პრიმერას ყოჩაღი მექსიკელები
ლეო მესიმ ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ "ბარსელონამ" საფეხბურთო კათედრალზე ვერ გაინაღდა ჩემპიონობა. კატალონიურ ლიდერსა და ჩემპიონ "რეალს" შორის სხვაობა 11 ქულაა. დიდი ალბათობით, არც მომავალ ტურში გაფორმდება "ბარსას" ჩემპიონობა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, "სამეფო კლუბმა" შინ "ვალიადოლიდთან" ქულები დაკარგოს.

წინა ტურმა მთავარი, რაც გადაწყვიტა, ეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურის მფლობელის ვინაობაა: სან სებასტიანში "რეალ სოსიედადმა" უშუალო კონკურენტ "ვალენსიას" კუდით ქვა ასროლინა და ახლა, ფინიშამდე 5 ტურით ადრე, 5 ქულით უსწრებს მას. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს კიდევ მაინც, თუმცა...

მარკას რჩეულები

გაზეთი "მარკა" ყოველ ტურში, თითოეულ თამაშში 3 საუკეთესო ფეხბურთელს გამოყოფს, რომელთაგანაც მკითხველები მატჩის საუკეთესოებს ირჩევენ. "მარკამ" დააჯამა მიმდინარე შედეგები: პირველ ადგილზე გასულ ფეხბურთელებს სამი ქულა ეწერებათ, მეორე ადგილზე გასულებს 2 და მესამეადგილოსნებს - 1.

33 ტურის შეჯამების შემდეგ 58 ქულით პირველ ადგილზე, ბუნებრივია, ლეო მესია. აი, მეორე ადგილის გამოცნობა კი გაგიჭირდებათ - მეორეზე "რეალ სოსიედადის" მექსიკელი ფორვარდი კარლოს ველაა 41 ქულით. კრიშტიანო რონალდო და ჯოვანი დოს სანტოსი (მალიორკა) 40-40 ქულით მესამე ადგილს იყოფენ.

"ჯიოს" ეს შედეგი მთლად საოცრებაა - ჯერ ერთი, მისი გუნდი ბოლოადგილოსანია, მეორეც, დოს სანტოსმა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო თამაში. ველა 24 წლისაა, მისი თანამემამულე დოს სანტოსი კი 23-ის გახლავთ.

აქვე ჩამოვთვლით ყველას, ვინც 20 ქულის დაგროვება მაინც შეძლო: ხესუს ნავასი (სევილია) - 37 ქულა; იაგო ასპასი (სელტა) - 34; რუბენ კასტრო (ბეტისი) და პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი) - 29; სერხიო გარსია (ესპანიოლი) - 27; რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) - 26; დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 25; არიც ადურისი (ბილბაო) და პიტი (რაიო ვალეკანო) - 21; გორკა ირაისოსი (ბილბაო).

მესი VS რონი

15:12. ზედიზედ სამი ტურია, რაც სუპერდუელი ვერ შედგა.

იცით თუ არა, რომ...

* ზედიზედ 4 ტურია, მარცხდება "ლევანტე". მოგებათა 4-მატჩიანი სერია აქვს "რეალს".

* ბილბაოში თავის გამოჩენის შემდეგ ლეო მესი გახდა "ბარსას" ისტორიაში მეორე ბომბარდირი (ოფიციალური და ამხანაგური მატჩები). მას 333 გოლი აქვს. მეტი მხოლოდ პაულინიო ალკანტარას ანგარიშზეა - 369.

* მესის გოლი "ბარსასთვის" სეზონში მე-100 იყო. მესიმ გასვლაზე 24-ე გოლი გაიტანა და კრიშტიანო რონალდოს შარშანდელი შედეგი (23 საგარეო გოლი) გააუმჯობესა.

ტურის საუკეთესო გოლი

ლიონელ მესი (ბარსელონა) "ბილბაოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი

იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი) საგოლე პასი გონსალო კასტროს.

ტურის სტატისტიკა

31 გოლი ტურში (3,1 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 57 ყვითელი ბარათი დაარიგეს, წითელი ბარათი არ ყოფილა.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი).

ხოსე ბარკერომ (ლევანტე) ვერ გამოიყენა პენალტი "სელტასთან" მატჩში.

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ალვარო ვადილიო (ბეტისი, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 53 000 - "ვისენტე კალდერონი"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 200 - "ტერესა რივერო"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ბეტისი

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 7 - მალაგა, სევილია, ვალენსია

ყველაზე მეტი ჯარიმა: 27 - მალიორკა

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ლევანტე

ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ატლეტიკო, მალიორკა

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 72% - რაიო ვალეკანო

ტურის სიმბოლური ნაკრები

ლელოს ვერსიით. 3-4-3

33-ე ტურის ნაკრებში სამი ახალწვეულია: თუ ნოლიტოს და აუგუსტო ფერნანდესის რჩეულთა შორის მხოლოდ ახლა მოხვედრა გასაკვირი არ არის, ანდერ ერერას დებიუტანტობა საკვირველია - ბასკი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა "ბილბაოსაც" უჭირს და ანდერსაც. ლეო მესი 22-ედ მოხვდა შემადგენლობაში!!!

მე-12 ფეხბურთელი: რობერტო სოლდადო (ვალენსია)

ტურის გმირი

იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი)

26 წლის იმანოლ აგირეჩემ გადამწყვეტი როლი ითამაშა "ვალენსიას" დამარცხებაში. მის ანგარიშზე სუპერსაგოლე პასი და დუბლია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იმანოლის კარიერის საუკეთესო მატჩი იყო."რეალ სოსიედადის" შემტევის ანგარიშზე უკვე 11 გოლია ლა ლიგის ამ სეზონში.

ბომბარდირები

44 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

31- კრიშტიანო რონალდო (რეალი)

26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები

14 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

12 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი

56 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

27 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

3 მაისი:

სელტა-ბილბაო.

4 მაისი:

ვალენსია-ოსასუნა, გრანადა-მალაგა, რეალი-ვალიადოლიდი, დეპორტივო-ატლეტიკო.

5 მაისი:

მალიორკა-ლევანტე, სარაგოსა-რაიო ვალეკანო, სევილია-ესპანიოლი, ბარსელონა-ბეტისი.

6 მაისი:

ხეტაფე-რეალ სოსიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XXXIII ტური: ლეო მესის გოლმა-შედევრმა "ბარსა" ვერ გააჩემპიონა [VIDEO]

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს