ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლეჟავამ პრესკონფერენცია გამართა
წლეულს 9 მაისს უნდა დაწყებულიყო გინესის მრავალგზის რეკორდსმენის, მსოფლიო ველომოგზაურის, მსოფლიოს მოქალაქისა და სპორტსმენის, გაეროს ბუნების დაცვის ელჩის, სპორტის დამსახურებული მუშაკის - ჯუმბერ ლეჟავას ველოტური J L & EURASIA, მაგრამ უსახსრობის გამო ეს დიდი ღონისძიება გადაიდო.

ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჯუმბერ ლეჟავამ პრესკონფერენცია გამართა.

მსოფლიო მოგზაურმა ილაპარაკა საქართველოში გამართულ ველოტურზე, რომელიც გასულ კვირას წარმატებით დასრულდა.

იგი, ცხადია, დაწვრილებით შეეხო ევრაზიული ველოტურის საორგანიზაციო საკითხებსა და პრობლემებს, თან დასძინა, რომ ველოტური საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აუცილებლად გაიმართება.

ეს ღონისძიება ორ წელიწადს გასტანს (მასში 40 000-ზე მეტი ველომოყვარული ჩაებმება) და პროექტის მონაწილენი ევრაზიის 30 ქვეყნის 200-მდე ქალაქსა და ათასობით დასახლებულ პუნქტს გაივლიან.

ველოტურის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პოპულარიზაცია, ქვეყნებს შორის სპორტული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავება, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კონტაქტების გამტკიცება.

ველოტურის მარშრუტი ასეთია: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია, ჩერნოგორია, მაკედონია, ალბანეთი, საბერძნეთი და თურქეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა