1997 წელს ჩემპიონთა ლიგა "დორტმუნდმა" მოიგო, ბუნდესლიგა "ბაიერნმა", გერმანიის თასი კი "შტუტგარტმა"...
რაკი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები უკვე ოფიციალურად გამოვლინდნენ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიდი შანსია, გერმანული ფეხბურთისთვის 16 წლის წინანდელი ამბები განმეორდეს:

1997 წელს ჩემპიონთა ლიგა დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგო, გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის "ბაიერნი" გახდა, ხოლო გერმანიის თასს "შტუტგარტი" დაეუფლა. ახლა "ბაიერნი" უკვე გერმანიის ჩემპიონია და ლიგის ფინალშიცაა, სადაც "დორტმუნდს" შეხვდება; გერმანიის თასის ფინალში კი რეკორდმაისტერის მეტოქე სწორედ "შტუტგარტია". მოდით, გავიხსენოთ, როგორ მოიგეს ამ კლუბებმა 16 წლის წინათ ხსენებული ტიტულები.

როგორ მოიგო დორტმუნდმა ლიგა

1997 წლის 28 მაისს დორტმუნდის "ბორუსია" გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო - "ბაიერნს" ჩემპიონთა თასი ჰქონდა მოგებული და არა ჩემპიონთა ლიგა, რაც პრინციპში, ერთი და იგივეა და არც არის ერთი და იგივე. ფაქტი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი გერმანიაში პირველად სწორედ "დორტმუნდმა" ჩაიტანა.

"ბორუსიამ" ფინალი მიუნხენის "ოლიმპიაშტადიონზე" მოიგო - აშკარა ფავორიტად მიჩნეული ტურინის "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა. ეს BVB-ის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი მიღწევაა. "დორტმუნდს" მაშინ ოტმარ ჰიტცფელდი წვრთნიდა. "იუვესთან" "ბორუსია" კარლ-ჰაინც რიდლემ ორი გოლით დააწინაურა. 64-ე წუთზე ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიერომ ზღაპრული, დაუვიწყარი გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ზუსტად ექვს წუთში სტეფან შაპუიზას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 20 წლის ლარს რიკენმა საჯარიმოს გარედან ტურინელთა კიპერ ანჯელო პერუცის ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.

როგორ მოიგო ბაიერნმა ბუნდესლიგა

ეს რეკორდმაისტერის მე-13 ჩემპიონობა გახლდათ - იმ "ბაიერნს" იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა. ტრაპი მიუნხენურ გრანდში 1996/97 წლების სეზონის დასაწყისში დაბრუნდა და გერმანიის ჩემპიონობა 2-ქულიანი უპირატესობით იზეიმა. მიუნხენელებმა 71 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილი კი "ლევერკუზენმა" (69) დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ტრაპატონი "ბაიერნს" 1994 და 1995 წლებშიც წვრთნიდა. ჩემპიონი მაშინაც "დორტმუნდი" გახდა (სხვათა შორის, ზედიზედ ორჯერ, როგორც შარშან და შარშანწინ), რის გამოც ტრაპატონი ერთი წლით ისევ სამშობლოში გადაიხვეწა.

როგორ მოიგო შტუტგარტმა გერმანიის თასი

გერმანიის ნაკრების დამრიგებელ იოახიმ ლიოვს თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი სერიოზული წარმატება "შტუტგარტში" აქვს მიღწეული და ეს სწორედ გერმანიის თასის მოგება გახლდათ - 1997 წელს.

აღსანიშნავია, რომ შვაბებს მაშინ ფინალში ძალიან სუსტი მეტოქე ჰყავდათ: რეგიონალლიგელი "კოტბუსი". "შტუტგარტმა" 2:0 მოიგო და ორივე გოლი ბრაზილიელმა გოლეადორმა ჯოვანი ელბერმა გაიტანა.

ფაქტია, რომ ისტორიულად შესანიშნავ ფორმაში მყოფი მიუნხენელები დღეს ჰეთ თრიკის შესრულებაზე ოცნებობენ, მაგრამ "შტუტგარტი" და განსაკუთრებით, "დორტმუნდი" თავისას ეცდებიან და შესაძლოა, ისტორია მართლაც განმეორდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის