გამოუსადეგარი 44 ქულა
"მაიამისა" და "ჩიკაგოს" სერიის პირველ მატჩში "ბულზის" სასარგებლოდ არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა.

"ხარებმა" ორი დღით ადრე დაასრულეს უმძიმესი შვიდმატჩიანი სერია "ბრუკლინის" წინააღმდეგ, იმ დროს, როცა ჩემპიონს დასვენებისთვის უამრავი დროს ჰქონდა. გარდა ამისა, "ჩიკაგოს" შემადგენლობა კვლავაც შორს არის იდეალურისგან, რადგან ისევ ვერ მოახერხეს მწყობრში ჩადგომა ლუოლ დენგმა და კირკ ჰაინრიხმა.

შესაძლოა, "ჩიკაგოს" რიგებში კარგი განწყობა შეიტანა დერიკ როუზის განცხადებამ "ჰიტთან" სერიის მსვლელობისას სავარაუდო დაბრუნების შესახებ, მაგრამ რაში სჭირდება "ბულზს" ვარსკვლავი გამთამაშებელი, რომელსაც ერთი წელია, სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია და საერთოდ არ წერია გუნდურ სქემებში. დღეს "ჩიკაგოს" ჰყავს ნეიტ რობინსონი, რომელმაც ისეთი თამაში შემოგვთავაზა მაიამიში, როგორსაც, შესაძლოა, იდეალურ ფორმაში მყოფი დერიკ როუზიც კი ვერ აჩვენებდა.

ფლორიდელთა რიგებში კი ამაღლებული განწყობა სუფევდა: მატჩის წინ გაიმართა ლებრონისთვის MVP-ის პრიზის გადაცემის ცერემონია. მოკლედ, 7 მაისის შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს არ იწვევდა.

ამ სერიაში "ბულზის" ერთადერთი შანსი დაცვა უნდა იყოს, რაც სტუმრებს პირველ მეოთხედში კარგად გამოუვიდათ - "ჰიტმა" საწყის 12 წუთში თამაშიდან სროლების მხოლოდ 26 პროცენტი გამოიყენა და 15 ქულა დააგროვა. თუმცა ასე მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა, რადგან მოედანზე იყო ლებრონ ჯეიმსი. მან თავისი ჩვეული თამაში მეორე ტაიმში აჩვენა, პირველ ნახევარში კი მხოლოდ ორი ქულა დააგროვა და თავი მხოლოდ იმით გამოიჩინა, რომ ბურთისთვის ბრძოლაში ტუჩი გაუხეთქა ნეიტ რობინსონს.

"ჩიკაგოს" გამთამაშებელი გასახდელისკენ გაეშურა, სადაც ექვსი ნაკერი დაადეს. მანამდე კი მისმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გასულიყვნენ - 37:37.

როგორც გითხარით, მეორე ტაიმში ათამაშდა ჯეიმსი, რომელსაც მხარი აუბა დუეინ უეიდმა, მაგრამ თავისი გმირები ჰყავდა "ჩიკაგოსაც" - რობინსონის გარდა, ეს იყო დენგის შემცვლელი ჯიმი ბატლერი (მან ზედიზედ მესამე მატჩში შეუცვლელად ითამაშა 48 წუთი!), რომელმაც თავის სნაიპერულ წარმატებებს მოხსნებში პირადი რეკორდი დაუმატა.

ლებრონი კი მეოთხე მეოთხედში სასწაულებს ახდენდა. მისი შეჩერება შეუძლებელი იყო და თუ "ხარები" მაინც ცდილობდნენ ამის გაკეთებას, "მეფე" თავისუფალ პარტნიორებს აწვდიდა გადაცემებს, შესაბამისად, პრაქტიკულად ყველა შეტევაში მონაწილეობდა. "მაიამი" შვიდი ქულით დაწინაურდა, მაგრამ აქ საქმეში ისევ ჩაერთო "ჩიკაგოს" დაცვა. სწორედ ამის წყალობით მოიგეს "ხარებმა" ბოლო ორი წუთი 10:0.

ეს გაქცევა მოიცავდა ბატლერისა და ბელინელის სამქულიანებს და, რა თქმა უნდა, ნეიტ რობინსონის მეტად საჭირო ოთხ ქულას ბოლო წუთზე.

აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის, რომ 27 მარტს სწორედ "ჩიკაგომ" შეწყვიტა "ჰიტის" 27-მატჩიანი მოგებათა სერია. ახლა კი "ხარებმა" ფლორიდელები ზედიზედ 12 მოგების შემდეგ შეაჩერეს.

მაიამი-ჩიკაგო 86:93

15:21, 22:16, 25:21, 24:35

მ: ჯეიმსი (24+8 მოხსნა+7 პასი), უეიდი (14+4 პასი+3 ჩაჭრა).

ჩ: რობინსონი (27+9 პასი), ბატლერი (21+14 მოხსნა+3 პასი), ნოა (13+11 მოხსნა+4 პასი), გიბსონი (12), ბელინელი (10+7 მოხსნა).

სერია: 0-1

გამოუსადეგარი 44 ქულა

"გოლდენ სტეიტმა" უკვე შემოგვთავაზა ერთი მოულოდნელობა, როცა პირველ რაუნდში გაუსწორდა "დენვერს", რომელსაც საკუთარი მოედნის უპირატესობა ჰქონდა. თავის არენაზე "ნაგეტსმა" მხოლოდ სამი მატჩი წააგო რეგულარულში.

მაგრამ "მეომრებმა" ამით დაკმაყოფილება არ ისურვეს და ძალიან ახლოს იყვნენ სან ანტონიოში გამარჯვებასთან. ალბათ, "სპურსის" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი გადაუსვამდა ხაზს თავისი გუნდის შანსებს - ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე "უორიორზი" 16 ქულას იგებდა. ბრწყინვალე იყო სტივენ კარი, რომელმაც 84 ქულა (თამაშიდან - 18/35, სამქულიანები - 6/14) მოუტანა სტუმრებს და თან 11 შედეგიანი პასი შეასრულა.

მაგრამ კარის ეს გმირობა მატჩის საბოლოო ანგარიშმა გააუფასურა. გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა. კარისგან განსხვავებით, ძალიან ცუდად ისროდა იმ დღეს მანუ ჯინობილი - თამაშიდან 20-დან ხუთი და 9-დან ორი ზუსტი სამქულიანი, მაგრამ სწორედ მისმა ერთ-ერთმა სამქულიანმა მოუტანა მეორე ოვერტაიმში გამარჯვება "სპურსს".

ეს მოხდა სირენამდე 3.9 წამით ადრე, როცა "გოლდენ სტეიტი" ერთ ქულას იგებდა. კავაი ლეონარდის სასწაულმა პასმა თითქმის მთელ მოედანზე და არგენტინელის გასროლამ კარის ერთად აღებული 44 ქულა გადაწონა.

"ეს ჩემი მეორე ზუსტი სამქულიანი იყო მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ძალიან საჭირო, - სიხარულს ვერ მალავდა ჯინობილი. - როგორ შევძელით 16-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება? წარმოდგენა არ მაქვს. მეტოქემ სიზუსტე დაკარგა. კარი ფანტასტიკური იყო მესამე მეოთხედში, მაგრამ შემდეგ მას რაღაც დაემართა".

სხვათა შორის, მეორე ოვერტაიმში სტუმრები ხუთ ქულას აგებდნენ საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე, მაგრამ 6:0 გაქცევით წინ გავიდნენ და სწორედ ამას მოჰყვა ჯინობილის სამქულიანი. როგორც ჩანს, "გოლდენ სტეიტს" არ უწერია სან ანტონიოში გამარჯვება - "მეომრები" სპურსის" არენაზე 1997 წლის 14 თებერვლის შემდეგ ვერ იგებენ და "სან ანტონიოს" "გოლდენ სტეიტთან" შინ 30-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა.

სან ანტონიო-გ. სტეიტი 129:127 (2ო)

25:28, 24:25, 31:39, 26:14, 9:9, 14:12

ს-ა: პარკერი (28+8 პასი+8 მოხსნა), გრინი (22+3 ჩაჭრა), დანკანი (19+11 მოხსნა), ლეონარდი (18+9 მოხსნა+3 პასი), ჯინობილი (16+11 პასი+7 მოხსნა), ნილი (10).

გ-ს: კარი (44+11 პასი), ტომპსონი (19+5 მოხსნა+3 პასი), ბარნსი (19+12 მოხსნა), ჯეკი (15), ბოგუტი (10+15 მოხსნა+4 პასი), გრინი (10+7 მოხსნა).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: "მემფისის" საჩუქარი

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა