ცხადია, გუნდი არ გაქრება, ფუნქციონირებას გააგრძელებს, მაგრამ ეს იქნება არსებობა და არა ყოფა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა კი წარსულს ჩაბარდება
დიახ, დღევანდელი "დილას" დაშლა სავსებით რეალურია და რაც უნდა გვიმტკიცონ, ამაზე უკვე მთელი საფეხბურთო სამყარო და გორელი გულშემატკივრები ლაპარაკობენ.

ცხადია, გუნდი არ გაქრება, ფუნქციონირებას გააგრძელებს, მაგრამ ეს იქნება არსებობა და არა ყოფა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა კი წარსულს ჩაბარდება.

ამაზე მხოლოდ გარეშე ხალხი არ ლაპარაკობს. გუნდის კაპიტანმა დავით კვირკველიამ საჯაროდ თქვა, რომ 2 თვის ხელფასი არ აუღიათ. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ამბავი დაიმალებოდა, ძალიან ცდება.

ამ პრობლემას დამალვა კი არა, საჯარო განხილვა სჭირდება, თუ როგორ გადავარჩინოთ გუნდი, რომელიც 1949 წელს დაარსდა, მაგრამ პირველი ტიტული 2012 წელს მოიპოვა.

დამოუკიდებლობის პერიოდში გორის "დილა" ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა 2004 წელს ჰქონდა, როდესაც უმაღლესში მე-6 ადგილი დაიკავა და ინტერტოტოს თასზე ითამაშა. საქართველოს თასზე საუკეთესო შედეგი 1997-98 და 2003-04 წლებში აჩვენა, როდესაც გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

ეს იყო და ეს. დანარჩენი პერიოდი გუნდი სულ წვალებასა და გაურკვევლობაში იყო. 2008 წელს უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და უკან მხოლოდ 2010-11 წლების სეზონში დაბრუნდა.

ყველაფერი 2011 წლის შემოდგომაზე შეიცვალა: გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიყვანა, მამუკა ჯუღელმა რუსეთიდან და საქართველოს წამყვანი კლუბებიდან ცნობილი მოთამაშეები ჩამოიყვანა. შედეგად, "დილამ" ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს თასს დაეუფლა და ევროპის ლიგის პლეი ოფში მოხვდა.

მიმდინარე ჩემპიონატში კი "დილა" პირველად იბრძოდა ჩემპიონობისთვის. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ხალხი საქართველოს ჩემპიონატს მიუბრუნდა. გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ინტრიგა შემატა და გორი საქართველოს საფეხბურთო მოვლენების ეპიცენტრში მოექცა.

მაგრამ ეს რომ განწირული ბრძოლა იყო, გამოცდილება გვასწავლის. "დილას" არც ფინანსური გარანტიები ჰქონდა და არც სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვითარებულიყო უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში. ეს იყო წინასაარჩევნო პროექტი, რაზეც მის განხორციელებამდე გორთან ახლოს მდებარე რესტორანში ქალაქის ფეხბურთის იმ წარმომადგენლებს აცნობეს, რომლებიც შემდეგ "დილაში" ან მის სისტემაში დაასაქმეს. ამ პროექტში ჯდებოდა გორში რამდენიმე მშენებლობა და პოლიტიკური პიარის როლი ეკისრებოდა.

ვერ ვიტყვით, რომ მაშინ "დილას" მომავალზე არ ფიქრობდნენ: ჩანაფიქრის მიხედვით, თავიდან გუნდს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაცვის პოლიცია მიხედავდნენ, შემდეგ კი აღორძინებულ და ინფრასტრუქტურამოწესრიგებულ "დილას" კერძო ბიზნესს გადაულოცავდნენ, მაგრამ ეს ბავშვურ ოცნებას უფრო ჰგავდა, რადგან ბიზნესს ქართული ფეხბურთი არ აინტერესებს.

კლუბის კულუარებში გვითხრეს, რომ 2012 წლის ზაფხულში "საქართველოს ბანკი" დოტაციური კლუბის გადაბარების პერსპექტივამ არ აღაფრთოვანა. ასეთი პირობებისთვის ხანგრძლივი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა და ცხოვრებამაც გამოაჩინა - თუ სასწაული არ მოხდა, ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება.

არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა და "დილაც" ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა: შსს-ში განაცხადეს, რომ სამინისტროს მიერ გუნდის დაფინანსება მიუღებელი იყო და "დილა" გორის მუნიციპალიტეტს გადააბარეს, მაგრამ რომელი რაიონია ისეთი მდიდარი, ძვირად ღირებული მოთამაშეები დააკმაყოფილოს და გუნდის შესანახად წლიურად მინიმუმ 6-7 მილიონი ლარი გამოყოს?

ასე მოხდა გორში და როგორც შევიტყვეთ, "დილაში" გაურკვევლობაა. არავინ იცის, ახალ სეზონში რა მოხდება, როგორი იქნება კლუბის მომავალი, ვინ იქნება დამფინანსებელი, მთავარი მწვრთნელი, რა კონტინგენტი დარჩება და საერთოდ, რა მიზნები ექნება "დილას".

ვფიქრობთ, ილუზიებით ცხოვრება და დაპირებები არავის არგებს, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, - როგორც წესი, მსგავსი გაურკვევლობა გუნდის დაშლით მთავრდება. ახლა "დილაში" პერსპექტივა რომ არ ჩანს, კულუარებშიც იგრძნობა. მოთამაშეთა უმრავლესობამ ხელი ჩაიქნია, სპონსორი არ მოდისო და ახალ კლუბს ეძებს.

არადა, "დილამ" ევროთასების საგზური უკვე მოიპოვა და ამ გაურკვეველი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ევროპის ლიგაზე გასული უფულო გუნდი ქვეყნის ისედაც შელახულ იმიჯს ვერაფერს შესძენს და პირველივე ეტაპიდან გამოვარდება.

იმედს კაცი არ მოუკლავს და იქნებ მოხდეს სასწაული და მორიგი ერთწლიანი პროექტი არ ჩაიფუშოს. საინტერესოდ გვეჩვენა ერთ-ერთი გულშემატკივრის პოზიცია:

"გასაგებია, რომ სამინისტრო გუნდს არ უნდა აფინანსებდეს, მაგრამ, როცა ქვეყანაში სპორტის განვითარება გინდა და ინვესტორები ფულს არ დებენ, მაშინ ფეხბურთს თავად ხელისუფლებამ უნდა მიხედოს და ინვესტორს დაანახვოს, რომ ამ ქვეყანაში მაღალი დონის ჩემპიონატის პოტენციალი არის. მერე ბიზნესი რომელიმე გუნდის შესყიდვით თავად დაინტერესდება".

ცხადია, სახელმწიფომ გუნდები თანაბრად უნდა დააფინანსოს - როდესაც ერთს 10 მილიონს ურიცხავ, მეორეს კი გერივით მხოლოდ მილიონს, აშკარა უსამართლობაა. მაგრამ ჯერ ისიც არ ჩანს, სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებას როგორ აპირებს.

ახლა უფრო აქტუალური ხდება გორის "დილას" მენეჯერის, გია ისიანის პროექტი "ფეხბურთის განვითარების შესახებ": სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსება ათწლეულები ვერ გაგრძელდება, მაგრამ კლუბების მინიმუმ 2-3-წლიანი გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსებით მათი საფუძვლები განმტკიცდება და იქნებ მართლაც მივიღოთ გამართული გუნდები და არა ერთწლიანი, არაპერსპექტიული წარმონაქმნები, სადაც არ არის განვითარების პროგრამა, მიზანი, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ინფრასტრუქტურა და საერთოდ, არ აქვს მისთვის მორგებული სტრატეგია და არ იციან, ერთი წლის შემდეგ რა იქნება.

აწყობილი ინფრასტრუქტურა და სტაბილურად მზარდი კლუბი ბიზნესისთვის დღევანდელზე უფრო მიმზიდველი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს

გია ისიანმა ფეხბურთის განვითარების პროექტი სპორტის მინისტრსაც წარუდგინა

გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?

ავთო
მრცხვენია
Toko
აქვე გვერდზე წერია ლევან ყიფიანის სიტყვები, რომ სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებსო - იმედია დილასაც დაეხმარებიან. საცოდაობაა ასეთი გუნდის დაშლა!
ვივო
დინამოს ზენორმატიულ დაფინანსებაზე რატომ არ წერთ? ან საერთოდ, რა ჟურნალისტური ეთიკაა. მთელი სტატია დილას ლანძღვას ეთმობა. ბოლოსდაბოლოს დილა პირველ ადგილზე იყო გულშემატკივრებით და მაინცდამაინც ამ გუნდს შლით. ფუი, თქვენს ფეხბურთის ფედერაციას. მრცხვენია თქვენ რომ არსებობთ!
Gia
900 გულშემატკივარი დინამომ გორში ჩაიყვანა მეტი როგორ უნდა დააბრუნო სტადინზე მაყურებელი,ხალხს ფეხბურთი უნდათ და არა პოლიტიკა, ეხ შსს ...:)
siko
რა გაკეთდა იმას ანგრევენ, რაც გაფუჭდა იმას აშენებენ.
Gia
გორის დილა გახდა ის გუნდი რომელიც დინამოს წინააღმედეგ ყველაზე კონკურენტ უნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა
ავი მუსაიფი
საქმე იმაშია რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებს დილას ბედი,უფრო მეტიც,დაინტერესებულია რომ დაინგრეს როგორც ყველაფერი კარგი რაც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა...ეს მარტო ფებურთს და სპორტს არ ეხება....ზოგადად კი დღესდღეისობით საქართველოში არავის აქვს ილუზია რომ საფეხბურთო კლუბი მომგებიანი და რენტაბელური იქნევა,თუ სახელმწიფომ დგილობრივი მუნიციპალიტეტების და რომელიმე სახელმწიფო უწყების საშუალებით ნაწილობრივ მაინც არ დააფინანსა იგი....ზოგადად რომ კლუბები კერძო მფლობელობაში უნდა იყვნენ ეს ყველამ იცის,მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი....
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა