უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ
უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ არის დაგეგმილი, თუმცა ავტოსპორტის მოყვარულებს მოსაწყენად არ ეცლებათ.

ესპანეთის ხერესის ტრასა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს უმასპინძლებს. ოსტინში წინა რბოლის დროს ძალიან ლამაზი გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტმა მარკ მარკესმა, რომელმაც ამჯერად განაცხადა, რომ ხერესის ტრასაზე პოდიუმითაც კმაყოფილი დარჩება. თუმცა პირველ სამეულში მოხვედრაზე პრეტენდენტები მრავლად არიან: მარკესის თანამემამულეები ხორხე ლორენსო და დანი პედროსა, აგრეთვე ვალენტინო როსი, რომელმაც ჩააგდო წინა ეტაპი და ახლა წინ წასული ლიდერების დაწევას შეეცდება.

კლასიკური რალის პილოტები არგენტინაში ჩავიდნენ. ამ ეტაპის მთავარი ინტრიგაა - ჩემპიონატის ლიდერის, სებასტიან ოჟიესა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის, სებასტიან ლოების დაპირისპირება. სამწუხაროდ, ასეთ ბრძოლებს წელს ხშირად ვერ ვნახავთ, რადგან ლოები არ ატარებს სრულფასოვან ჩემპიონატს, მის გარეშე კი ოჟიეს დომინირება ამ სეზონში აშკარაა. მის ფონზე სხვები ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებიან. ამიტომაც საინტერესოა, ჩააბარებს თუ არა გამოცდას "ფოლკსვაგენის" პილოტი ლოებთან პაექრობის დროს.

დაბოლოს, გერმანიის ჰოკენჰაიმში იწყება DTM-ის მორიგი სეზონი. კანადელი ბრუნო შპენგლერი (BMW) ტიტულის დაცვას შეეცდება, მას კი ამაში ხელს შეუშლიან ისეთი პილოტები, როგორებიც არიან - გარი პაფეტი ("მერსედესი"), მატიას ექსტრიომი ("აუდი"), ჯეიმი გრინი ("აუდი"), მარტინ ტომჩიკი (BMW), მაიკ როკენფელერი ("აუდი"), ტიმო გლოკი (BMW)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგენდარული სებასტიან ლოები მსოფლიოს ჩემპიონატში ბრუნდება

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა