ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩავი: მესიზე, მუნდიალზე, რონალდოსა და მოურინიოზე

ჩავი: მესიზე, მუნდიალზე, რონალდოსა და მოურინიოზე

"დღეს რონალდო და მესი სულ სხვა პლანეტაზე არიან, ჩვენ, დანარჩენები - სხვაზე"

ფრაგმანეტი "ბარსელონას" პლეიმეიქერ ჩავის ინტერვიუდან, რომელიც ფიფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, გუშინვე შემოგთავაზეთ, სადაც ის თანაგუნდელ ლეო მესის დიეგო მარადონაზე წინ აყენებს. თუმცა ჩავთვალეთ, რომ ინტერვიუ საკმაოდ საინტერესოა და დღეს მას სრულად გთავაზობთ.

ეჭვსგარეშეა, რომ ჩავი ერნანდესის ინტელექტუალური თამაშის დიდი დამსახურებაა ბოლო დროს "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მიღწევები. როცა ჩავიმ 2010 წლის მუნდიალზე, სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს თასი აღმართა, ერთი დიდი ციკლი დაასრულა, რომელიც მან 1999 წელს დაიწყო. მაშინ ჩავი ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში ნიგერიაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 2010 წელს მან "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგა მოიგო, ამიტომ საკვირველი სულაც არაა, რომ ჩავი "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. "ოქროს" ბურთის მფლობელს ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" 10 იანვარს ციურიხში დაასახელებენ.

- წარმოგიდგენიათ თუ არა თქვენი თავი "ოქროს ბურთით" ხელში?

- გავიმეორებ იმას, რასაც ბოლო დროს ყოველ შემხვედრს ვეუბნები: მინდა, რომ ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა მოიგოს. თუ არადა მაშინ - ჩემმა თანაგუნდელმა ლეო მესიმ. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და "ოქროს ბურთს" კიდევ ბევრჯერ მოიპოვებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის წლებში ამ ტიტულის მოპოვებისთვის საჭიროა გუნდმა მუნდიალზე გაიბრწყინოს. მე და ანდრეს ინიესტამ მოვიგეთ მუნდიალი, მესის "ალბისელესტემ" კი იმ შედეგს ვერ მიაღწია, რასაც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ.

- რამდენად კარგი ფეხბურთელია მესი?

- მესის დარი ფეხბურთელი ყოველ 50 წელიწადში ერთხელ თუ იბადება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სხვებს "ოქროს ბურთის" მოგების შანსი გვაქვს, მუნდიალია. ეს რომ არა, პრიზს მესი უპრობლემოდ მოიპოვებდა. ჩემი აზრით, ლეო დღეს დიეგო მარადონაზე უკეთესიცაა. უახლოეს წლებში მისგან კიდევ მეტს უნდა ველოდოთ. ახლა პლანეტაზე მსგავსი ფეხბურთელიც კი არაა. მე ლეოს იმ ხნიდან ვიცნობ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ვაკვირდებოდი მის პროგრესს. მას ყველაფერი აქვს დიდი წარმატებისთვის.

- რას იტყვით ანდრეს ინიესტაზე?

- ის ცოტა სხვანაირი ფეხბურთელია - ანდრესი ფენომენია. შარშან ტრავმების გამო გაწვალდა, მაგრამ წლეულს დიდებულად თამაშობს. ვის დაავიწყდება, რომ სწორედ ანდრესის ოქროს დარტყმამ მოუტანა ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა. მე ძალიან მსიამოვნებს ანდრესთან ერთად თამაში, რადგან ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

- საკუთარ თავზე რას იტყვით?

- ბოლოს ტრავმების გამო დასვენება მომიწია, რადგან აქილევსის მყესი მართლა ძალიან მაწუხებდა. დასვენებამ მარგო - ასე ვთქვათ, ბატარეები გადავტვირთე და ახლა ისევ მწყობრში ვარ.

- ბოლომდე გაიაზრეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხართ?

- რა თქმა უნდა. ესპანეთის ნაკრებს ასეთი დონის ტიტული ჯერ არასოდეს მოუპოვებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვიყავით ევრო 2008-ის გამარჯვებულები. განსაკუთრებით მეამაყება, რომ გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა მუნდიალზე და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლაც არ მავიწყდება იოზეფ ბლატერის სიტყვები, რომელმაც თქვა - როგორც იქნა, ჩემპიონატი კარგად მოთამაშე ნაკრებმა მოიგოო. საბედნიეროდ, ფეხბურთში ნიჭი ჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ძალა. ჩვენს ნაკრებს და "ბარსელონას" მართლაც ნიჭიერი თაობა მოუვიდა.

- სხვა კარგი რა დაინახეთ მუნდიალზე?

- ყველაზე პოზიტიური გერმანიის ნაკრების თამაში იყო. მე ძალიან მომწონდა მათი შემტევი ფეხბურთი. ვფიქრობ, ფინალზე არანაკლები ჯაფა ნახევარფინალში გადავიტანეთ, როცა გერმანიის ნაკრები დავამარცხეთ. ყველამ გაგვაკვირვა - მიულერმა, იოზილმა, ხედირამ... გამოცდილმა კლოზემ და პოდოლსკიმ. ჩვენი არ იყოს, მათი ნაკრებიც ერთი კლუბის ბაზაზე შეიქმნა - ჩვენს შემთხვევაში ეს "ბარსელონაა", გერმანიის ნაკრებში - მიუნხენის "ბაიერნი".

- შეძლებენ თუ არა იოზილი და ხედირა "რეალშიც" ასეთი წარმატებულები იყვნენ?

- ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, "რეალმა" საინტერესო შენაძენი გააკეთა.

- არგენტინის ნაკრებმა გული გაგიცრუათ?

- დიახ და არა. ძალიან კარგი გუნდი იყო, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ ტაქტიკურად სუსტი. გერმანიის ნაკრებმა მათ კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. საბრალო სანახავი იყო ხავიერ მასკერანო, რომელიც ცდილობდა ერთბაშად 3-4 მეტოქეს გამკლავებოდა. დიეგო მარადონა გენიოსია, მაგრამ ამ გუნდს რაღაც უფრო მეტი სჭირდებოდა. არგენტინამ ჩვენთან ამხანაგურ მატჩში კარგად დაანახა მსოფლიოს, რა შეუძლია.

- რას იტყვით ბრაზილიის ნაკრებზე?

- ეს გუნდი ფინალში უნდა გასულიყო. ბევრჯერ ველაპარაკე დანი ალვეშს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰოლანდიასთან მარცხი სხვადასხვა გარემოების ერთობლიობამ მოიტანა და არა ევროპელთა უკეთესმა თამაშმა. დანი ალვეში, მაგალითად, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა, მაიკონსაც კი სჯობს.

- თქვენ ძალიან ბევრი კარგი ბრაზილიელი ფეხბურთელის გვერდით გითამაშიათ, ვინ იყო მათ შორის საუკეთესო?

- მე რივალდოს დავასახელებდი, რომელმაც იმის ნახევარი აღიარებაც ვერ მიიღო, რასაც იმსახურებდა. მხვდა ბედნიერება ორი გენიალური ფეხბურთელის, რონალდინიოს და დეკუს გვერდით მეთამაშა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა რომარიოს თამაშით ვიყავი აღფრთოვანებული, რა თქმა უნდა, არც რონალდოს დავიწყება შეიძლება.

- ჰოლანდიის ნაკრებზე რას იტყვით, როგორც ჩანს, მათ სხვებზე ნაკლებად აფასებთ...

- არა, ჰოლანდიის ნაკრებს დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ახლაც ვერ ამიხსნია, რატომ გადაწყვიტეს ფინალში ასე უხეშად თამაში. როცა მათ შეეძლოთ ისევე დიდებულად ეთამაშათ, როგორც ბრაზილიასთან ფანტასტიკურ მატჩში.

- მოდით, თქვენს მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე ვისაუბროთ. მისცემდით მას წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზს?

- აუცილებლად. ზოგიერთი მწვრთნელი წარმატებულია, მაგრამ თავის მერე არანაირ კვალს ტოვებს. გვარდიოლა განსხვავებულია. მე მას არიგო საკის და იოჰან კრუიფს შევადარებდი, სპეციალისტებს, რომელთაც გარკვეულწილად შეცვალეს ფეხბურთი. ამ დიდებულ სიას სერ ალექს ფერგიუსონსაც დავამატებდი.

- თქვენ ჟოზე მოურინიო არ ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა მის პერსონასთან დაკავშირებით?

- ასეთია ჟოზე და ჩვენ, დანარჩენებმა ეს ფაქტად უნდა მივიღოთ. ორი განსხვავებული მოურინიოა - ადამიანი და მწვრთნელი. მოურინიოს რთულ სიტუაციაში ყოფნა და იქიდან გამარჯვებული გამოსვლა უყვარს. ჩვენ თუ მოგება კარგი ფეხბურთით გვსურს, მოურინიო ასეთი არაა, მისთვის მთავარია გამარჯვება, სულ ერთია, როგორი! ხანდახან ჩვენ, "ბარსელონას" ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია გვჭირდება კარგად სათამაშოდ. მოურინიოს ფაქტორი დიდებული გამღიზიანებელია. ის, რომ "რეალმა" სპეციალურად გამოისყიდა მოურინიო, რომ ჟოზე ჩვენს გუნდში ნამუშევარია, გვიცნობს კარგად და ყველას დამარცხება სურს, კარგად შეიძლება გამოვიყენოთ.

- ისევ თქვენს პერსონას დავუბრუნდეთ, მოიგეთ ყველაფერი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე...

- მოდით, ასე ვიტყვი: ჩავი ერნანდესი დამოკიდებულია თანაგუნდელებზე. ჩემი თამაში, პასები აზრს კარგავს გუნდის გარეშე. ხანდახან მიფიქრია, როგორ ვითამაშებდი, ვთქვათ, მადრიდში - მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ იქ ჩემს შესაძლებლობებს ვერ გამოვავლენდი. ისინი უფრო შუიდან უტევენ, მე კი ისეთი თანაგუნდელები მჭირდება, რომლებიც ფლანგებზე კარგად იხსნებიან, არ ჩერდებიან და ცენტრში სივრცეს მითავისუფლებენ.

- მაგრამ, არა მგონია, უარყოთ, რომ კრიშტიანო რონალდო ძალიან ბევრ გოლს გაიტანდა თქვენი პასებით...

- კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია. ამას მაშინვე მიხვდებით, თუკი ერთხელ მაინც გადაეყრებით მოედანზე. სისწრაფე, ძალა, დარტყმა... არსენალში ყველაფერი აქვს. დღეისათვის, რონალდო და მესი სულ სხვა პლანეტაზე არიან, ჩვენ, დანარჩენები - სხვაზე. რონალდო სხვებს ერთი თავით გვჯობს, ლეო კი პორტუგალიელზე წინ არის, ის საუკეთესოა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!