10 მაისს, დილით, ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ანტალიაში გაფრინდა, სადაც ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მიიღებს მონაწილეობას
10 მაისს, დილით, ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ანტალიაში გაფრინდა, სადაც ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

ამით ნაკრები ოფიციალურად შეუდგა მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას, ამ გზაზე კი პირველი ნაბიჯი 25-26 მაისს ტიუმენში გასამართი მასტერსის ტურნირია.

ეს შეკრებაც ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ იქ ის 9 კაცი წაიყვანა, რომლებსაც განაღდებული აქვთ ტიუმენში წასვლა: ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბრინჯაოსმედალოსანი ლევან წიკლაური (81), კონტინენტის გამარჯვებული ვალერი ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური (90), ევროპის ვერცხლისმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათგან ტატალაშვილის გარდა, ყველა შედის სამასტერსე 16-ეულში, გორელი ფალავანი კი მე-17-ეა, თუმცა ძირითადი სიიდან ყველა არ აპირებს ჭიდაობას და ციმბირში მისი ჭიდაობაც გარანტირებულია.

უზნაძემ ანტალიაში კიდევ ერთი ფალავანი წაიყვანა - ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი (100), რომელიც სარეზერვო სიაშია და შეიძლება, მანაც იჭიდაოს.

ტიუმენში გამოსვლის შანსს შალვა ქარდავაც (66) ინარჩუნებს, რომელიც სარეზერვო სიაშია. ის თურქეთში არ მიდის, თუმცა თბილისში ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს ნაკრების აქ დარჩენილ წევრებთან ერთად და თუ მიიწვევენ, აქედან გადაფრინდება რუსეთში - საბუთები გამზადებულია.

ანტალიურ კემპში 20-22 ნაკრები ივარჯიშებს, რაც ჩვენებს სასიკეთოდ წაადგებათ. ნაკრები ტიუმენში იქიდან გაემგზავრება, მასტერსის მოთავების შემდეგ კი - 27 მაისს, კორეაში გაემგზავრება და 7 ივნისამდე სეულში გაივლის ერთობლივ შეკრებას.

ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რამდენი გუნდი იქნება იქ ან ვინ ჩავა, თუმცა მასპინძლები კი ნამდვილად იქნებიან.

8 ივნისს ჩვენები უკვე მინსკში გაფრინდებიან ასევე ერთობლივ კემპზე, რომელსაც 20-ში დაამთავრებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან.

მორიგი და მეტად საპასუხისმგებლო შეკრება აქ ელოდებათ - ბაკურიანში, რომელიც ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

ამას ესპანეთში მოჰყვება ისევ ერთკვირიანი ერთობლივი ვარჯიშები, მერე კი მოსკოვის "დიდ მუზარადზე" გამოვლენ.

ეს იქნება ბოლო ტურნირი მსოფლიოსთვის მზადების გზაზე, რასაც ორი შეკრება მოჰყვება - ერთი საქართველოში, მეორეს და საბოლოოს კი, ადაპტაციის მიზნით, ბრაზილიაში გაივლიან.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართება და ჩვენები იქ ერთი კვირით ადრე ჩავლენ შეკრებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტიუმენის ტურნირში გამოსვლის უფლება 9 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა

ფოტოინტერვიუ ვარლამ ლიპარტელიანთან: ვაზარი არ არის?!

ავთანდილ ჭრიკიშვილი: მწვრთნელს ბევრჯერ გავუგდივარ დარბაზიდან

ლევან წიკლაურმა ტომისლავ მარიჯანოვიჩთან მარცხისთვის რევანში აიღო

ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის