ზუგდიდში იმის თანხაც კი არ აქვთ, რომ ფეხბურთელებს მატჩის წინ საკვები მისცენ
ზუგდიდის "ბაიას" ფინანსური კრიზისის შესახებ ადრეც ვწერდით. ისიც იცით, რომ ფინანსური კრიზისის გამო, ზუგდიდელთა გუნდში საწვრთნელი პროცესი შეწყდა. უფრო მეტიც, გუნდი ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა. მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა თავის დროზე "ლელოსთან" საუბარში იმედი გამოთქვა, რომ "ბაიაში" ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ იმედი იმედად დარჩა.

როგორც გავიგეთ, წასული ფეხბურთელებიდან გუნდში მხოლოდ სამი დაბრუნდა. თუმცა ეს არაფერია, ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, ზუგდიდელებმა დარჩენილი კონტიგენტიც ვერ შეინარჩუნონ.

დღემდე კი "ბაია" თერთმეტმა (მთელი გუნდი) ფეხბურთელმა დატოვა: მეკარეები - გოგიტა სომხიშვილი, ვლადიმერ ზუხბაია; მცველები - გიორგი ხიდეშელი, დავით ჭიჭვეიშვილი, გიორგი კვესეიშვილი და ზვიად სიხარულია; ნახევარმცველები - კახა ჩხეტიანი, ლუკა გუგუჩია და გრიგოლ დოლიძე; თავდამსხმელები - გია მეგრელაძე და კონსტანტინე ახალაია. აღმოჩნდა, რომ ამ 11 მოთამაშიდან გუნდში ჯერ მხოლოდ 3 მათგანი დაბრუნდა.

"მეკარე გიორგი სომხიშვილი, მცველი გიორგი კვესეიშვილი და ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია დაგვიბრუნდნენ. დანარჩენებთან კონტაქტი გვაქვს და ვიცით, რომ ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. თუ ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორდება, არაფერი გამოვა", - გვითხრა ქომეთიანმა.

ახლანდელი მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ სამომავლოდაც რომ არ ჩანს უკეთესობა, ვითარებას ეს კიდევ უფრო ამძიმებს. კალენდრის მიხედვით, გასულ ოთხშაბათს "ბაიას" ზესტაფონელებთან სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ მოედნის საფარზე მიმდინარე სამუშაოების გამო იმერლებმა "ბაიას" ამ შეხვედრის ზუგდიდში ჩატარება სთხოვეს...

"ზესტაფონის" თხოვნა ჩვენც გვაწყობდა, რადგან ფინანსურად ძალზე მძიმე მდგომარეობაში ვართ. ტრანსპორტის ფულიც არ გვაქვს. წასული ფეხბურთელების დაბრუნება კი არა, ვინც გვყავს, ის მაინც შევინარჩუნოთ. ენთუზიაზმი 3-4, თუნდაც 5 მატჩზე გაგყვება, მაქსიმუმ ზამთრის პაუზამდე შეიძლება მივიდეთ, მაგრამ ასე ქულების აღება გაგვიჭირდება. გუნდი დაგვეშლება! სამწუხარო ის არის, რომ იმედის ნაპერწკალიც კი არ ჩანს. არ ვიცით, რა გვეშველება ან ვინ გვიშველის".

დიდი შანსია, "ბაია" "დინამოსთან" 5 ნოემბრის გასვლითი მატჩისთვის, შესაძლოა, თბილისში ვერ ჩამოვიდეს. ქომეთიანს ამაზეც დავეკითხეთ.

"იმედია, 5 ნოემბრამდე ტრანსპორტის თანხას იმდენს მაინც ვიშოვით, რომ თბილისში ჩავიდეთ. ელემენტარულად, იმის თანხაც კი არ გვაქვს, რომ ფეხბურთელებს მატჩის წინ საკვები მივცეთ. ასე თუ გაგრძელდა, რა აზრი აქვს?! არ შეიძლება, უმაღლესი ლიგის გუნდი ასეთ მდგომარეობაში იყოს. არ მინდა დავკარგო იმედი, რომ ვითარება შეიცვლება. თუ არა და, გუნდი დაგვეშლება. თუ ვინმემ არ მოგვხედა, გუნდს ვერ შევინარჩუნებთ", - სწუხს ბატონი ელგუჯა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა