ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 2013-ში დაარსებიდან 150 წლისთავს აღნიშნავს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 2013-ში დაარსებიდან 150 წლისთავს აღნიშნავს. ათვლის წერტილად მიჩნეულია 1863 წლის 26 ოქტომბერს ლონდონში, კოვენტ გარდენში, ქუინზ სტრიტზე "ქვის დამამუშავებელთა თავისუფალ ტავერნაში" 8 ადამიანის შეკრება, რომელთაც ფეხბურთის პირველი 13 წესის ჩამოყალიბების გარდა, მსოფლიოში პირველი საფეხბურთო ასოციაცია დააფუძნეს.

შეკრების მონაწილეთა სახელები და გვარები ჩვენთვის ცნობილია. ესენი არიან: ებნეზერ კობ მორლი (შეკრების ინიციატორი), არტურ ემბერი, ჩარლზ უილიამ ელკოკი, ფრენსის მოლ კემპბელი, ჯონ ფოსტერ ელკოკი, ჰერბერტ ტომას სტიუარდი, ჯორჯ ტვიზელ უოუნი და ჯეიმს ტერნერი.

ამ ჯენტლმენებმა მოახერხეს საერთო წესებზე შეთანხმება იმის მიუხედავად, რომ იქამდე ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. ცხადია, პირველყოფილ წესებსა და დღეს მოქმედ კანონებს შორის არის საფუძვლიანი სხვაობა. მაგალითად, მეკარეს ხელით თამაშის უფლება არ ჰქონდა. საჯარიმოს ფარგლებში ამის საშუალება მას მხოლოდ 1871 წელს მიეცა. არ არსებობდა ისეთი ცნება, როგორიც იყო პენალტი, კარს არ ჰქონდა ხარიხა (ის პირველად 1866 წელს გაჩნდა), მსაჯი სასტვენის ნაცვლად ხმარობდა მინდვრის კიდეზე შენახულ ზარს ან უბრალოდ, ყვიროდა და ასე შემდეგ. თუმცა ამ თემაზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს.

საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ ადამიანების პირდაპირი შთამომავლები ოქტომბერში "უემბლიზე" დაგეგმილ გრანდიოზულ ცერემონიალზე არიან მიწვეულნი.

"ყველას გვესმის, რამხელა ღვაწლი დასდეს ფეხბურთის დამაარსებლებმა ბრიტანეთის არამხოლოდ სპორტულ სამყაროს, არამედ მთელ ქვეყანას და ზოგადად, კაცობრიობასაც. ფეხბურთი ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად ღირებული მონაპოვარია. ამ რვა ადამიანის გარეშე კი ყველაფერი ეს არ იარსებებდა. მართებულია, რომ ამხელა ღვაწლის გამო ჩვენ მათ დღემდე განსაკუთრებულ პატივს ვცემთ," - განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა