ჰალკმა რუსეთში თავი ვერაფრით გამოიჩინა. "ზენიტი" ბრაზილიელის ტრანსფერზე უკვე თანახმაა
"ლონდონ ივნინგ სტანდარდის" ინფორმაციით, "ტოტენჰემს" პეტერბურგის "ზენიტისგან" ბრაზილიელი ჰალკის შეძენა აქვს განზრახული და მზადაა, გარიგებაში ემანუელ ადებაიორიც ჩართოს.

26 წლის ბრაზილიელი შემტევის შეძენა ანდრე ვილაშ ბოაშის იდეაა, ვისაც სამხრეთამერიკელთან ერთად "პორტუში" უმუშავია. წყარო არაფერს წერს იმაზე, ფულად რამდენის გადახდას არიან ყაბულს ჩრდილოლონდონელები.

ჩვენს ინგლისელ კოლეგებს გაახსენდათ ისიც, რომ 2011 წლის ზაფხულში ვილაშ ბოაში "ჩელსიში" დანიშვნის შემდეგაც ითხოვდა ჰალკის ტრანსფერს, მაგრამ მაშინ ეს "ყოვლისშემძლე" რომან აბრამოვიჩმაც კი ვერ მოახერხა. ბრაზილიელი თავდამსხმელი მაშინ ბევრად უფრო ძვირად ფასობდა.

2012 წლის სექტემბერში "ზენიტში" გადასვლის შემდეგ კი მისი "აქციების" ფასი სერიოზულად დაეცა, რადგან ჰალკი რუსეთის პრემიერლიგაში ერთ რიგით ფეხბურთელად გადაიქცა. 26 თამაშში მან სულ 8 ბურთი გაიტანა. სწორედ ამიტომ "ზენიტში" სერიოზულად ფიქრობენ მასთან გამოთხოვებაზე.

"დეილი მეილის" ცნობით, ლუჩანო სპალეტიმ ჰალკის შემცვლელად შესაძლოა არა ემანუელ ადებაიორი, არამედ დიმიტარ ბერბატოვი მოისურვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰალკი - სუპერგმირი ბრაზილიიდან

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა