"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი შემცვლელი დაახასიათა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ახალ თავკაცად დევიდ მოიესის დანიშვნის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ხუთშაბათს, 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 50 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი დაიკავებს, რომელიც საქმეს 2013 წლის 1 ივლისიდან შეუდგება. შეთანხმება კი 6 წლითაა განსაზღვრული.

"როდესაც მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებს განვიხილავდით, დევიდ მოიესი ერთხმად ავირჩიეთ. საქმისადმი მისი დამოკიდებულება და კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი მუშაობით და ჯერ კიდევ 1998 წელს განვიხილავდით მას კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე.

მაშინ ის ახალგაზრდა იყო და კარიერას იწყებდა, თუმცა "ევერტონში" მისი გაწეული სამუშაო აღფრთოვანებას იწვევს.

ეჭვგარეშეა, რომ დევიდი ყველა იმ საჭირო თვისებას ფლობს, რათა სათანადოდ გაუძღვეს ჩვენს გუნდს", - აქვეყნებს ფერგიუსონის ნათქვამს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

"წითელი ეშმაკი" დევიდ მოიესი

დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა