ინგლისური "დეილი სტარი" წერს, რომ გამორიცხული არ არის, ფრანსესკ ფაბრეგასი "ბარსელონადან" "არსენალს" დაუბრუნდეს
ფრანგული სპორტული პრესის საყვარელი თემა კარლო ანჩელოტისა და "პარი სენ-ჟერმენის" შესაძლო დაშორებაა.

მართალია, დედაქალაქური კლუბი ლიგა 1-ში უშუალო კონკურენტ "მარსელს" 9 ქულით უსწრებს და ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს (5 მაისს "პარკ დე პრენსზე" "ვალანსიენთან" მოგების შემთხვევაში ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებს), მაგრამ ჩვენი ფრანგი კოლეგები ამას არაფრად დაგიდევენ.

"პარიზიენის" მტკიცებით, კარლეტომ პსჟ-ს უკვე აცნობა, რომ ზაფხულში ის "რეალში" აპირებს წასვლას, რის შემდეგაც კლუბმა არსენ ვენგერთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

ვინც ვენგერის კარიერას იცნობს, ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებას ვერ დაიჯერებს. 64 წლის ფრანგმა "არსენალისადმი" განუზომელი სიყვარულის გამო არა ერთ და ორ სარფიან წინადადებაზე თქვა უარი. მას Goal.com დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ყოველთვის პატივს ვცემდი ჩემს სამუშაო ხელშეკრულებებს. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ცვლილებები უკვე ყველაზე ნაკლებად მჭირდება. ჩემი გონება მხოლოდ "არსენალის" დარჩენილ თამაშებზეა მომართული, რის შემდეგაც უკვე სამომავლო გეგმებზე გადავერთვები", - განაცხადა ვენგერმა.

"მეთოფეებს" ჩემპიონატში "ქუინზ პარკთან", "უიგანსა" და "ნიუკასლთან" დარჩათ სათამაშო. ისინი 1 ქულით ჩამორჩებიან "ჩელსის" და 2-ით უსწრებენ "ტოტენჰემს". იმის გათვალისწინებით, რომ მისი უშუალო კონკურენტები 8 მაისს "სტემფორდ ბრიჯზე" ხვდებიან ერთმანეთს, ვენგერისა და კომპანიის საჩემპიონთალიგო პერსპექტივას ცუდი ნამდვილად არ ეთქმის.

ასე რომ, ვენგერს თავისი საფიქრალი ნამდვილად ჰყოფნის.

არსენალი და ტრანსფერები

ვენგერის სამომავლო გეგმების გარდა, პრესა "არსენალის" სატრანსფერო საქმიანობაზეც ბევრს წერს. Sky Sport-ის ინფორმაციით, "მეთოფეთა" დამრიგებელმა დაადასტურა, რომ სევილიელი ჟოფრეი კონდოგბიას შეძენით არის დაინტერესებული.

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს ესპანურ კლუბთან ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.

"ძალიანაც მინდა, რომ კონდოგბიაზე ბევრი ვილაპარაკო, რადგან მისი შეძენით ლამის ყველა გრანდი დაინტერესებულია. მე თქვენი მიკვირს, რას ელოდებით პასუხად, როცა მეკითხებით, მინდა თუ არა მისი შეძენა?" - განუცხადა ვენგერმა პოპულარულ ვებგვერდს.

ინგლისური "დეილი სტარი" უფრო შორსაც წავიდა. ის წერს, რომ გამორიცხული არ არის, ფრანსესკ ფაბრეგასი "ბარსელონადან" "არსენალს" დაუბრუნდეს, რადგან 25 წლის ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში მეტისმეტად ხშირად უწევს სათადარიგოთა შორის ჯდომა.

პრიმერაში წელს სესკმა 28 თამაში ჩაატარა და აქედან 15-ჯერ შეცვლაზე შევიდა. გამოცემის მტკიცებით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ლონდონში უზარმაზარი სახლის შეძენას აპირებს და მასში 5,4 მილიონ ფუნტს იხდის.

ფეხბურთელის კონტრაქტს კატალონიურ გრანდთან ვადა 2016 წლამდე აქვს. 2011 წელს "ბარსელონამ" მასში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა