ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის დროს თბილისში ორი ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ვენასიო ლოპესი და ხავიერ ლოზანო სტუმრობდა
თბილისში ფუტსალის თასის გათამაშების ოთხთა ფინალს საკმაოდ ბევრი ევროპელი სტუმარი ჰყავდა. მაგრამ ორი ცნობილი ესპანელი სპეციალისტის, ვენასიო ლოპესისა და ხავიერ ლოზანოს სტუმრობა ყურადღების მიღმა დარჩა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიო ფუტსალის ლეგენდაა. მისი ხელმძღვანელობით ესპანელებმა არაერთგზის მოიპოვეს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა.

ლოზანო მერე ლოპესმა ღირსეულად შეცვალა - მან უკვე მოასწრო ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაუფლება.

ლოზანო მცირე პერიოდი დიდ ფეხბურთში საქმიანობდა - იყო მადრიდის "რეალის" სკაუტი, მაგრამ მაინც ფუტსალს დაუბრუნდა. დღეს კი ესპანეთის ფუტსალის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტია.

"ლელო" ესპანელ სპეციალისტებს ელაპარაკა.

- სანამ უეფას თასის გარშემო ვისაუბრებთ, თქვენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელებად ითვლებით...

ხავიერ ლოზანო:

- ჩვენ კი არ ვართ კარგი მწვრთნელები, უბრალოდ ესპანელი ფუტსალელები არიან ძლიერები. ჩვენ მხოლოდ ფსიქოლოგები ვართ.

- უეფას თასის ფინალში ორგანიზაციული საკითხები როგორ იყო მოგვარებული?

- საორგანიზაციო საქმეებს უეფა შეაფასებს. ფაქტია, რომ ფინალში ევროპის საუკეთესო ოთხმა კლუბმა ითამაშა. თავისთავად, როგორც ესპანელი და ესპანური ლიგის პრეზიდენტი "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდი. გული დამწყდა, რომ მხოლოდ მესამეზე გავედით.

ვენასიო ლოპესი:

- ყველა თამაში დაძაბული გამოდგა, რაც ამ გათამაშებაში იშვიათად ხდება. ორივე "დინამოს" და "ბარსელონას" ვაძლევდით უპირატესობას, მაგრამ "ყაირატმა" ორივე შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებულად თასის გამარჯვებული გახდა.

- ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ხშირად თამაშობდნენ და დღესაც არიან ბრაზილიელები...

ლოზანო:

- ჩემს დროს უფრო მეტი სამხრეთამერიკელი თამაშობდა. ლოპესი მათ ნაკლებად წყალობს.

ლოპესი:

- თბილისამდე მესმოდა, რომ ქართველები "ბარსელონას" და "რეალს" გულშემატკივრობენო. აქ კი ფუტსალის ასოციაციის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" გულშემატკივარი იყო, რამაც ძალიან გამახარა, რადგან ბილბაოელი ბასკი ვარ და ჩვენს გუნდში ადგილობრივებს ვათამაშებთ. ეროვნულ ნაკრებში ჩვენები უნდა თამაშობდნენ და თუ უცხოელს დავუძახებ, მათი დახმარებით მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ - ესპანელი გულშემატკივარი მარცხს არ ურიგდება.

- ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ეროვნული გუნდის დამრიგებელ დელ ბოსკესთან ურთიერთობა და კონსულტაციები თუ გაქვთ?

ლოპესი:

- დიახ, თვეში ერთხელ მაინც ვხვდებით, რადგან დელ ბოსკე ფუტსალის დიდი გულშემატკივარია. ერთმანეთს ვუზიარებთ, დიდ მოედანზე ფუტსალის რომელი ელემენტის დანერგვა შეიძლება.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრების თამაშები თუ გინახავთ?

ლოზანო:

- ჩემი მწვრთნელობის დროს რამდენჯერმე შევხვდით და ყველა თამაში მოვიგეთ. სუსტი გუნდი არ იყო, ეგაა, გამოცდილობა აკლდა.

ლოპესი:

- არცთუ შორეულ წარსულში, ქართველებს ჩემი ხელმძღვანელობითაც ვეთამაშეთ. ჩემთვის გასაოცარი იყო, პორტუგალიას გასვლაზე რომ მოუგეთ. ეს სახუმარო საქმე არაა. შარშან ჩვენ ლისაბონში ორივე შეხვედრა ფრედ დავასრულეთ და ვიცით, პორტუგალია რა ძალას წარმოადგენს. ელიტრაუნდში თამაშიც დიდი მიღწევაა. აქედან ვასკვნი, რომ გუნდი პროგრესს განიცდის.

- უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას აპირებთ?

- წლევანდელი გრაფიკი გაწერილია, ახალგაზრდულების სპარინგებზე კი თქვენი ასოციაციის გენერალურ მდივანს შევუთანხმდი. ვფიქრობ, თბილისში ვითამაშებთ, რადგან ქალაქი, სპორტის სასახლე და თქვენი სამზარეულო ძალიან მომეწონა.

- "იბერია სტარის" თამაშზე რას გვეტყვით?

ლოზანო:

- ოთხთა ფინალში რომ ითამაშა და ტურნირს თბილისმა უმასპინძლა, ესეც დიდი წარმატებაა. მეტი მუშაობის შემთხვევაში, მომავალ წელს საპრიზო ადგილზე გასვლის შანსიც გექნებათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, თქვენთან ფუტსალი მასობრივი არ არის, ცოტა გუნდია და კლუბები ამ სახეობას ყურადღებას არ აქცევენ. არადა, ბავშვები პატარა მოედანზე სწავლობენ ზუსტ პასს, გახსნას, ბურთის წართმევას და ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დიდ ფეხბურთში სჭირდებათ.

ფუტსალში ძლიერი ჩემპიონატის ჩასატარებლად, გვერდზე უნდა დაიყენოთ ტელევიზიები. მესმის, რომ საწყის ეტაპზე ეს დანახარჯია, მაგრამ ამის გარეშე ფუტსალი და ფეხბურთი ვერ იარსებებენ და არც სპონსორი გეყოლებათ.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ქართველები ბევრისგან განსხვავებული ერია. საკმაოდ ყურადღებიანი, ზრდილობიანი და თბილი ხალხი ხართ. ქუჩებიც ლამაზია. თბილისი განსაკუთრებით ღამით ფუნიკულიორის ხედიდან მომეწონა.

ლოპესი:

- მეც პირველად ვიმყოფები თბილისში. აქ ჩვენი მეგობარი ბექა კვიციანი დაგვხვდა, მთელი ქალაქი მოგვატარა, ქართული სუფრაც დავაჭაშნიკეთ და ხინკალმა და ხაჭაპურმა კინაღამ ფეხბურთი დამავიწყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილიელი ბოშა ჟოანი: თბილისი კარგად დამებედა

"კაირათი" ფუტსალის თასის მფლობელი გახდა

"იბერია სტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა

იბერია სტარი-დინამო 2:5 - შეგვეძლო თუ არა მეტი?

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა