ევროპის ჩემპიონატზე სარეკორდო გამოსვლის შემდეგ ქართველ ძიუდოისტებს რეპუტაციის შესანარჩუნებლად მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრად მეტი ბრძოლა მართებთ
ჩვენი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა და მათ მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 7 მედალი (3-3 ოქრო-ვერცხლი, 1 - ბრინჯაო) მანამ დარჩება სალაპარაკოდ, ვიდრე გუნდი მორიგ მასშტაბურ წარმატებას არ მოიპოვებს.

საამისო შანსი მათ მალევე მიეცემათ - 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება. ცხადია, ის ევროპის პირველობაზე გაცილებით ძლიერი ტურნირი იქნება და ჩვენებსაც რეპუტაციის შესანარჩუნებლად ბევრად მეტი ბრძოლა დასჭირდებათ.

ბუნებრივია, ევროპაზე მედლების სარეკორდო რაოდენობის მოპოვების შემდეგ დაგაინტერესებთ, როგორია ჩვენი სტატისტიკა მსოფლიოს პირველობებზე. აქ ყველაზე წარმატებით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში გამოვედით 1989 წელს, ბელგრადში, სადაც 4 მედალი გვქონდა - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. მაშინ ჩემპიონები ამირან ტოტიკაშვილი (60) და აწ გარდაცვლილი კობა კურტანიძე (95) გახდნენ, ასევე აწ გარდაცვლილი აკაკი კიბორძალიძე აბსოლუტურში მეორეზე გავიდა, გიორგი თენაძე (71) - მესამეზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მეტი მედალი - 3-3 ორჯერ მოვიპოვეთ. ჯერ ეს 1993 წელს კანადურ ჰემილტონში შევძელით, როცა დამოუკიდებელი ქვეყნის რანგში პირველად წარვსდექით მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეორედ კი მსგავს მიღწევას მთელი 14 წელიწადი ველოდეთ, ვიდრე 1997 წელს იმავე რიო დე ჟანეიროში ისევ არ გაგვახარა ნაკრებმა.

თუმცა ამ ორ წარმატებას შორის ერთი არსებითი განსხვავებაც იყო - მეორე ტრიუმფს ოქროს ელვარება ამშვენებდა, პირველად კი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს იმედად დავრჩით. მაშინ დავით ხახალეიშვილმა 95 კილოგრამში ვერცხლი, აბსოლუტურში კი ბრინჯაო მოიპოვა. მესამეზე გავიდა გიორგი ვაზაგაშვილიც.

კოპა-კაბანას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, გარდა იმისა, რომ კვლავაც ძლიერად ვიასპარეზეთ, მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის 18-წლიანი უსიამოვნო მოლოდინიც შევწყვიტეთ. მაშინ ნავსი ირაკლი ცირეკიძემ გატეხა, რომელიც მომდევნო წელს ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა და საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად მოგვევლინა. ბრაზილიაში ნესტორ ხერგიანი (60) მეორეზე, ლაშა გუჯეჯიანი (+100) კი მესამეზე გავიდნენ.

ამდენად, ირაკლი უზნაძესა და მის გუნდს სულის მოთქმის საშუალებაც არ ექნებათ, ისე უნდა მოემზადონ მომავალი დიდი შეჯიბრების და ასევე დიდი წარმატებისთვის.

ბუნებრივია, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ მსოფლიოზეც 7-დან 6 ფინალში გვეყოლება მონაწილე და 9 კაციდან 7 მედალს მოიპოვებს, მაგრამ ხარისხობრივი თუ არა, რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება შეუძლებელი სულაც არ ჩანს.

თუმცა ჯანდაბას რეკორდი, მთავარია, კარგად გამოვიდეთ. ამის იმედს კი სტაბილური, მობილიზებული გუნდი გვაძლევს, რაც წარმატების უმთავრესი წინაპირობაა.

ფოტოზე: ირაკლი უზნაძე და გიორგი ვაზაგაშვილი ბუდაპეშტში

ერთი საინტერესო პარალელიც ევროპის ამ პირველობიდან - 2002 წლის ევროპის ჩემპიონ უზნაძეს კონტინენტის ახლანდელ პირველობაზე მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ოფიციალურ შეჯიბრებაზე;

ასევე დებიუტი ჰქონდა 2002 წლის ფინალში მის ესტონელ მეტოქე ალექსეი ბუდოლინს... თუმცა, უზნაძისგან განსხვავებით, მისი სამწვრთნელო კარიერა არც ისე წარმატებით დაიწყო - გუნდი გაეხლიჩა, შეგირდთა ნაწილი მზადების მისეულ გეგმას არ დაეთანხმა და ცალკე გააგრძელა ვარჯიში, რასაც ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობაც დაერთო - ესტონელებმა უნგრეთში ერთი მედალიც ვერ მოიპოვეს.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს პირველობისთვის მზადების გზაზე კვლავაც ბევრი სამუშაო აქვს - ბლომად მედლების მიუხედავად, ბუდაპეშტში გარკვეული ხარვეზებიც გამოჩნდა, ტაქტიკური თუ ტექნიკური ხასიათის. თან, მსოფლიო ევროპაზე შეუდარებლად ძლიერი შეჯიბრებაა და იქ ახლანდელი დონე არანაირად არ იქნება საკმარისი. მით უფრო, თამასაც ძალიან მაღალზე გავდეთ...

სავსებით მოსალოდნელია, მსოფლიოსთვის გუნდში საკადრო ცვლილებებიც მოხდეს და ახლანდელი შემადგენლობიდან ვიღაც, თუნდაც მედალოსანი ამოვარდეს. ამ თვალსაზრისით იქნებ კარგიცაა გუნდის 9-კაციანი ლიმიტირება. მართალია, ყველა წონაში 2 ფალავნის გაყვანასაც თავისი დადებითი მხარე აქვს - ბევრად მეტს ეძლევა შანსი, მაგრამ ახლანდელი წესით, სათადარიგოებს შორისაც გაჩაღდა კონკურენცია, ვინ მოხვდება იმ ორ საუკეთესოში. 14-კაციანი ლიმიტით ყველა მეორე ნომერს განაღდებული ჰქონდა ევროპა-მსოფლიოზე ჭიდაობა, ახლა კი საამისოდ უნდა იბრძოლონ.

ამ თვალსაზრისით, იქნებ ჩვენს ნაკრებს საკადრო რეზერვი ბევრი არ აქვს, მაგრამ 60 კილოგრამში არც უამისობაა - აქ ხომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი გვყავს. საბედნიეროდ, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ფედერაციამ მას აზერბაიჯანში გადასვლის ნება არ მისცეს (თუ გახსოვთ, ევროპის პირველობის წინ ვწერდით, რომ ერთ ცნობილ სპორტსმენს სხვაგან სურდა გადასვლა - მასში შუკვანი იგულისხმებოდა).

ახლა მთავარია, ის ბოლომდე ჩაერთოს გუნდის მუშაობაში და აღიდგინოს ძველი კონდიციები.

სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, არა მგონია, შუკვანმა ახლა მოისურვოს აზერბაიჯანის ნაკრებში გადასვლა, იქაურები ბუდაპეშტში იმდენად ცუდად გამოვიდნენ - მხოლოდ ორი მეხუთე ადგილი! შესაბამისად, ადგილობრივმა მედიამ პეტერ ზაიზენბახერის წინააღმდეგ კიდევ უფრო აიმაღლა ხმა.

"ევროპული კოშმარი აზერბაიჯანის ნაკრებისთვის", "ევროპული სირცხვილი", "აზერბაიჯანი სტარტზე რუსეთმა გაანადგურა", - აი, ასეთი სათაურებია იქაურ ინტერნეტსაიტებზე, სადაც პირდაპირაც დაისვა კითხვა, ხომ არ ვიჩქარეთ ავსტრიელი სპეციალისტის მოწვევაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო

ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა

ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან

ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!

უცხოელები და ქართული მენტალიტეტი - რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან

შაკო
ეს ზაიზენბახერი ჩვენ მძლივს მოვიშორეთ :D :D და ეხლა აზერბაიჯანელები რაღამ შეაცდინა. წარმატებები ჩვენს ლომებს! დიდი იმედი მაქვს მსოფლიოზეც კარგად გამოვალთ ახალი მწვრთნელების ხელში
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის
5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
მარიამ ჯანაშვილი - პირველი ჩემპიონი
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში - მარიამ ჯანაშვილი ევროპის ჩემპიონია!
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
ძიუდოს მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რიოს ოლიმპიადას დაუახლოვდა