ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

მოლდოვაში დაკავებულმა ფეხბურთელმა თანხა ჩვენი ჩემპიონატის მატჩზე დადო
"ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს "ლელოში" უკვე გაეცნობოდით.

მისი თქმით, საკუთარი კლუბის დაშლას იმიტომ აპირებს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც "სახელმწიფო" კლუბებს. მეორე მიზეზად კი მან გარიგებული მატჩები დაასახელა.

"პრობლემაა გარიგებული მატჩებიც: ამ სიბინძურემ უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.

შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.

გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე და გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა აღძრული, ტომებია შედგენილი და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.

არ ვიცი, რას ელოდებიან, ყველაფერი საზოგადოების სამსჯავროზე რატომ არ გამოაქვთ", - განაცხადა კოკაიამ (იხილეთ სტატია ვრცლად).

"ზესტაფონის" პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე კონკრეტულ თემებზე არ ულაპარაკია, მაგრამ ჩავეძიეთ და ბევრი საინტერესო რამ გვითხრა.

- საგამომძიებლო ორგანოებში კონკრეტულად რომელ განცხადებასთან დაკავშირებით დაგიბარეს?

- როდესაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, საგაზაფხულო ეტაპის პირველივე შეხვედრა 9 მარტს, გორში "დილასთან" გვქონდა.

პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ამ შეხვედრის დაწყებიდან ნახევარ საათში სტადიონი დავტოვე, რადგან შევატყვე - ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ, რაც თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ მატჩის შემდეგ ფედერაციაში შევიტანეთ პროტესტი - მსაჯის მოქმედებებზე გვქონდა ეჭვი. გამოძიებას სწორედ ამის შესახებ დაებადა კითხვები.

- ბრძანეთ, გამოძიებას ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია აქვსო. რა ინფორმაციას ფლობთ - გარიგებებს დიდი მასშტაბები აქვს?

- ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან ცხადია, რომ ყველაფერს არ გამიმხელდნენ.

- საქმეში მხოლოდ მოთამაშეები არიან გარეულნი?

- რას ლაპარაკობთ?! არა მხოლოდ მოთამაშეები - კლუბებიც, კერძო პირებიც.

- ზედა საფეხბურთო ეშელონებიც?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით - გამოძიება ყველაფერს ხომ არ მეტყოდა?! იცით, ფეხბურთიდან წასვლაზე კიდევ რატომ დავფიქრდი? თამაშებს თავად მოთამაშეებიც ყიდიან და უკვე ყოველ ყვითელსა და წითელს, კუთხურს ან ჯარიმას ეჭვის თვალით ვუყურებ. ფეხბურთში იმისთვის კი არ მოვედი, რომ ეჭვებით ვიცხოვრო - სიამოვნების მიღება და ზესტაფონელების გახარება მსურდა.

ორი თვის წინ მოლდოვაში დაიჭირეს ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაზე დადო ფსონი. მან იცოდა, ის მატჩი რა შედეგით დასრულდებოდა.

არადა, დღემდე ვერ წარმოვიდგენდი და ვერც ვიეჭვებდი, ის შეხვედრა გარიგებული თუ იქნებოდა.

- აღარ ვიცი, რა გკითხოთ. უკვე ისიც დასაფიქრებელია - ქართულ ფეხბურთს რაიმე წმინდა თუ შერჩა...

- არ შერჩა და სწორედ ამაზეა ლაპარაკი! ან ამ ყველაფრის შემდეგ რა უნდა დავიჯერო?!

- წარმოუდგენელია, ეს თქვენ იცოდეთ და ინფორმაციას არ ფლობდეს ფეხბურთის ფედერაცია...

- ერთია, რომ იცის და მეორეა - გარიგებას როგორ დაამტკიცებს? ეს ძალიან ძნელი საქმეა, საფეხბურთო კლუბი და ფედერაცია ხომ საგამომძიებლო ორგანო არ არის. მაგრამ ვინც ამ ფაქტების მოპოვება შეძლო, იმედია, მალე ყველაფერს გამოამზეურებს და ქართული ფეხბურთი გაიწმინდება.

თუ ეს გააკეთეს იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან, ჩვენ ვის ვერიდებით?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როინ ონიანი: ჩვენი დაჭერით უარესი ამბები გადაფარეს, ხალხმა კი არაფერი იცის

რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!

ხუთი მოკვეთეს, მთავარი თუ მოიკვეთება?

"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის

• kaxaberi

1111-პირადულად შენ ხომა ხარ ამ კაცთან დაკავშირებული და ამიტომ იცავ ასე თავგამოდებით? მე ზედმიწევნით ვიცი რასაც ვიძახი.მართალია ფული ჩადო ზესტაფონში და "კაი საქმე" გააკეთა როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ეს არცერთისთვის ფარი არ უნდა იყოს. ცოტა ხანში გაიგებთ ყველა ვინ ვინ არის? კოკაიას არა ააქვს უფლება ადამიანობაზე ისაუბროს და ყველაზე უარესია ამას მედიის საშუალებით ახერხებს.

• FOREX

kaxaberi ამ კაცს ზესტაფონისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და თუ გუნდს დაშლის უკეთესი კი არა ძაან ცუდი რამე მოხდება ქალაქისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც....

• giorgi

მართალია ეს ადამიანი.. დავიღალეთ როდემდე უნდა გვჩამონ ამ წურბელებმა.. კოკაიას მართლა უნდოდა კარგი ჩემპიონატი ყოფილიყო მაგრამ ქართველები ვართ უსაზიზღრესი ხალხი

• messi

ხოდა იდეალურად თუ გგონიათ ყველაფერი, იყავით ამ წუმპეში. ეტყობა ზოგიერთი კარგად გრძნობს წუმპეში თავს

• 1111

kaxaberi ეტყობა პირადი წყენა გაქვს მაგ კაზცე და პირადი წყენების გარჩევის ადგილი აქ არ არის. ამის 1% გააკეთე და მერე ილაპარაკე

• kaxaberi

კოკაია ბინძური კაცი ხარ შენ, ბინძურიი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უცოდველი კრავივით რომ წარმოაჩენ შენ თავს,შენს თავს ჰკითხე ერთი მილიონები სუფთა ხელებით გაქვს ნაშოვნი?ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა ცოტა ხანში და მაშინ გაუსწორე თვალი რეალობას თუ ვაჟკაცი ხარ?შენ იმ ცოდვებს ვერ ამოისყიდი რაც გაკეთებული გაქ ცხოვრებაში, ვითომ ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებით?რას გვაყვედრი ამდენი ხანი წაეთრიე თუ მიეთრევი, უკეთესი იქნება ზესტაფონისთვისაც.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო