ფილიპინელი მენი პაკიაო თავის მომდევნო ბრძოლას მჩატე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ბრენდონ რიოსის წინააღმდეგ ჩაატარებს
როგორც საკრივო ინტერნეტ-გამოცემა Fighthype.com იტყობინება, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 34 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო თავის მომდევნო ბრძოლას მჩატე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ბრენდონ რიოსის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ ბრძოლის გამართვის ალბათობა დაახლოებით 90 პროცენტს უტოლდება. პაკიაოს რინგზე ასვლის სავარაუდო თარიღი ნოემბერი გახლავთ.

მას შემდეგ, რაც ხუან მანუელ მარკესმა უარი თქვა ფილიპინელთან მეხუთე ბრძოლაზე, პაკიაო დაჟინებით ითხოვდა რევანშს WBO-ს ჩემპიონ ტიმოტი ბრედლისთან, რომელთანაც გასული წლის ივნისში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ ბრედლიმ მარკესთან ჩხუბი მოისურვა და ეს ბრძოლა 14 სექტემბერს გაიმართება.

ადრე ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ პაკიაო შეხვდებოდა პირველ ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს დროებით ჩემპიონს მაიკ ალვარადოს, მაგრამ ახლა სიტუაცია რიოსის სასარგებლოდ იხრება.

იტყობინებიან იმის შესახებ, რომ ფილიპინელის პრომოუტერთა მხრიდან რიოსზე არჩევანის შეჩერება ამ მოკრივის მაღალ პოპულარობასა და ბრძოლის წარმართვის უფრო სანახაობრივ მანერას ეფუძნება.

ამასობაში თავისი მორიგი მეტოქის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ. მან საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით გვამცნო, რომ რინგზე შეხვდება სირიული წარმოშობის გერმანელ მოკრივეს მანუელ ჩარს, რომელმაც პროფესიულ დონეზე ერთადერთი მარცხი უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსგან იწვნია.

ბრძოლა 29 ივნისს, მანჩესტერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჰეიმ კრივში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი მიზანია, მოიპოვოს სუპერმძიმე წონაში აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსი და ამით ძმები კლიჩკოებიდან ერთ-ერთთან ბრძოლის უფლება მიიღოს. ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი სწორედ ჩართან შეხვედრა იქნება, რომელსაც მერვე ადგილი აქვს WBC-ის რეიტინგში.

ვლადიმერ კლიჩკოს მენეჯერმა ბერნდ ბენტემ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქმის ასი პროცენტით აფასებს უკრაინელ სუპერმძიმეწონოსანსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის შეხვედრის ჩატარების ალბათობას.

"რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმ პირობით, თუ ვლადიმერი უახლოეს შაბათს დაამარცხებს ფრანჩესკო პიანეტას, ხოლო ალექსანდრ პოვეტკინი მაისის შუაში მოუგებს ანჯეი ვავჟიკს", - დააზუსტა ბენტემ.

კლიჩკოს მენეჯერის თქმით, იმის გამო, რომ მომავალი ბრძოლის ორგანიზების უფლება პოვეტკინის გუნდმა მოიგო, ბრძოლა მხოლოდ მოსკოვში თუ ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კლიჩკო-პოვეტკინის გამართვის დრო დაინიშნა

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა