"ჩვენ უნდა შევქმნათ "აიაქსის" დარი, მოთამაშეთა აღზრდაზე ორიენტირებული აკადემია, რომელიც ფეხბურთელების წინსვლითა და მათი უცხოეთში გადასვლით იქნება დაინტერესებული"
გორის საფეხბურთო აკადემიის - "ქართლი 2011"-ის პრობლემებზე "ლელო" მარტში წერდა. საქართველო ძლიერი საფეხბურთო ცენტრებით განებივრებული არ არის, მით უფრო, რეგიონებში. ამიტომაც დიდი მოვლენა იყო 2011 წლის 30 დეკემბერს, გორში საფეხბურთო აკადემიის გახსნა.
პროექტის ინიციატორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი პაატა ფილიევი გახლდათ, რომელიც წლების წინ გორის "ქართლის" მეკარე იყო. შემდეგ კიევში ბიზნესი წამოიწყო, ახლა კი რუსეთსა და უნგრეთში საქმიანობს.
მას საუკეთესო საფეხბურთო ცენტრის დაფუძნება სურდა, რადგან ფეხბურთში სახელმწიფო კლუბების საქმიანობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მიიჩნევდა, რომ ქართული ფეხბურთის პროგრესს სწორედ ეს აბრკოლებდა.
ფილიევი გორში გამოყოფილ 5 ჰექტარზე ბალახისსაფარიანი მოედნების გაკეთებას და რამდენიმე კორპუსის აშენებას გეგმავდა, სადაც 300-მდე ბავშვი საჯარო სკოლების პროგრამით ისწავლიდნენ, იცხოვრებდნენ და საუკეთესო პირობებში ივარჯიშებდნენ. მანამდე კი გორსა და მიმდებარე სოფლებში მინდვრები იჯარით აიღეს.
"ქართლი 2011"-ში 300-მდე ბავშვი ვარჯიშობდა და იქ ასაკის გადაკეთების მანკიერი ტრადიციაც კატეგორიულად აკრძალეს. საინტერესოა, რომ თითოეული ბავშვი აკადემიის პარტნიორ კომპანიაში - "იმედი L"-ში დააზღვიეს, რაც უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდისთვისაც ფუფუნებაა. აკადემიის მესვეურები ცდილობდნენ, ლიცენზირების პირობები მაქსიმალურად შეესრულებინათ.
გარდა ამისა, 2012 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა "ქართლი 2011"-ის გუნდი, რომელიც ამჟამად მეორე ლიგაში გამოდის. გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში აღზევებაა, ხოლო არც ისე შორეულ მომავალში - ევროსარბიელზე გასვლა.
ქართულ ფეხბურთს ბიზნესის სამყარო მაინცდამაინც არ სწყალობს. ამ ფონზე პაატა ფილიევის გეგმების გაჟღერება სასიამოვნო სიურპრიზი იყო. არადა, მან გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა, "ქართლი 2011" გორიდან სოფელ ხელთუბანში გადაეყვანა, შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციიდან გასულიყო და თბილისის ფედერაციას შეერთებოდა, გუნდს კი "მცხეთა პარკზე" ეთამაშა.
- მალე ხელთუბანში დავიწყებთ ბაზის მშენებლობას, სადაც ორი სტანდარტული მოედანი და 50 კაცზე გათვლილი სასტუმრო და ცენტრალური სტადიონი იქნება.
ამ უკანასკნელის გარდა, ყველაფერი მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, "ქართლი 2011" კი პირველ ლიგაში ითამაშებს. ამავე დროს, გუნდს მეორე ლიგაშიც შევინარჩუნებთ.
- გორიდან წასვლა რატომ გადაიფიქრეთ?
- დავრჩით, რადგან "ლელოში" გამოქვეყნებულმა წერილმა ბევრი რამ შეცვალა.
- საერთოდ, "ქართლი 2011"-ს რა მიზნები აქვს?
- უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება, ჩემპიონობა და ევროსარბიელზე გასვლა.
- ამას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება...
- მოთამაშეებს 10 და 20-ათასიან ხელფასებს არ გადავუხდით, მაგრამ 5 წლის განმავლობაში გუნდში 10-15 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას დავაბანდებ.
- სტადიონი სად უნდა ააშენოთ?
- ამ პროექტზე დროებით უარი სწორედ ამ საკითხის დასაზუსტებლად ვთქვით და ახლა გორში შესაბამის ადგილს ვეძებთ. სხვათა შორის, ლევან ყიფიანმა დახმარების სურვილი თავად გამოთქვა, რადგან შეიტყო, რომ დიდ პროექტზე იყო ლაპარაკი.
თუ მასშტაბურ პროექტზე არ ვიფიქრებთ, ისე სკოლისა და გუნდის ჩამოყალიბებას აზრი არ აქვს.
ჩვენ უნდა შევქმნათ "აიაქსის" დარი, მოთამაშეთა აღზრდაზე ორიენტირებული აკადემია, რომელიც ფეხბურთელების წინსვლითა და მათი უცხოეთში გადასვლით იქნება დაინტერესებული.
- საინტერესო გეგმებს შეეჭიდეთ, მაგრამ ახლა გორის "დილას" მომავალი გაურკვეველია და მისი აყვანის სურვილი არ გაგჩენიათ?
- აჯობებს, გუნდს რეალური საფუძველი ჩავუყაროთ, რათა შემდეგ უმაღლეს ლიგაში არა მხოლოდ ჩამოყვანილი მოთამაშეებით, არამედ საკუთარი აღზრდილებითაც გავიდეს ფონს. გვინდა თუ არა, გულშემატკივარს სურს, რომ თავის გუნდში მეტი თანაქალაქელი იხილოს. კლუბში კი კომერციული მხარე მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ კუთხით, გორის "დილაში" ყველაფერი შესაცვლელი მგონია და სანამ იქ საქმე დალაგდება, მანამდე "ქართლი 2011" უფრო განვითარდება.
- კი მაგრამ, გორში კომერციულად მომგებიანი გუნდის შექმნა რეალური გგონიათ?
- მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს შესაძლებელია. გორში სპორტული ნაწარმის ფაბრიკის აშენება მსურდა. თუ ხელს არ შემიშლიან, ამ პროექტს მაინც განვახორციელებ.
ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრ გუნდს შევუთანხმდი, რომ ეკიპირებას ჩვენთან შეიძენენ და გულშემატკივრისთვისაც იაფ ფორმებს შევკერავთ. არა მგონია, სტადიონზე მოსულებმა გუნდის 5-ლარიანი მაისურები ვერ შეიძინონ. ცხადია, ევროპელების დარი შემოსავლების იმედი არ გვაქვს, მაგრამ ამ და სხვა ნაბიჯებით გუნდის კომერციულ რელსებზე გადაყვანა შესაძლებელია.
12 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველას ვაჩვენებ, როგორ მიყვარს გორი და საქართველო. ნახავთ, რამდენად ეფექტურია კერძო კლუბი და აკადემია. მომავალი მათ ეკუთვნით და არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კლუბებს.
და კიდევ: დიდი სურვილი მაქვს, პენსიაზე გასულმა საკუთარ აშენებულ სტადიონზე ვიხილო "ქართლი 2011"-ის შეხვედრა რომელიმე დიდ ტურნირზე. იმედია, ეს ოცნება ამიხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ქართლი 2011" გორიდან მიდის - რა შეემთხვა პაატა ფილიევს?
"ქართლი 2011" - ფანჯარა ევროპაში, ადგილი ტრიბუნაზე
თამარი
ბატონო პაატა, "ქართლი 2011"–ის კოლექტივი თქვენს გვერდითაა. გვფარავდეს და გაგვაძლიეროს უფალმა. მე მჯერავს თქვენი !!!
4545
კარგ საქმეს კი აკეთებს მარა აქ უჩამენ ამ კაცს ფულს
Rocken Roller
პაატა მიყვარხარ! ანგუს იანგის ნახმარ გიბოსნს ხო მიყიდი?
9giorgi
ქართლი!!
rezo
ასეთი ხალხი ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოს... ღმერთმა შეგაძლებინოს...
ხევსური
ბიზნესი: გაზრდა და გაყიდვა ადრე თუ იტაცებნენ, ახლა კანონიერად გაყიდიან .... ერთი სიტყვა არ დაძრულა ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე და ქართველი ფეხბურთელების საქართველოში დასაქმებაზე. შეიძლება უტოპიურად ჟღერს, მაგრამ არ მჯერა სამწუხაროდ ასეთი "ბიზნესმენ-პატრიოტების" :(
guro
ყველაფერში ვეთანხმები ამ კაცს და თუ მართლა ასეთ რამეს გააკეთებს ძალიან წინ წავა ქართული ფეხბურთი და ხალხიც დაბრუნდება სტადიონზეეე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და რაც გაქვთ ასჯერ მეტი მოგცეთ :))))
nodari
ღმერთმა მეტი მიცეს ამ ადამიანს და ხელი მოუმართოს ყველა კაი საქმეში, ძალიან გამიხარდა
მერაბი
კარგი წამოწყებაა.პარალელურად "დილასაც" გაუწიოს მფარველობა,რომ არ დაიშალოს.ისევ ოსური წარმომავლობის ადამიანი,თორემ ქართველები/ფულიანები/ გორში სპორტის განვირარებაზე არ ფიქრობენ.წარმატებებს ვუსურვებ პაატა ფილიევს მთელი გულით და სულით.ჯერი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზეა,რომ ხელი შეუწყონ საქმის კეთებაში–ხელი არ შეუშალონ მაინც წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით,რომლებიც წილებში უჯდებოდნენ საქმის მკეთებელ ხალხს.
g i a
"...როგორ მიყვარს გორი და საქართველო" - ძალიან კაი ნათქვამია. ღმერთმა ხელი მოუმართოს. რეგიონის გათვალისწინებით, 2-3 ნორმალური გუნდის გაკეთება და შენახვა შეიძლება.
ana
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ კაცს. ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს :) ისე "დილასაც" რომ გამოუჩნდებოდეს პატრონი ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა, ეს გუნდი ძალიან დააკლდება უმაღლეს ლიგას და ღმერთმა არ ქნას ესე მოხდეს :(
1221
მისასალმებელია კერძო კლუბი და არა სახელმწიფოს დაფინანსებული და ძალით თამაშებმოგებული გუნდი.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ