ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები

დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები

ილია კოკაიას გარდა, ქართულ ფეხბურთზე გული რომან ფიფიას, ლევან ფხაკაძეს, გურამ რუხაძეს, ფრიდონ ინჯიასა და ბესიკ ჩიხრაძესაც აუცრუვდათ?
ილია კოკაიას ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ფეხბურთის თავზე კვლავ შეიყარა შავი ღრუბლები... და მალე საგამომძიებლო ორგანოებისგან "სეტყვას" უნდა ველოდოთ.

"ლელოში" ჯერ კიდევ მარტში გამოქვეყნდა წერილი - "რა წყვეტს ჩემპიონობის ბედს - მოედანზე თუ მის მიღმა თამაში?"

ჩვენი ცნობები კულუარებში მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომლის თანახმადაც, ახალმა ხელისუფლებამ გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა გადაწყვიტა. ამ ცნობების თანახმად, ბევრი საეჭვო ამბავი გამოიკვეთა. მაგალითად, რატომ დებდნენ ტოტალიზატორებში ფსონებს ჩვენი პირველი ლიგის მატჩებზე (იხილეთ სტატია ვრცლად).

მოგვაწოდეთ ინფორმაციები!

მაგრამ ამ კუთხით საგულისხმო იყო პირველ აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაკეთებული განცხადება:

"ფეხბურთისთვის უპირველესი პრიორიტეტია, მხოლოდ სამართლიან და პატიოსან ბრძოლაში გამოვლინდეს თითოეული მატჩის თუ ტურნირის გამარჯვებული.

სამწუხაროდ, ამას ხელს უშლის ზოგიერთი პირის თუ პირთა ჯგუფის არაკეთილსინდისიერი საქციელი, რაც გამოიხატება მატჩების შედეგით მანიპულირებაში სპორტული თუ ფინანსური სარგებლის მოსაპოვებლად. ეს, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენთვის საყვარელი სპორტის სახეობას!

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევის გაერთიანება, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი ფეხბურთიდან ამ მანკიერების აღმოფხვრა.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც აქვს კონკრეტული ფაქტები ან ეჭვები ჩატარებული თუ მომავალი მატჩების სპორტულ სამართლიანობასთან დაკავშირებით, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენი მხრივ, ვიძლევით ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალობის გარანტიას".

ეს განცხადება უკვე აშკარა სიგნალი იყო იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში წესრიგის დამყარების მორიგი მცდელობისთვის ამზადებდნენ საფუძველს.

კოკაიას განცხადებამ კი, შესაძლოა, ამ საქმეში კატალიზატორის როლი ითამაშოს და პროცესი დააჩქაროს.

ჯერაც დაუდასტურებელი ფაქტები

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგაში მომხდარი საეჭვო მოვლენები ძალიან ბევრ ადამიანს აღელვებს.

უყურებ შეხვედრას და ვერაფერს ამტკიცებ, მაგრამ, ამავდროულად, თავს შეურაცხყოფილად გრძნობ - ესა თუ ის მატჩი აშკარად ეჭვს იწვევს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქართულ ფეხბურთზე ბევრს გული უცრუვდება.

კოკაიამ მართალი თქვა: "ამ სიბინძურეებმა უკვე პიკს მიაღწია და ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო".

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ვერანაირი ლოგიკა ვერ ახსნის იმას, რომ უცხოურ ტოტალიზატორში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მატჩებზე ფსონებს დებენ წინასწარი სტატისტიკური ცნობების არარსებობის პირობებში.

ისმის კითხვა: როგორ გამოიცნო "ზესტაფონის" შეხვედრის შედეგი მოლდოვაში ტოტალიზატორთან კავშირში ბრალდებულმა მოთამაშემ?

ჩვენს ფეხბურთს კვლავ უტრიალებენ გარშემო საეჭვო პირები და ჩემპიონობის ბედის მოედნის მიღმა გადაწყვეტა სურთ;

პირველ ლიგაში ანგარიშების "გამოცნობაზე" ლეგენდები დადის და ამბობენ - ამის გამო რამდენიმე გუნდი სპეციალურადაც კი დაფუძნდაო;

ასახელებენ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც კლუბებსა და მსაჯებს შორის შუამავლობენ და მას "მსაჯების ბროკერს" ეძახიან.

ამ ყველაფრის საფუძველი ძილში ნანახი ამბები არ გახლავთ, ამაზე მთელი საფეხბურთო სამყარო ღიად ლაპარაკობს, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ხელფეხშეკრულები არიან და ვერაფერს ამტკიცებენ.

რას ლაპარაკობენ კულუარებში

ფაქტია, რომ ჩვენს ფეხბურთში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ამტკიცებენ, რომ გარიგებული მატჩების სიმრავლისა და სახელმწიფოს მხრიდან კერძო მეპატრონეების ინტერესების უგულებელყოფის გამო ფეხბურთიდან წასვლა არა მხოლოდ "ზესტაფონის" პრეზიდენტს სურს.

ამ სიაში არიან ქუთაისის "ტორპედოს", თბილისის "ვიტ ჯორჯიასა" და "გაგრას" მეპატრონეებიც - ქართულ ფეხბურთზე ლევან ფხაკაძეს, გურამ რუხაძესა და ბესიკ ჩიხრაძესაც გული აუცრუვდათ.

"ლელოსთან" დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ გააკეთა (იხილეთ სტატია ვრცლად).

საქართველოს ჩემპიონატში საეჭვო მოვლენებზე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამაც ილაპარაკა (იხილეთ სტატია ვრცლად).

ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა პრივატულ საუბარში გვითხრა:

"ამ საკითხზე "თორმეტთა საბჭოში" (უმაღლესი ლიგის კლუბების სათათბირო) ვიმსჯელეთ. ფედერაციამ პროკურატურას მიმართა და ვფიქრობ, სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის გამოძიება და დადგენა შესაძლებელია.

და თუ ჩემპიონატი ისე არ გაგრძელდა, როგორც "თორმეტთა საბჭო" ფეხბურთის ფედერაციისგან მოითხოვს და თუ ამ ორგანიზაციამ სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ვერ უზრუნველყო, მაშინ კლუბები რადიკალურ ნაბიჯს გადავდგამთ და ავტომატურად დადგება რიგგარეშე ყრილობის გამართვის საკითხი.

ფედერაცია გარიგებულ თამაშებს და სიბინძურეს რეალურად უნდა ებრძოლოს".

საყურადღებო იყო "ლელოში" "ზუგდიდის" კაპიტნის, როინ ონიანის ინტერვიუ (იხილეთ სტატია ვრცლად). ონიანი ერთ-ერთი იყო იმ ხუთი მოთამაშიდან, რომლებიც 2011 წელს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ამხილეს. მან აღიარა, რომ შეცდა, მაგრამ საინტერესო მინიშნებაც გააკეთა:

"ჩვენი დაკავებით ხომ არ გადაეფარნენ გაცილებით გავლენიან ხალხს, ვინც ტოტალიზატორებში მართლა დიდ ფულს შოულობდა?

მგონია, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რადგან მიმაჩნია, რომ მაშინ ხელები ჩვენზე შეიწმინდეს. თან თქვეს, ამაში 180 მოთამაშე იყო გარეულიო და ბოლოს მხოლოდ ხუთნი დავრჩით".

რას ითხოვს მედია და ბიზნესი?

მოკლედ, ფედერაციის, კლუბების ხელმძღვანელთა და მოთამაშეთა დაფიქსირებული პოზიციებიდან აშკარად იკვეთება, რომ მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

ვითარების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ იქნება მხოლოდ გამოძიების მიერ უტყუარი ფაქტების გამომზეურება. დროა, ფეხბურთის ფედერაციამ, "თორმეტთა საბჭომ", პირველი და მეორე ლიგის წარმომადგენლებმა და ოპოზიციურად გაწყობილმა ჯგუფებმა საერთო შეკრება მოაწყონ, სადაც იმსჯელებენ არა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ უფრო საფუძვლიან პრობლემაზე - რა გვიშლის ხელს, რა საკანონმდებლო ინიციატივებია აუცილებელი, რა შეიძლება გახდეს ქართულ ფეხბურთში მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა...

კარგი იქნება, თუ საფეხბურთო სამყარო ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და დაინტერესდება - რატომ არის მათ თვალში ქართული ფეხბურთი ასე სახელგატეხილი? რატომ არ სურთ ბიზნესწრეებსა და მედიამფლობელებს სტადიონისკენ გახედვა?

სკამებზე, თანამდებობებსა და გავლენის სფეროებზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, თორემ ქართულ ფეხბურთს კოკაია, ფხაკაძე და ჩიხრაძე თუ მიატოვებენ, ისედაც საფუძველმორყეული ჩვენი ფეხბურთი გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს.

არ ეძინა მას...

2012 წელს FIFPRO-მ (ფეხბურთელთა და მწვრთნელთა საერთაშორისო პროფკავშირი) გამოაქვეყნა "შავი წიგნი".

ამ ორგანიზაციის მიერ დაქირავებულმა გამომძიებლებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობს ან ინფორმირებულია ფეხბურთელთა 23.6 პროცენტი. რუსეთში ამ მაჩვენებელმა 43.5 პროცენტს მიაღწია.

ორი წლის წინ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბელგრადში, ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრთა კონფერენციაზე იგივე პრობლემა წამოჭრა.

ცხადია, ფიფასა და უეფაში არ სძინავთ. ისინი უდიდესი პოლიტიკური გავლენისა და ფინანსური სახსრების მქონე რუსეთს საჯაროდ თითს უქნევენ და ჩვენში არავის ჰქონდეს იმედი, რომ ქართულ ფეხბურთს თავზე ხელს გადაუსვამენ. 2011 წლის მოვლენებმა ბევრი გამოაფხიზლა, მაგრამ ყველა ვერ აცნობიერებს - რა პროცესები დაიწყო და რა შედეგებით შეიძლება ის დასრულდეს.

სანამ დროა, ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს - ცეცხლთან თამაში სახიფათოა.

კორუფციასა და გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის სამი ძირითადი მიმართულება არსებობს. 1. საჭიროა პოლიტიკური ნება; 2. აუცილებელია ცალკე სტრუქტურის შექმნა, რომელიც ასეთ ინფორმაციებს თვალყურს მიადევნებს; 3. არსებულ ინფორმაციებს ქმედითი რეაქცია უნდა მოჰყვეს.

ვფიქრობთ, ჩვენ გაგვაჩნია ყველა საშუალება, რომ გარიგებულ მატჩებს რეალურად ვებრძოლოთ.

მსოფლიო ქართულ ფეხბურთს კარგად არ იცნობს და ისე არ ვქნათ, მხოლოდ კორუფციასთან გაიგივებულ ქვეყნად გაგვიცნონ.

სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ამის დიდი შანსი გაგვიჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• rezo

ეჰ

• gdgdgdgdgd

*** დნამოს

• nikkk

მასედინამოტორპედოს ბოლო თამაში აბა რა იყო? იდგა ტორპედო და თამაშობდა დინამო :)

• Dito

კაი რა ამ თავრობამ რაუნდა გამოძიოს ამათმა არ გაიყვანა საჩხერე ძალით ფინალში ,დილა -ჩიხურაზე მეტი ჩაწყობა რაღა უნდა იყოს

• kanonis damcveli

ზუსტად ამ საიტზე ვიყურე ცოტა ხნის წინ დინამო-მეტალურგის გოლები, მინიმუმ ორმა გოლმა ჩემში დიდი ეჭვი გააჩინა, რომ ჩაწყობილი იყო. შეგიძლიათ ნახოთ როგორ აწვდიან დინამოელებს პასს რუსთაველი ფეხბურთელები.

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა