სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: თამაში ფულის გამო
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა რონი ო'სალივანმა ნათელი მოჰფინა სნუკერში დაბრუნების რეალურ მოტივებს და განაცხადა, რომ აღარ აპირებს დიდ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.

37 წლის ო'სალივანმა, რომელმაც შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა, თებერვალში გამოაცხადა, რომ წელს ტიტულის დაცვას აპირებდა. მისმა გადაწყვეტილებამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია სნუკერის სამყაროში, რადგან რონი, შესაძლოა, ყველაზე პოპულარული სნუკერისტი გახლავთ ისტორიაში. ამჟამად, შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ო'სალივანი ნახევარფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე იქნება მსოფლიოს რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ჯად ტრამპი.

"ნახევარფინალში გასვლა შესანიშნავი შედეგია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მომნატრებია სნუკერი; უბრალოდ, ფული მჭირდებოდა და ამის გამო დავბრუნდი. თანხა უნდა გადამეხადა სკოლაში, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ - ორი თუ სამი სემესტრის საფასური ჯერაც გადაუხდელია.

ვხვდებოდი, რომ სნუკერი საერთოდ არ მიზიდავდა, მაგრამ ეკონომიურ მდგომარეობას ვერსად გავექეცი. არ ვიცოდი, რა მელოდა წლევანდელ ჩემპიონატზე, მაგრამ აქ უკვე თანხის გარკვეული რაოდენობა გამოვიმუშავე. ასე რომ, ჩემს შვილებს უახლოესი ორი წელი სწავლაში ხელი არ შეეშლებათ. მაგრამ არ მგონია, რომ სნუკერი და მე ერთმანეთს ვუგებდეთ.

შესაძლოა, ეს იყოს ჩემი ბოლო დიდი ტურნირი. სნუკერს მთელი გული და სული უნდა დაუთმო, მე კი დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება მინდა. უბრალოდ, მომიწია აქ დაბრუნება და ვგრძნობ, რომ თამაშის დიდი სურვილი არ გამაჩნია. არ მინდა, სნუკერს მივცე ჩემი სხეული და სული, მაგრამ მე ხელი მოვაწერე სპონსორთან კონტრაქტს 10 ტურნირში მონაწილეობაზე, ასე რომ, მომიწევს თამაში", - ამბობს ო'სალივანი SportingLife-ისთვის მიცემულ კომენტარში.

ამასობაში შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი.

1/4-ფინალი

რონი ო'სალივანი-სტიარტ ბინემი 13:4

ჯად ტრამპი-შონ მერფი 13:12

რიკი უოლდენი-მაიკლ უაიტი 13:6

ბარი ჰოუკინსი-დინ ჯუნჰუ 13:7

1/2-ფინალი

რონი ო'სალივანი-ჯად ტრამპი

რიკი უოლდენი-ბარი ჰოუკინსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

merabi
ყველას გილოცავთ სალივანის გულშემატკივრებს მე-5 ჩემპიონობას. პირადად მე ვერ წარმომიდგენია სნუკერი სალივანის უმსოდ!!!
ronnie
გავიდა ფინალში,ვერც ტრამპმა შეაჩერა რონი.გახდება რამოდენიმე საათში მეხუთედ მსოფლიოს ჩემპიონი რონი ო სალივანი
ronnie
ყველაზე მაგარი მოთამაშე სნუკერის ისტორიაში,მეხუთედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი წელს,ერთადერთი ვისაც შეუძლია ამაში ხელის შეშლა ტრამპია მარა მაგასაც მოუგებს და შვილებიც აღარ დარჩება უსწავლელი:))რონის გარეშე ვერ წარმომიდგენია მე პირადად სნუკერი,შარშან რო გამოაცხადა დასრულებაზე კარიერის,დარწმუნებული ვიყავი დაბრუნდებოდა
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის