მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გაიხსენა 1993 წლის აპრილში მონიკა სელეშზე თავდასხმა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მარტინა ნავრატილოვამ გაიხსენა 1993 წლის აპრილში ჩოგბურთელ მონიკა სელეშზე თავდასხმა.

"დიდი სლემის" ტურნირების მრავალგზის ჩემპიონმა თავისი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეცვალა ამ ინციდენტმა ჩოგბურთის ისტორია.

"ვფიქრობ, ის თავდასხმა რომ არა, სელეში გაცილებით მეტ "დიდ სლემს" მოიგებდა. დღეს ჩვენ ვილაპარაკებდით მონიკაზე, როგორც დიდ ტურნირებზე გამარჯვებების მიხედვით აბსოლუტურ რეკორდსმენზე. ვფიქრობ, ის გაუსწრებდა მარგარეტ კორტსაც და შტეფი გრაფსაც. ამ უკანასკნელმა "დიდი სლემის" 22 ტურნირი მოიგო და დღეს მასთან კონკურენცია არავის შეუძლია. სელეში კი ამას შეძლებდა. იმ ადამიანმა, რომელიც მონიკას თავს დაესხა, შეცვალა ჩოგბურთის ისტორიის მსვლელობა", - ამბობს ნავრატილოვა Tennis.com-ისთვის მიცემულ კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 30 აპრილს გერმანელი შტეფი გრაფის ფანმა გიუნტეხ პარშმა ჰამბურგის ტურნირზე, ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას დანა ესროლა 19 წლის მონიკა სელეშს. სპორტსმენი მიღებულ ჭრილობას დიდი ხანი მკურნალობდა და კორტზე ორი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ამის შემდეგ მან მხოლოდ ერთხელ მოიგო "დიდი სლემის" ტიტული, რომელიც მისთვის მეცხრე და უკანასკნელი აღმოჩნდა კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა