კლუბის ხელმძღვანელობამ კლუბში ინვესტიციების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კლუბის 100%-იანი წილის გადაცემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ კლუბში ინვესტიციების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ 13 მაისს, 14:30 საათზე, ზესტაფონის გამგეობასთან კლუბის გულშემატკივრების აქცია გაიმართება. "ზესტაფონის" ქომაგები სოლიდარობას გამოთქვამენ ილია კოკაიას მიმართ და იზიარებენ მის განცხადებას, რომ ყველა კლუბი სახელმწიფოსგან თანაბრად უნდა დაფინანსდეს.

გარდა ამისა, გულშემატკივრები ითხოვენ, შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდნენ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.

შეგახსენებთ, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ახლახან, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საკუთარი კლუბის დაშლას იმიტომ აპირებს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც "საბიუჯეტო" კლუბებს. მეორე მიზეზად კი მან საქართველოს ჩემპიონატში გარიგებული მატჩების არსებობა დაასახელა.

"პრობლემაა გარიგებული მატჩებიც: ამ სიბინძურემ უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.

შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.

გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე და გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა აღძრული, ტომებია შედგენილი და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.

არ ვიცი, რას ელოდებიან, ყველაფერი საზოგადოების სამსჯავროზე რატომ არ გამოაქვთ", - განაცხადა კოკაიამ (იხილეთ სტატია ვრცლად).

ასევე იხილეთ:

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

dato
სადამდე მიიყვანა ამ ახალმა მთავრობამ საქმე, ფეხბურთიც ჩამოშალეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა