საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ამერიკულ გრეიპვაინში მე-5 ნომრად განთესეს
გერმანიის ქალაქ ეკენტალში "ჩელენჯერის" სერიის საერთაშორისო ტურნირი "ბაუერ კაპი" დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 35 ათას დოლარზე მეტია. ტურნირის ორგანიზატორებმა "უაილდ ქარდი" მისცეს ლადო ჩიხლაძეს, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ჩოგბურთს.

ლადო ახლა მსოფლიოს 840-ე ჩოგანია და პერსონალური მიწვევის გარეშე ასეთი დონის ტურნირში ვერ ითამაშებდა. პირველ წრეში ის მე-7 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ იესე ჰუტა გალუნგს (121) შეხვდა. მსოფლიოს მოწინავე ასეულში მოსახვედრად გამზადებულ ჰოლანდიელს ლადომ თამაშით აჯობა, პირველი სეტი ტაიბრეიკში მოუგო და მეორესაც უგებდა, როცა... კოჭი გადაუბრუნდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დასანანია, ლადო 7:6, 3:1-ს იგებდა და მიზნამდე სამი გეიმიღა აშორებდა. ეს კი მას 6 სარეიტინგო ქულას მოუტანდა.

ესპანურ ვილაფრანკაში (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა სცადა ნიკა დოლიძემ. პირველ წრეში მან პოლონელი პატრიკ პოტერეკი დაამარცხა - 6:4, 6:1, მაგრამ მეორეში თავად დამარცხდა ესპანელ პაბლო გორთან - 2:6, 2:6.

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (137) ამერიკულ გრეიპვაინში (50 ათასი დოლარი) მე-5 ნომრად განთესეს. მისი პირველი მეტოქე გერმანელი ლაურა ზიგმუნდია (221).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა