ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ატლეტიკომ" "სან პაულო" შეარცხვინა; "ფლუს" გაუჭირდა, მაგრამ მაინც გავიდა

"ატლეტიკომ" "სან პაულო" შეარცხვინა; "ფლუს" გაუჭირდა, მაგრამ მაინც გავიდა

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
ლიბერტადორესის თასზე პირველი ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

ორივე წყვილში გამარჯვება იმ გუნდებმა მოიპოვეს, რომლებიც პირველი მატჩების წინ ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა ამ ორიდან ერთს საკმაოდ გაუჭირდა, მეორემ კი გაისეირნა.

მოულოდნელი იყო ის, რომ ეს "მოსეირნე" კლუბი "ატლეტიკო მინეირო" აღმოჩნდა, რადგან მას გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ვიდრე "ფლუმინენსეს". წყვილშიც ფავორიტად "ატლეტიკო" ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო ითვლებოდა, სადაც სწორედ "სან პაულო" დაჯაბნა. პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად (სან პაულოში, 2:1), სპეციალისტები რონალდინიოს გუნდს მაინც სერიოზულ ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს ბრძოლა არ შედგა.

"სან პაულოს" წინა მატჩში გაძევებული ლუსიო აკლდა, მაგრამ სტუმრების ასეთ განადგურებას მხოლოდ ლუსიოს არყოფნას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჟომ, ვინც ჰეთ თრიქი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ერთი გოლით ნაკლები აქვს გამოცდილ დიეგო ტარდელის - ყატარიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ფორვარდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა.

გამორჩეული იყო რონალდინიოც, ვინც აქტივში მხოლოდ ერთი საგოლე პასი კი ჩაიწერა, მაგრამ რამდენიმე დასამახსოვრებელი ფინტი და დრიბლინგი შემოგვთავაზა, რომელთაგანაც ერთმა ისევ ის, ძველი რონალდინიო გაგვახსენა, "ბარსელონას" და მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრები ჭკუიდან რომ გადაჰყავდა.

საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, "ატლეტიკო მინეირომ" ძალიან იოლი გამარჯვება მოიპოვა და კოპა სუდამერიკანას მფლობელ "სან პაულოს" ორი მატჩის ჯამში 6:2 მოუგო. კუკას გუნდი 1/4-ფინალში გავიდა, სადაც "პალმეირასს" ან "ტიხუანას" უნდა დაუპირისპირდეს.

"ატლეტიკო" ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია - გუნდი შესანიშნავად თამაშობს (7 მოგება და 1 წაგება, ისიც ჯგუფის ბოლო ტურში "სან პაულოსთან") და მას ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, სადაც უამრავი გამოცდილი ფეხბურთელია (რონალდინიო, ჟო, დიეგო ტარდელი, ჟოსუე, ჟილბერტო სილვა, რიჩარლისონი, ალეკსანდრო...) თავმოყრილი.

ბრაზილიის ვიცე-ჩემპიონისგან განსხვავებით, ძალიან გაუჭირდა ჩემპიონ "ფლუმინენსეს", რომელმაც "ემელეკს" გადამწყვეტი გოლი მხოლოდ მას შემდეგ გაუტანა, რაც ეს უკანასკნელი მოედანზე 9 კაცით დარჩა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნეს. გოლი, რა თქმა უნდა, ფრედმა გაიტანა, ვინც საკუთარ გუნდს ეკვადორში ვერ დაეხმარა.

ამის შემდეგ მასპინძლები რისკზე აღარ მიდიოდნენ, თუმცა სტუმრებს პერიოდულად კი აწუხებდნენ.

საბოლოოდ, "ნერვების თამაშში" ბრაზილიელებმა იმარჯვეს. ეკვადორელებმა დაძაბულობას ვერ გაუძლეს და ხელი უხეშობას მიჰყვეს, რის შედეგადაც ჯერ ახილიერმა, შემდეგ კი კინონესმა მეორე ყვითელი ბარათები დაიმსახურეს. კინონესის გაძევებიდან 3 წუთში ცვლილებაზე შემოსულმა რაინერმა ბურთი შეტევაში ჩართულ კარლინიოსს გადააწოდა, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. საბოლოოდ - 2:0, ორი მატჩის ჯამში კი 2:1 და ბრძოლას "ფლუ" აგრძელებს.

აბელ ბრაგას გუნდი მომდევნო ეტაპზე "ოლიმპია"-"ტიგრეს" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. სატურნირო ბადის ამ ნაწილში "ფლუმინენსე" აშკარა ფავორიტად მოჩანს და თუ ყველა პროგნოზი გამართლდა, შესაძლოა, ფინალში სწორედ "ატლეტიკო მინეირო" და "ფლუმინენსე" ვიხილოთ.

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები

ატლ. მინეირო-სან პაულო 4:1

(პირველი მატჩი: 2:1)

გოლები: 1:0 ჟო (18), 2:0 ჟო (63), 3:0 დიეგო ტარდელი (64), 4:0 ჟო (69), 4:1 ლუიშ ფაბიანო (76).

ატლ. მინეირო (4-2-2-2): ვიქტორო - მარკოს როჩა, რევერი, ჟილბერტო სილვა, რიჩარლისონი - პიერი, ლეანდრო დონიზეტი (73. ჟოსუე) - ბერნარდი (78. ლუანი), რონალდინიო - დიეგო ტარდელი (83. როსინეი), ჟო.

სან პაულო (4-2-3-1): როჟერიო სენი - პაულო მირანდა (46. სილვინიო), ედსონ სილვა, რაფაელ ტოლოი, ტიაგო კარლეტო - დენილსონი (69. ადემილსონი), ველინგტონი - ჟადსონი (71. მაიკონი), დუგლასი, განსო - ლუიშ ფაბიანო.

გაძევება: როსინეი (91. ატლეტიკო მინეირო), ტიაგო კარლეტო (91. სან პაულო).

ფლუმინენსე-ემელეკი 2:0

(პირველი მატჩი: 0:1)

გოლები: 1:0 ფრედი (29), 2:0 კარლინიოსი (85).

ფლუმინენსე (4-3-2-1): დიეგო კავალიერი - ბრუნო ვიეირა (72. დიგინიო), დიგაო, ლეანდრო ეუსებიო, კარლინიოსი - ედინიო, ვაგნერი, ჟეანი - ველინგტონ ნემი, ტიაგო ნევეში (67. რაინერი) - ფრედი (82. სამუელ როსა).

ემელეკი (4-4-2): დრეერი - ნარვაესი, ახილიერი, ნასუტი, ბაგი - ე. ვალენსია (62. მ. კაისედო), კინონესი, ვილა (72. პ. სებალიოსი), ფ. ხიმენესი - მონდაინი, მ. დე ხესუსი (87. გაიბორი).

გაძევება: ახილიერი (77. ემელეკი), კინონესი (82. ემელეკი).

ბომბარდირები: 6 - ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბ. როდრიგესი (უაჩიპატო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ბოკამ" რევანში აიღო

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა