ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი 8 მაისს, ინგლისის ჩემპიონატის მატჩში "ტოტენჰემთან" მოგებას იმსახურებდა
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი 8 მაისს გამართულ ინგლისის ჩემპიონატის მატჩში "ტოტენჰემთან" მოგებას იმსახურებდა.

ლონდონელებმა გამარჯვება ხელიდან შეხვედრის მე-80 წუთზე გაუშვეს, როდესაც გილვი სიგურდსონმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ესპანელი სპეციალისტის აზრით, აღნიშნული გოლი თამაშგარედან გავიდა, მის შეგირდებს კი მესამე გოლის გატანა და მოგება მაინც შეეძლოთ.

იხილეთ ვიდეო

"ტოტენჰემის" მეორე გოლი თამაშგარედან გავიდა, თუმცა მაინც შეგვეძლო, კარი გადაგვერჩინა.

გულშემატკივარი საინტერესო მატჩის ნახვით კმაყოფილი დარჩებოდა, ჩვენგან განსხვავებით, რადგან ვაკონტროლებდით თამაშს და ამის მიუხედავად, ვერ მოვიგეთ.

ვფიქრობ, კონტრშეტევაზე მესამე გოლის გატანისა და სამი ქულის აღების კარგი შანსი გვქონდა", - თქვა ბენიტესმა მატჩის შემდეგ.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მომავალი ბატალიებისთვის მზადებაზეც ისაუბრა.

"ყველაფერი უცვლელად დარჩა - უნდა ვიფიქროთ მომავალ თამაშში გამარჯვებასა და ევროპალიგის ფინალისთვის მომზადებაზე. უნდა ვიმუშაოთ და ბალანსის დაცვა მოვახერხოთ", - აღნიშნა ბენიტესმა.

36-ე ტურის შემდეგ "ჩელსი" "არსენალს" 2 ქულით, "ტოტენჰემს" კი 3 ქულით უსწრებს. სწორედ ამ სამი ლონდონური კლუბიდან ორი მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა