უფრო, ტიტულ(ებ)მონატრებული თბილისის "დინამო", - ამ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ყველა პირობა რომ ჰქონდა შექმნილი წარმატების მისაღწევად...

...ჩემპიონობას "დინამო" ოფიციალურად 4 მაისს გაიფორმებს თუ 12 მაისს, ეს უკვე "მეორეხარისხოვანია"; მთავარია, რომ გასულ ტურში თავისი უშუალო კონკურენტის ძლევით (თანაც, სტუმრად) "დინამომ" ჩემპიონატს უმთავრესი ინტრიგა დაუტოვა და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ გუნდის ერთგულ გულშემატკივრებს, კლუბის ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ ფეხბურთელს (და საერთოდ, კლუბში დასაქმებულ თითოეულ მუშაკს) წინასწარ მივულოცოთ ეს ნანატრი წარმატება!

კიდევ ვიმეორებ: ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და, წესითა და რიგით, დასკვნების გაკეთებაც ნაადრევია, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ თბილისის "დინამოს" დამსახურებულად ეკუთვნის 2012-13 წლების სეზონის გამარჯვებულის წოდება!

...როცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ალვაროს ოქროს გოლი

მეორე ეტაპის კი არა, ალბათ, სეზონის უმთავრესი მატჩი გამორჩეულად სანახაობრივი რომ ვერ იქნებოდა, ამას "შეგუებულები" ვიყავით; ბოლოს და ბოლოს, როცა ორივე გუნდისათვის უმთავრესი სასურველი შედეგის მიღწევაა, ასეთ დროს განსაკუთრებულ სანახაობას არც უნდა ელოდოს ვინმე.

თანაც, მასპინძელთათვის თუ მხოლოდ და მხოლოდ მოგება რჩებოდა ჩემპიონობისათვის ბრძოლის გაგრძელების ერთადერთ შანსად, სტუმრებისათვის ფრეც მისაღებზე-მისაღები შედეგი უნდა ყოფილიყო.

სწორედ სატურნირო სიტუაციიდანაც იყო გამომდინარე, "დილა" - "დინამოს" პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი რომ გამოდგა. რა თქმა უნდა, დაძაბულობაც იგრძნობოდა და ისიც, რომ ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი ასპარეზობდა.

არც ის გაგვიკვირდა, "დინამომ" მეორე ტაიმში ტერიტორიული უპირატესობა მთლიანად რომ "გადაულოცა" მასპინძლებს; დინამოელთა ჩეხი თავკაცის, დუშან უჰრინის გათვლა ამ შემთხვევაში "მარტივად გამოსაცნობი" იყო: სასურველი შედეგის მისაღწევად მეტოქე წინ მთელი ძალებით უნდა წამოსულიყო, ამასობაში კი სტუმრები თავიანთ შანსს უნდა დალოდებოდნენ და საპასუხო კონტრშეტევებიც განეხორციელებინათ.

ასეც მოხდა: "დილამ" მთელი ძალებით შეუტია, რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა სტუმართა კართან. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერთი შეხედვით, სწორი შეცვლებიც (თუმცა, ჩვენი აზრით, ოდნავ დაგვიანებულიც) გააკეთა და ბოლოს სულაც სამცველიან ტაქტიკაზე გადააწყო თავისი გუნდი; თუმცა შეხვედრის ერთადერთი გოლი, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ბედი რომ გადაწყვიტა, მაინც მასპინძელთა კარში გავიდა!

ჰო, "დილას" სულ მცირე, სამი სუპერმომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მართლაც სუპერმეკარეს ვერავინ აჯობა, "დინამომ" კი მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმუმი მიიღო! თანაც, დარტყმასაც ხომ გააჩნია: 30 წლის მიკელ ალვარომ ისეთი გოლი გაიტანა, გვეეჭვება, რომელიმე მეკარეს რომ აეღო!

იხილეთ ვიდეო

"დინამოს" ბასკ ნახევარმცველს ამ ორი სეზონის განმავლობაში არაერთი ეფექტური გოლი გაუტანია (თუნდაც ამ ჩემპიონატის პირველ ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან"), მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული და გამორჩეული იყო.

ჰო, განსაკუთრებული იმიტომ, რომ ამ მართლაც ზღაპრული სილამაზის გოლით თავის გუნდს, ფაქტობრივად, ჩემპიონობა მოუტანა.

ლორია და კომპანია

მიკელ ალვარომ ამ ჩემპიონატში უკვე 13 გოლი გაიტანა, - ნახევარმცველისათვის მართლაც ჩინებული შედეგია; თუმცა, ალვაროს გარდა, ამ "საჩემპიონო მატჩში" კიდევ რამდენიმე დინამოელის გარჯა გვინდა აღვნიშნოთ და, უპირველესად, რაღა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანსა და ჭეშმარიტ ლიდერს, გიორგი ლორიას შთამბეჭდავ თამაშს ვგულისხმობთ.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 27 წლის მეკარემ მართლაც საოცარი მატჩი ჩაატარა: სტუმართა აქტიურ ფორვარდებს, ირაკლი მოდებაძესა (ორჯერ) და ნათან ჟუნიორს ისეთი დარტყმები აუღო, აი, თითქმის 100-პროცენტიან საგოლე მომენტებს რომ ეძახიან ხოლმე.

ლორიას მსგავსად, ასევე ჩინებულად ითამაშა დინამოელთა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა გივი კვარაცხელიამ - 33 წლის მცველი 90 წუთის განმავლობაში პოზიციურად ზუსტად ასპარეზობდა და, ფაქტობრივად, არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია.

იგივეს თქმა შეიძლება მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამწესებულ გიორგი სეთურიძეზე - 28 წლის ფეხბურთელი იმდენად სწორედ მეურვეობდა მასპინძელთა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს გოგიტა გოგუას, რომ ამ უკანასკნელს მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმშივე ფლანგის გამოცვლა მოსთხოვა.

ვალდას ივანაუსკასის გათვლა სწორიც იყო: "დინამოს" მარცხენა ფლანგზე ხომ სერიოზული პრობლემები აქვს და ეს "დილასთან" მატჩშიც ნათლად გამოჩნდა და იმის წინ, რუსთავში ჩატარებულ სათასო ნახევარფინალურ შეხვედრაშიც...

...დაბოლოს, კიდევ ერთი ფეხბურთელის განსაკუთრებულად აღნიშვნა გვინდა: 24 წლის ირაკლი ძარიამ "დინამოში" გადმოსვლის მერე უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა! ძარიამ "დილასთან" მატჩში რა მოცულობის სამუშაოც შეასრულა, ალბათ, რამდენიმე მატჩს ეყოფოდა...

ფრთხილად, მსაჯებო!

გასაგებია, რომ სეზონის ბოლოა და თითქმის ყველა მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება; ისიც გასაგებია, რომ ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელსა თუ მწვრთნელს თავისი გუნდის მატჩებზე არბიტრების ქმედებასთან დაკავშირებით "საკუთარი პოზიცია" (ძალიან, ძალიან რბილად ნათქვამია) გააჩნიათ, მაგრამ გასულ ტურში ჩვენს მსაჯებზე მართლაც რომ "ფართომასშტაბიანი შეტევა" განხორციელდა!

თანაც, ლამის ყოველ მეორე მატჩში და ლამის ყველა მხრიდან: გულშემატკივრებისგან, კლუბების პრეზიდენტებისგან თუ მთავარი მწვრთნელებისგან!

ასე მაგალითად, პრეტენზიები ჰქონდათ მარტვილელ ქომაგებს, "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტს გურამ რუხაძეს, "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ყიფიანსა და "დილას" ლიტველ თავკაცს ვალდას ივანაუსკასს.

"მერანი"-"მეტალურგის" და "ვიტ ჯორჯია"-ბათუმის "დინამოს" მატჩებისგან განსხვავებით, ტურის ცენტრალურ შეხვედრას ჩვენც ვუცქირეთ და, აქედან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემთ, საკუთარი პოზიცია დავაფიქსიროთ. უფრო ზუსტად, ვერაფრით დავეთანხმებით "დილას" მთავარ მწვრთნელს, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსაჯები მიკერძოებაში დაადანაშაულა.

ვალდას ივანაუსკასი თავის დროზე მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. კარგად მახსოვს მისი თამაშები ვილნიუსის "ჟალგირისისა" თუ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაკრებში; წარმატებული უცხოური კარიერაც ჰქონდა და, როგორც ეტყობა, სამწვრთნელო ნიჭიც აღმოაჩნდა; თუმცა მუდამ ემოციურ ივანაუსკასს იმაში ვერ დავეთანხმებით, რომ "დილა"-"დინამოს" მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა არბიტრების შეცდომებმა მოახდინა.

რა თქმა უნდა, უშეცდომო მსაჯი არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთმა საუკეთესო არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ეს უპრინციპულესი დაპირისპირება ჩვეულად, ობიექტურად იმსაჯა. კი, შესაძლოა მატჩის დასაწყისში ერთი-ორი ფეხბურთელისათვის ზედმეტად ხისტი თამაშისათვის ყვითელი ბარათები ეჩვენებინა, მაგრამ არა გვგონია, რომ ამ "წვრილმანებს" მატჩის საბოლოო შედეგზე ზეგავლენა მოეხდინოს.

...როცა სხვა ყველაფერი დაიჩრდილა

თბილისის "დინამოს" ფაქტობრივმა ჩემპიონობამ გასული ტურის სხვა მოვლენები დაჩრდილა. არადა, გამოსარჩევი ფაქტები ბევრი იყო და უპირველეს ყოვლისა, ქვედა ექვსეულში კიდევ უფრო გამძაფრებულ ინტრიგაზე გვინდა ვთქვათ.

ზედიზედ მეორე გამარჯვებით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა "ვიტ ჯორჯიამ": გუნდში უკვე მერამდენედ დაბრუნებული სპეციალისტის, ზურაბ ბერიძის ხელმძღვანელობით, "ვეტერინარებმა" ორივე შემთხვევაში უშუალო კონკურენტებს აჯობეს და თანაბარი ქულების შემთხვევაში, "სიონთანაც" უპირატესობა ექნებათ და ბათუმის "დინამოსთანაც".

საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ "მერანმა" შეძლო "მეტალურგის" დამარცხება, მაგრამ მარტვილელებს მაინც მძიმე ფინიში ელოდებათ.

ისე, როგორც "სიონს", არმაზ ჯელაძის გუნდმა დიდი ანგარიშით კი მოუგო პირველ ლიგაში დაქვეითებულ "კოლხეთს (6:2), მაგრამ მთავარი მატჩები წინ აქვს. ისე, ბოლნისელებმა ერთ მატჩში 6 ბურთი უკანასკნელად 2005 წლის 23 ოქტომბერს გაიტანეს ("ცხინვალს" 6:1 მოუგეს) და იმ შემადგენლობიდან ერთი ფეხბურთელი დღესაც ასპარეზობს "სიონის" რიგებში და ამ ტურში გოლიც გაიტანა: 33 წლის დავით სვანიძეზე მოგახსენებთ.

აქვე სხვა ვეტერანებიც უნდა ვახსენოთ: 30 წლის ლადო ახალაიამ ("სიონი") უმაღლეს ლიგაში 3-წლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, 31 წლის ოთარ ხიზანეიშვილი კი ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის მერე პირველად გამოჩნდა თბილისის "დინამოს" განაცხადში.

არც ის ფეხბურთელები გამოგვრჩეს, საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლები რომ გაიტანეს: "ვიტ ჯორჯიას" 21 წლის ცენტრფორვარდი ლევან კუხალეიშვილი და ფოთის "კოლხეთის" 25 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი როსინი.

დაბოლოს, ერთადერთი "დუბლის" ავტორზეც: "სიონის" 27 წლის ნახევარმცველმა ვლადიმერ უგრეხელიძემ კარიერაში პირველად შეძლო ერთ მატჩში ორი გოლის გატანა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური

დილა-დინამო (თბ) 0:1 - მიკელ ალვაროს საჩემპიონო აბრაგანი [VIDEO]

ტორპედო-ზესტაფონი 1:0 - ქუთათურთა ვერცხლის პერსპექტივა [VIDEO]

ჩიხურა-ზუგდიდი 2:1 - უმოტივაციობის მოტივაცია

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება

სიონი-კოლხეთი 6:2 - გახსოვთ ძველი ახალაია?

მერანი-მეტალურგი 1:0 - მერანის მარტვილობა დასრულდა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bibo

ბატონო ავტორო მარტო დინამო ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის XXIX ტურის ოსტატები მტელ საქართველოში ხოო და დილადან მხოლოდ 1 იყოო ხოო თქვენც უძვრებით დინამოს არაა თქვენიდან უნდა დაიწყოს წმენდა და შემდეგ მსაჯობიდან სხვანაირად არაფერი შეიცვლება.

• ვიტელი

კუხალეიშვილა სადებიუტო გოლ8ი შარშან სპარტაკის კარში გაიტანა, შემდეგ კი გაგრას კარში.

• Dinamo

2 სურატზე დილას ფეხბურტელი ჰუმელსს არ გავს? :D

• vaxo

ავტორი აშკარად არაობიექტურად მსჯელობს, იგი ყოველთვის დინამოს მხარეს არის და ამიტომ არ არის მისი მიმოხილვები არაობიექტური.დინამოს გორში ავრორასავით გაუვარდა.

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა