ჩოგბურთელები აგრძელებენ მზადებას "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირისთვის - როლან გაროსისთვის
ჩოგბურთელები აგრძელებენ მზადებას "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირისთვის - როლან გაროსისთვის. გასულ კვირას გაიმართა ოთხი შეჯიბრება, რომელთაგანაც ორი გამორჩეული იყო - ბარსელონასა და შტუტგარტში.

პირველად 2005 წლის შემდეგ, რაფაელ ნადალი არ იყო პირველ ნომრად განთესილი კატალონიის დედაქალაქში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, მერვედ მოეგო ეს ტურნირი. "გრუნტის მეფემ" ფინალამდე ისე დაამარცხა კარლოს ბერლოკი, ბენუა პერი, ალბერტ რამოსი და მილოშ რაონიჩი, რომ სეტი არ დაუთმია.

ფინალში რაფას მეტოქე ნიკოლას ალმაგრო იყო, რომელმაც ასევე ორ-ორ სეტში მოიგო გადამწყვეტ მატჩამდე ყველა შეხვედრა. ეს იყო ამ ესპანელთა რიგით მეათე შეხვედრა და ნადალს ცხრიდან ცხრაჯერ ჰყავდა დამარცხებული ნიკოლასი.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. ალმაგრო ცუდად არ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით, პირველ სეტში, როცა ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა - 3:0, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო. 4:4-ზე ნიკოლასს ისევ ჰქონდა შანსები: სამი "დაფარული" სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ ნადალმა გადაარჩინა ურთულესი გეიმი და სეტი ბრეიკით დაასრულა - 6:4.

მეორე სეტში კი სერიოზული ბრძოლა არ გამოვიდა. ალმაგრომ 0:40-დან გადაარჩინა თავისი გეიმი, მაგრამ 2:1-ზე რაფამ მაინც აიღო მეტოქის მოწოდება. შემდეგ მიღებაზე თავი აღარ მოუკლავს და საკუთარ გეიმებზე მოახდინა კონცენტრაცია, რაც წარმატებით გამოუვიდა - 6:4, 6:3. ამით რაფამ მოიგო სეზონში მეოთხე ტიტული, სულ კი წელს ექვს ტურნირში ითამაშა და ექვსივეში ფინალამდე მიაღწია.

20-წლიანი იუბილე

გასულ კვირას ასევე გაიმართა ATP-ის ტურნირი ბუქარესტში, რომელმაც 20-წლიანი იუბილე იზეიმა.

ამ ტურნირთან კარგი მოგონებები აკავშირებს ფრანგ ჟილ სიმონს, რომელსაც 2007, 2008 და 2012 წლებში მოუგია მთავარი პრიზი, მაგრამ ამჯერად მისი შეჩერება ნახევარფინალში მოახერხა ჩეხმა ლუკაშ როსოლმა, რომელიც, საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში საათსა და 7 წუთში გაანადგურა ესპანელი გილერმო გარსია ლოპესი - 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე