პრემიერლიგა. "ჩელსი"-"ტოტენჰემის" გამოხმაურება
"ჩელსისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრა სეზონის ფინიშზე უკანასკნელი დიდი დაპირისპირება იყო.

პრემიერლიგის ბოლო ტურში ცხრილის ლიდერთაგან ერთმანეთს მხოლოდ "ჩელსი"-"ევერტონი" დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ დროისთვის შესაძლოა, რომ მათ თავიანთი ამოცანები უკვე გადაჭრილი ჰქონდეთ: ლონდონელებსა და ლივერპულელებს ამისთვის თითო გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება და თამაშის შემდეგ სწორედ ამას გაუსვა ხაზი "დეზების" თავკაცმა ანდრე ვილაშ ბოაშმა.

მასპინძელმა თანაქალაქელთან უპირატესობა დებიუტიდანვე მოიპოვა და სწრაფი გოლითაც დაწინაურდა. მე-11 წუთზე კუთხურის შემდეგ გარი კეჰილმა მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და შორეულ ძელთან ჩასაფრებულ ოსკარს გადააწოდა. 21 წლის ბრაზილიელმა ნახტომში მარტივი მოძრაობით ჩემპიონატში თავისი მე-4 გოლი გაიტანა.

"ტოტენჰემის", უფრო კონკრეტულად კი, ემანუელ ადებაიორის პასუხი ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ტოგოელმა კონტრშეტევისას ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, წინ სწრაფად დაიძრა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა ტექნიკური დარტყმით ის პეტრ ჩეხისგან ახლო, მაღალ კუთხეში გაახვია. "ჩელსიმ" პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ გაიტანა.

ფერნანდო ტორესმა გააკეთა ის, რაც მას წელს გოლების გატანაზე უკეთ გამოსდის: ფლანგზე იოლად გაუმკლავდა რამდენიმე მეტოქეს და ბრწყინვალე პასით რამირესი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა. მეორე ბრაზილიელმა "ტოტენჰემს" მეორე გოლი გაუტანა.

შესვენების შემდეგ თამაშის შინაარსი შეიცვალა. სტუმარი მიხვდა, რომ ახლოს იყო კატასტროფასთან და მაქსიმალურად მობილიზებულმა განაგრძო ბრძოლა. ყველაზე დიდ სამუშაოს ადებაიორი და ტომას ჰადლსტოუნი ასრულებდნენ. გარეთ ბეილი კი ჩრდილში იყო მოქცეული. ვილაშ ბოაშს შეცვლამ გაუმართლა. გილფი სიგურდსონმა ისევ და ისევ ადებაიორის პასით ახლო მანძილიდან გაათანაბრა.

მატჩის ბოლო წუთებზე ბეილის საჯარიმოებს შედეგი არ მოჰყოლია. ასე რომ, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაში ინგლისს, შარშანდელის მსგავსად, "იუნაიტედი", "სიტი", "არსენალი" და "ჩელსი" წარადგენენ.

მატჩის შემდგომ

რაფაელ ბენიტესი (ჩელსი): "კონტრშეტევაზე მესამე გოლი უნდა გაგვეტანა და შეხვედრის ბედი გადაგვეწყვიტა. ამის მაგივრად, მეტოქეს ინიციატივა გადავულოცეთ და თამაშის გადარჩენის შანსი მივეცით. 2:2-ის ეპიზოდში ადებაიორი ბურთის მიღებამდე თამაშგარეში იყო, მაგრამ დაცვას მაინც არ უნდა მიეცა საშუალება, რომ საჯარიმოში მსგავსი კომბინაცია გათამაშებულიყო.

ნეიტრალური მაყურებლისთვის სანახაობა ნამდვილად თვალწარმტაცი იყო, მაგრამ ჩვენ ამ შედეგით კმაყოფილები ნამდვილად ვერ ვიქნებით. უპირატესობის ხელიდან გაშვების მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ ჩემს გუნდს ბოლოს უკვე ძალები აღარ ჰყოფნიდა.

"ტოტენჰემის" განაპირა მცველებმა და ცენტრალურმა ნახევარმცველებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. დროა, უკვე მომდევნო ტურსა და ევროპალიგის ფინალზე ვიფიქროთ. დადებითი შედეგის მისაღწევად გუნდში ბალანსის აღდგენაა საჭირო".

ანდრე ვილაშ ბოაში (ტოტენჰემი): "საოცარი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდმა იმდენად ღია და შემტევი ფეხბურთი ითამაშა, რომ თავისუფლად შეიძლება, ის სეზონის საუკეთესო მატჩადაც კი ვაღიაროთ. დარჩენილ შეხვედრებში გამორიცხული არაფერია. პრემიერლიგის ფინალური ეტაპი იმდენად ემოციურია, რომ შესაძლოა, ყოველი დეტალი გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

აუცილებელია, რომ საკუთარი ძალების რწმენა ბოლომდე შევინარჩუნოთ. თუმცა ისიც გვესმის, რომ სიტუაცია შეიცვალა და ახლა ბევრი რამ ჩვენზე დამოკიდებული უკვე აღარ არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ბენიტესი: მესამე გოლის გატანის შანსი გვქონდა [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა