"ვიტ ჯორჯიას" 23 წლის მარჯვენა ნახევარმცველს კომენტარი ყველაზე აქტუალურ საკითხზე ჩამოვართვით - შეინარჩუნებს თუ არა მისი გუნდი ადგილს უმაღლეს ლიგაში?
"ვიტ ჯორჯიამ" ბათუმის "დინამოსთან" პრინციპული შეხვედრა 3:2 მოიგო და ქვედა ექვსეულის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

ჩემპიონატის ფინიშამდე სამი ტურით ადრე უშუალო კონკურენტთან გამარჯვება "ვეტერინარებს" ლიგაში დარჩენის გარანტიას არ აძლევს, მაგრამ გადარჩენის იმედს უტოვებს.

ბათუმელებთან განსაკუთრებით სასარგებლო იყო გიორგი კორიფაძე - მისი გადაცემით ჯერ ლევან კუხალეიშვილმა გახსნა ანგარიში, 85-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ ელგუჯა ლობჯანიძე დატოვა, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და "ვიტ ჯორჯიას" მოგება გააფორმა - 3:2.

23 წლის მარჯვენა ნახევარმცველი "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. კორიფაძეს კომენტარი ყველაზე აქტუალურ საკითხზე ჩამოვართვით - შეინარჩუნებს თუ არა მისი გუნდი ადგილს უმაღლეს ლიგაში?

"ბათუმელებთან მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. საამისოდ თავი არ დავზოგეთ და მთელი ძალა და ენერგია დავხარჯეთ.

ბოლოს ბათუმელებმა ისე შემოგვიტიეს და ისეთი მომენტები შეგვიქმნეს, სიმართლე გითხრათ, მეგონა, ფრეც სასურველი იქნებოდა.

საბედნიეროდ, გამარჯვების ბურთი მაინც ჩვენ გავიტანეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ.

რა თქმა უნდა, ეს მოგებაც არ არის საკმარისი, თავი ქუდში რომ გვქონდეს. ჯერ რუსთავის "მეტალურგს" შევხვდებით, შემდეგ კი მარტვილის "მერანს" და ფოთის "კოლხეთს".

ალბათ, გადამწყვეტი შეხვედრა მარტვილელებთან გველის, მაგრამ რუსთაველებთან და ფოთელებთანაც უმძიმესი მატჩები იქნება.

"მეტალურგი" ლიგიდან არ ვარდება, მაგრამ ბოლომდე იბრძვის. ფოთელები კი უკვე გავარდნენ და ამის მიუხედავად, მათთვის მოგება პრესტიჟის საქმეა.

მოკლედ, უმაღლესში დასარჩენად ქულების მაქსიმალური რაოდენობა გვესაჭიროება. ეს შეუძლებელი ამოცანა ნამდვილად არ არის. მთავარია, ბიჭებმა ისეთივე მონდომებით ვითამაშოთ, როგორც "სიონთან" და "ბათუმთან", - ამბობს კორიფაძე.

მართლაც, ბოლო ორ ტურში "ვიტ ჯორჯიამ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვა. ბათუმელებთან მოგებამდე "ვეტერინარებმა" "სიონი" გასვლაზე 3:0 დაამარცხეს, რაც საკმაოდ დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

კორიფაძე ამბობს, რომ ეს ახალი მწვრთნელის - ზურაბ ბერიძის დამსახურებაა:

"ცხადია, გავარდნის საფრთხემ თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა და ბევრი რამ შეიცვალა.

გარდა ამისა, ახალი მწვრთნელის მოსვლაც დადებითად დაგვეტყო. ის შეტევებში თამამად წასვლასა და აგრესიულ თამაშს გვავალებს და გუნდმა ეს დავალება კარგად შეასრულა.

იმედია, დარჩენილ ტურებშიც ასე გავაგრძელებთ და ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა