განვლილ ჩემპიონატსა და ქუთაისური გუნდის პერსპექტიულ გეგმებზე "აიას" მწვრთნელი საუბრობს
ბოლო ორი სეზონია ქუთაისის "აია" სტაბილურად ასპარეზობს და ჩემპიონატში მაღალ ადგილებს იკავებს.

გასულ სეზონში ქუთათურები ფინალში "არმიასთან" დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, წლეულს კი მცირე ფინალში ისევ "არმიასთან" წაგების შემდეგ მესამე ადგილს დასჯერდნენ.

აშკარაა, რომ ქუთაისურმა გუნდმა სარაგბო ჩემპიონატს მეტი ლაზათი და ინტრიგა შემატა.

რიონისპირელთა რიგებში გამოჩნდნენ საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც შესაძლოა ხვალ ქართული რაგბის ვარსკვლავებად იქცნენ.

ქუთაისში შენდება თანამედროვე სარაგბო კომპლექსი და ალბათ, სამომავლოდ სავარდო და სამაისო ქალაქში რაგბი კიდევ უფრო განვითარდება. განვლილ ჩემპიონატსა და ქუთაისური გუნდის პერსპექტიულ გეგმებზე "აიას" მწვრთნელს კობა გიორგაძეს ვესაუბრეთ.

- თავდაპირველად წლევანდელი ჩემპიონატი შევაჯამოთ. კმაყოფილი ხართ მიღწეულით თუ უკეთესის იმედი გქონდათ?

- ძალიან რთული შესაფასებელია. წარმატებული იყო-თქო, რომ გითხრათ, მართალი არ ვიქნები, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ცუდი სეზონი გვქონდა. რეგულარული გათამაშების დროს დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ, რამდენიმე შეხვედრაში დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ.

თუნდაც "ჯიქებთან" გასვლით შეხვედრაში მარცხი (6:12) და "ლოკომოტივთან" საშინაო ფრე (25:25) გავიხსენოთ. ჩემპოონატის საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდე "არმიას" და "ლელოს" სოლიდური სხვაობით ჩამოვრჩებოდით და რეგულარულ გათამაშებაში პირველ-მეორე ადგილზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ გვქონდა.

არადა, რეგულარულში უკეთესი პოზიცია რომ დაგვეკავებინა, დიდ ფინალში გასვლის უკეთესი შანსი გვექნებოდა.

- ბოლო ორი სეზონია, ჩემპიონატსა თუ თასზე "აიასა" და "არმიას" შორის ან ჩემპიონის ბედი წყდება ან ფინალისტის, თქვენდა სამწუხაროდ, ყველა გადამწყვეტი შეხვედრა არმიელებმა მოიგეს, ამ გუნდის მიმართ გარკვეული კომპლექსი ხომ არ ჩამოგიყალიბდათ?

- ორი აზრი არ არსებობს, რომ "არმია" ძლიერი გუნდია, მაგრამ დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის, ჩემპიონატში მათ გასვლაზე მოვუგეთ, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ისევ დავმარცხდით.

ამას ჩვენს შეცდომებს დავაბრალებდი. მცირე ფინალის ვიდეოჩანაწერს ვუყურეთ და მატჩი დეტალურად გავაანალიზეთ, ამ გუნდთან გასული ჩემპიონატის ფინალშიც და ახლადაც გვქონდა 5-10-წუთიანი ჩავარდნა, რაც კარგად გამოიყენეს და ზედიზედ რამდენიმე ლელო გაგვიტანეს, კონტრშეტევებზე დაგვიჭირეს და შეცდომები არ გვაპატიეს. არადა, საერთო ჯამში ცუდად არ გვითამაშია.

- რა არის "აიას" ძლიერი და სუსტი მხარეები და რომელი სათამაშო კომპონენტის გაუმჯობესებას ისურვებდით?

- ცოტ-ცოტა ხარვეზები ყველა კომპონენტშია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი სისუსტე რაკში თამაშია, ნორმალური სავარჯიშო მოედნის არქონის გამო, მიწაზე თამაშის კომპონენტი ვერ დავხვეწეთ, ამიტომ რაკში იმაზე მეტ მოთამაშეს ვიყენებთ, ვიდრე საჭიროა, ამით კი სხვაგან გვაკლდება მორაგბეები...

ტრავმებმაც შეგვიშალეს ხელი, განსაკუთრებით პირველი ხაზი დაზარალდა, აქ რამდენიმე წამყვანი მორაგბე მოვისაკლისეთ და ჩემპიონატმა ორი ჰუკერის "ზურგზე" გადაიარა. რაც შეეხება დადებით მხარეს, ალბათ, შესამჩნევია, რომ ხელით თამაში დავხვეწეთ, ვცდილობთ გაშლილი, დინამიკური და სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ და ამ კომპონენტსაც მეტად დავხვეწავთ.

- მიმდინარე ჩემპიონატში ქუთაისურ გუნდში რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა გამოჩნდა. გულშემატკივრების გულები განსაკუთრებით გიორგი ფრუიძემ მოიგო. თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ ახალგაზრდების თამაშით?

- ბევრი ახალი მორაგბე გვყავს, ახალგაზრდებმა მართლაც კარგად წარმოაჩინეს თავი და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

შეიძლება ითქვას, რომ "აიაში" თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. არაერთი პერსპექტიული მორაგბე გვყავს ასაკობრივ გუნდებშიც და ზოგიერთი მათგანი მალე დიდებშიც გამოჩნდება. ჩვენი რამდენიმე მორაგბე ახალგაზრდული ნაკრების წევრია და კიდევ ზოგიერთით ეროვნული გუნდის თავკაცები არიან დაინტერესებული. თუმცა, წინასწარ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, როგორ მოხდება გუნდის დაფინასება და რა მიზნებისთვის იბრძოლებს "აია" მომავალ სეზონში?

- დავსხდებით გუნდის ხელმძღვანელობასთან და სპონსორთან ერთად და სამომავლო გეგმებს დავსახავთ.

იქნება ცვლილებები, ალბათ გუნდიდან ვიღაცები წავლენ და სანაცვლოდ ახალი მოთამაშეების მოყვანა დაგვჭირდება.

დიდი შანსია, უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ბაგრატიც" გადმოვიდეს, რომელიც "აიას" მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, დაველოდებით მოვლენებს და შემადგენლობასაც ამის მიხედვით შევკრავთ. ყველა შემთხვევაში, "აიას" ამბიციური მიზნები ექნება და კვლავაც მაღალი აგილებისთვის იბრძოლებს.

- ამასობაში შესაძლოა სტადიონის პრობლემაც მოგვარდეს...

- სარაგბო კომპლექსი სწრაფი ტემპით შენდება და ორი მოედნის გაკეთებაც დაწყებულია, თუმცა სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება 2013 წლის ბოლოსაა დაგეგმილი, მოედანს კიდევ გარკვეული დრო სჭირდება, რომ სათამაშოდ ვარგისი იყოს.

ამიტომ მომავალი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე კვლავ "დინამოს" სტადიონზე ჩავატარებთ მატჩებს, შემდეგ კი იმედია, ახალი სტადიონიც მოეწყობა.

ვარჯიშს კი მაისიდან დავიწყებთ, შვიდკაცაში საქართველოს ჩემპიონატისთვის შევიკრიბებით და ამ ტურნირის მოგებას შევეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის