მატიას პერეს გარსიამ მორიგი გოლი გაიტანა
ლიბერტადორესის თასზე 1/8-ფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ტიხუანაში მექსიკის მოქმედმა ჩემპიონმა "პალმეირასს" უმასპინძლა, რომელიც ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "სანტოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და სან პაულოს შტატის ჩემპიონატს გამოეთიშა.

შეხვედრა ბრაზილიელთა შეტევებით დაიწყო და სტუმრებს საგოლე მომენტებიც შეექმნათ, თუმცა კლებერმა და ვინისიუსმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს. პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ტიხუანა" კი გამოცოცხლდა, მაგრამ ამას დიდი არაფერი მოჰყოლია და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

გაცილებით საინტერესო სანახავი გამოდგა მეორე ნახევარი. ორივე გუნდმა ღია და შემტევი ფეხბურთი ითამაშა. მცირე უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, მაგრამ "ტიხუანამ" ტურნირზე ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვება ვერ მოიპოვა. საბოლოოდ, მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და ყველაფერი 15 მაისს, "პაკაემბუზე" გადაწყდება.

არაფერია გარკვეული მეორე წყვილშიც. "ტიგრემ" პარაგვაის "ოლიმპიას" უმასპინძლა და პირველ ტაიმში გაბრიელ პენიალბას გოლის წყალობით დაწინაურდა. მეორე ნახევარში თავისი გოლი მატიას პერეს გარსიამაც გაიტანა (მეოთხე ტურნირზე) და თითქოს არგენტინელებმა გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე სტუმართა მცველმა ერმინიო მირანდამ იხეირა და სხვაობა შეამცირა.

საბოლოოდ, 2:1 და ყველაფერი ასუნსიონში (17 მაისს) გაირკვევა, სადაც "ტიგრეს" კარგად თამაშის გამოცდილება აქვს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნესტორ გოროსიტოს შეგირდებმა სტუმრად "ლიბერტადს" მოუგეს (5:2), პარაგვაული გრანდი ჯგუფში ჩატოვეს, თვითონ კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ტიგრე-ოლიმპია 2:1

გოლები: 1:0 პენიალბა (27), 2:0 პერეს გარსია (64), 2:1 ე. მირანდა (78).

ტიხუანა-პალმეირასი 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: უდანაკარგო ბრაზილიელები

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან