სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობას ოლიმპიური კომიტეტის სესიამ მხარი ერთხმად დაუჭირა
სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სესიამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომიტეტის რიგგარეშე სესიას, რომელიც 2 მაისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა, 80-მდე მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები, კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ზამთრის სახეობების ფედერაციების ხელმძღვანელები.

სესიის მიმდინარეობისას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

ძირითადი არგუმენტები, რის გამოც სესიის მონაწილეებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, იყო ის, რომ საქართველოს ბოიკოტი იქნებოდა უშედეგო, რადგან მას არც ერთი სხვა ქვეყანა მხარს არ აუბამდა.

მეორე მხრივ კი, თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნებოდა ბოიკოტი არა ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მიმართ, არამედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, რომელიც თავად წყვეტს, თუ სად ჩატარდეს თამაშები.

სესიის მონაწილეების მხრიდან გამოითქვა ცალსახა პოზიცია, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. საბოლოოდ კი ღია კენჭისყრის შედეგად სოჭის თამაშებში მონაწილეობა ერთხმად გადაწყდა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება. ქართველი სპორტსმენები ორ სახეობაში, ფიგურულ სრიალსა და სამთო სათხილამურო სპორტში იასპარეზებენ.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია აქვს. არსებობს მოლოდინი, რომ ლიცენზიების რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება.

”ინტერპრესნიუსი”

Toko
ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, მთავარია ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის მხრიდან არ იყოს ზედმეტი რევერანსები და ძმობის ფიცი-მტკიცი რუსეთის ხელისუფლების მისამართით. პირიქით, სადაც შესაძლებელი იქნება ყველგან უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს ოკუპაცია რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა