საფეხბურთო მატჩი პრესკონფერენციაზე იწყება
სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებამ, სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ, საფეხბურთო სამყარო მცირე შოკში ჩააგდო. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ ეს დღე ერთხელაც დადგებოდა, მაგრამ არავის ეგონა, რომ ფერგი წასვლას მაინცდამაინც ახლა გადაწყვეტდა.

თაობები გაიზარდნენ, ადამიანები დაბერდნენ და დაიხოცნენ, ფერგიუსონი კი ამ პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი იყო. ფერგის წასვლა კიდევ დიდხანს იქნება ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა და ამაში გასაკვირი არაფერია.

თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ფერგიუსონმა არაერთი ტიტული მოიგო და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი სრულიად სამართლიანად დაიმსახურა, მაგრამ გარდა სუფთა საფეხბურთო ასპექტებისა, ფერგი ცნობილია, როგორც დიდებული ფსიქოლოგი, ვისაც მეტოქის "მოშლა" და წნეხში მოქცევა ჯერ კიდევ თამაშამდე შეუძლია.

"საფეხბურთო მატჩი პრესკონფერენციაზე იწყება," - განაცხადა ერთხელ ფერგიმ.

Mind Games - ეს ორი სიტყვა შოტლანდიელის მიმართ არაერთხელ გამოუყენებიათ და ალბათ, მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენს რუბრიკას უფრო მეტად მოუხდებოდა.

მოდი, ერთად გავიხსენოთ სერ ალექს ფერგიუსონის რამდენიმე დაუვიწყარი, კლასიკად ქცეული გამონათქვამი.

"ჩემი მთავარი გამოწვევა და მიზანი დღევანდელობასთან კავშირში არაა, ჩემი მთავარი მიზანი "ლივერპულის" ტახტიდან ჩამოგდება იყო," - განაცხადა ფერგიუსონმა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით გადაასწრო.

"ამ თამაშის დასრულების შემდეგ ჩემპიონთა თასი თქვენგან რამდენიმე მეტრში იდგება და თუ დამარცხდით, მასთან შეხების უფლებაც კი არ გექნებათ. თქვენგან უმეტესობა ამ თასს ამაზე მეტად ვერასდროს მიუახლოვდება. ამიტომ არც კი გაბედოთ, რომ მოედნიდან ბრძოლის და თავის ბოლომდე გადადების გარეშე გამოხვიდეთ" - 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესვენებისას წარმოთქმული სიტყვა.

"არ მჯერა, არ მჯერა. ფეხბურთი. ამის დედაც" - ფინალის შემდეგ.

"ყველაზე კარგი რჩევა, რაც მან მომცა, იყო ის, რომ გაზეთები არ მეკითხა. ეს მართლაც შესანიშნავი რჩევა იყო და მას შემდეგ პრესას არ გავკარებივარ" - მეტ ბასბის რჩევაზე.

"ძალიან რთული სათქმელია, თუ ვინ გახდება მომავალში მწვრთნელი. მაგალითად, ჩვენთან არავინ ფიქრობდა, რომ მარკ ჰიუზი მწვრთნელი გახდებოდა. ამავე დროს, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბრაიან რობსონი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იქნებოდა" - ყოფილი შეგირდების გამწვრთნელებაზე.

"მასზე ამბობენ, რომ ის ინტელექტუალია და ხუთ სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მე მყავს 15 წლის ივუარელი ბიჭი, რომელიც ხუთ სხვადასხვა ენაზე საუბრობს" - ფერგი არსენ ვენგერის შესახებ.

"თამაშის წინ ისინი წუწუნებენ, რომ ინგლისელები ძლიერები არიან, მეორე სართულზე გვაჯობებენ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ის არ შეგვიძლიაო... შემდეგ კი გამოვლენ მოედანზე და 3:0-ს მოგიგებენ" - იტალიელების შესახებ.

"ეს ბიჭი ოფსაიდში დაიბადა" - ფილიპო ინძაგის შესახებ.

"მე მას დავენაძლევე, რომ 15 გოლს ვერ გაიტანდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სანაძლეოს შეცვლა მომიწევს. ახლა მიზნად 150 გოლს დავუსახავ. მე ამის გაკეთება შემიძლია, რადგან მწვრთნელი ვარ" - ფერგიუსონი კრიშტიანო რონალდოსთან დადებული სანაძლეოს შესახებ.

"ის 10 სანტიმეტრით უფრო მაღალი რომ იყოს, ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველი იქნებოდა. მამამისი 1,87 მეტრია - მის ადგილას დნმ-ის ტესტს ჩავატარებდი" - გარი ნევილის შესახებ.

"ეს შემთხვევით მოხდა. კიდევ ასჯერ ან მილიონჯერ რომ მეცადა, არაფერი გამოვიდოდა და რომ გამომსვლოდა, მაშინ ფეხბურთელის კარიერას განვაახლებდი" - დევიდ ბექჰემისთვის სახეში ბუცის მორტყმის ინციდენტზე.

"როდესაც ის პირველად ვნახე, 13 წლის იყო და მოედანზე ისე დარბოდა, როგორც კოკერსპანიელი, რომელიც ქარიან ამინდში ქაღალდის ნაგლეჯს დასდევს" - ფერგიმ გაიხსენა ის დღე, როდესაც პირველად ნახა რაიან გიგზი.

"ხანდახან, როდესაც მინდორში ძროხას დაინახავ, ფიქრობ, რომ ეს ძროხა იმაზე უკეთესია, რომელიც შენ გყავს. ადამიანები ხშირად სწორედ ასე ფიქრობენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ცდებიან" - უეინ რუნის "მანჩესტერ სიტისთან" "ფლირტის" შესახებ.

"სიტი არის პატარა კლუბი, შესაბამისი მენტალიტეტით. ერთადერთი რამ, რაზეც მათ ლაპარაკი შეუძლიათ, არის "მანჩესტერ იუნაიტედი". ისინი ჩვენი ჩრდილიდან ვერასდროს გამოვლენ".

"არის შემთხვევები, როდესაც ხმაურიანი მეზობელი გყავს. შენ ვერაფერს შეცვლი - ისინი ყოველთვის იხმაურებენ. მთავარია, ყურადღება არ მიაქციო, სკამზე კომფორტულად მოკალათდე და ტელევიზორს ოდნავ აუწიო. დღეს ფეხბურთელებმა მათ საუკეთესო პასუხი გასცეს" - მანჩესტერულ დერბიში გამარჯვების შემდეგ.

"შესვენებაზე ანგარიში 20:20 უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ საღმა აზრმა ან მოსაწყენმა ფეხბურთმა იმარჯვა" - 2005 წელს "ფულჰემთან" 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ.

"მე მისი შეჩერების გეგმა შემუშავებული მაქვს. პირველი გეგმა არის "მაჩეტე". თუ ეს არ იმუშავებს, გადავალთ "ბ" გეგმაზე: "ტყვიამფრქვევი" - "რეალთან" ჩასატარებელი მატჩების წინ, კრიშტიანო რონალდოს შეჩერების შესახებ.

"დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს ბოლომდე გვიჭერდნენ. თქვენი საყვარელი გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ნამდვილი პრივილეგია იყო. "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ თითოეულ წამს ვაფასებ" - სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერ ალექს ფერგიუსონი: თარიღები, რომლებმაც ლეგენდა შექმნეს

Giorgipirweli
ჯობია, იურგენ კლოპის ან ჰანს მაიერის გამონათქვამები გამოაქვეყნოთ, ბევრად უფრო საინტერესოა :-)
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ