სერ ალექს ფერგიუსონი მშობლიურ არენაზე უკანასკნელ შეხვედრას გამართავს
პრემიერლიგის XXXVII ტური სამ დღეზეა გადანაწილებული. კუნძულელებმა უკვე გაარკვიეს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ვინაობა, იციან ორი კლუბის სახელი, ვინც ელიტურ ლიგას დატოვებს.

ამას დაუმატეთ ასოციაციის თასის ფინალის (მანჩესტერ სიტი-უიგანი), შუა კვირაში ევროპა ლიგის გადამწყვეტი მატჩის, (სადაც "ჩელსის" ინგლისის ღირსების დაცვა უწევს) და რაც მთავარია, სერ ალექს ფერგიუსონის გამოსამშვიდობებელი შეხვედრისა და მეორე დღეს "იუნაიტედის" საზეიმო მარშის ფაქტორიც. ამ ყველაფერს ერთიანად თუ წარმოვიდგენთ, გასაგები იქნება, რატომ შეიძლება მოხვდეს ჩრდილში მატჩების უმრავლესობა.

დღეს პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება. ბირმინგემის "ვილა პარკს" "ჩელსი" ესტუმრება. ასოციაციის თასის ფინალური მატჩის გამო აღნიშნულ დაპირისპირებას ყურადღება ნამდვილად მოაკლდება. არადა, მეტოქეებს წინასამატჩოდ საკმაო მოტივაცია გააჩნიათ. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში საბოლოოდ გაინაღდებენ პრემიერლიგაში დარჩენას. შეიძლებოდა ამის პრაქტიკული გარანტია ერთი ქულაც გამხდარიყო, რომ არა შემდეგი გარემოება: უკანასკნელ ტურში პოლ ლამბერტის გუნდი უიგანში ჩადის სათამაშოდ. თუკი "ათლეტებს" ამ დროისთვის 38 ქულა ექნათ, DW stadium-ზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასე რომ, "ვილას" დღეს მაქსიმალურად მართებს კონცენტრაცია. "ჩელსის" სწორედ ერთი ქულა სჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური დაიბევოს. ლონდონელებს 15 მაისს "ამსტერდამ არენაზე" ევროპალიგის ფინალი ელით და შეუძლებელია, ამან ფეხბურთელების განწყობაზე გავლენა არ იქონიოს.

"სეზონის ბოლომდე გასამართი თითოეული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი უპირველესი საფიქრალი ჯერ "ასტონ ვილა" უნდა იყოს. სამეულში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. სამწუხაროა, რომ ამაზე ფიქრი ახლა გვიწევს, როცა ამოცანის გადაჭრა "ტოტენჰემთან" შეგვეძლო. ბირმინგემში გამარჯვება "ბენფიკასთან" ფინალური მატჩისთვის საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს," - აცხადებს რაფა ბენიტესი.

უშუალოდ საფეხბურთო მოვლენებზე მეტ ყურადღებას ის მიიპყრობს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი და დევიდ მოიესი, შესაბამისად, "ოლდ ტრეფორდსა" და "გუდისონ პარკს" უნდა დაემშვიდობონ. უკანასკნელს გულის სიღრმეში შესაძლოა ჰქონდეს კიდეც იმედი, რომ "იუნაიტედისთვის" ის მეორე სერი გახდება. იქამდე მას მანკუნიანელთათვის ჯერ კიდევ მოუწევს იმის დამტკიცება, რაც "ევერტონის" გულშემატკივარმა უკვე დიდი ხანია იცის: 1. მოიესი კარგი მწვრთნელია და 2. მას შეუძლია ერთგულება. 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის მაჟორულ ნოტზე უნდა გამოეთხოვოს ლივერპულის ლურჯ ნაწილს.

განსაკუთრებულად ემზადება მანჩესტერიც: დიდი შოტლანდიელის გაცილებიდან მეორე დღეს, ქალაქი წითელ ფერებში გამოეწყობა. საღამოს 6 საათზე "ოლდ ტრეფორდის" აღმოსავლეთ ტრიბუნასთან ფერგი, "იუნაიტედის" სამწვრთნელი შტაბის წევრები და ფეხბურთელები ფანებს შეეგებებიან და დაიწყებენ საზეიმო მარშს ტრადიციული ღია ორსართულიანი ავტობუსით. სვლა დაახლოებით საათი და 10 წუთი გაგრძელდება და მანჩესტერის ცენტრში ალბერტ სკვერში დასრულდება. დეტალების შესახებ "იუნაიტედის" ვებგვერდი გულშემატკივარს დამატებით კიდევ აცნობებს.

პრემიერლიგა. XXXVII ტური

11 მაისი

ასტონ ვილა-ჩელსი 15:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რიჩარდ დანი, კირან კლარკი, კარიმ ელ-აჰმადი, მარკ ოლბრაიტონი, კრის ჰერდი, მეტიუ ლოუტონი, გარი გარდნერი - ორიოლ რომეუ, ჯონ ობი მიკელი, ვიქტორ მოზესი, მარკო მარინი, რაიან ბერტრანი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 134 თამაში: +50=32-52 (198-208)

12 მაისი

სტოკი-ტოტენჰემი 16:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გლენ უელანი, მარკ უილსონი, ენდი უილკინსონი - იუნეს კაბული, ვილიამ გალასი, მუსა დემბელე, სანდრო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 62 თამაში: +16=15-31 (64-95)

ევერტონი-ვესტ ჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფილ ნევილი - ენდი კეროლი, ემანუელ პოგატეცი, მარუან შამახი, ველინგტონ პაულისტა

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 108 თამაში: +55=23-30 (187-123)

ფულჰემი-ლივერპული 18:00

დისკვალიფიკაცია: სტივ სიდუელი - ლუის სუარესი

ტრავმა: მლადენ პეტრიჩი, მაჰამადუ დიარა, აშკან დეჟაგა, საიმონ დევისი, ნილ ეტერიჯი - დანიელ აგერი, სტივ ჯერარდი, ჯო ალენი, რაჰემ სტერლინგი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +9=11-21 (36-69)

ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 18:00

დისკვალიფიკაცია: მარკ ანდრე ფორჩუნი (ბრომ)

ტრავმა: მაიკლ ტერნერი, ენდრიუ სერმანი - გორან პოპოვი, კრის ბრანტი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +14=12-18 (46-56)

ქუინზ პარკი-ნიუკასლი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტიმ კრული, დავიდე სანტონი, მუსა სისოკო, რაიან ტეილორი, მასადიო აიდარა, სილვენ მარვო, შოლა ამეობი, ჰარის ვუკჩიჩი - კრისტოფერ სამბა, ენდრიუ ჯონსონი, შონ რაიტ-ფილიპსი, ჟოზე ბოსინგვა, ჟულიო სეზარი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +12=7-14 (50-46)

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 18:00

დისკვალიფიკაცია: კრეიგ გარდნერი, სტეფან სესინიონი - დენიელ ფოქსი, გასტონ რამირესი

ტრავმა: ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, კონორ უიკჰემი, სტივენ ფლეტჩერი - მორგან შნაიდერლინი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +10=7-16 (33-44)

იუნაიტედი-სუონსი 19:00

დისკვალიფიკაცია: რაფაელი (იუნ)

ტრავმა: ფილ ჯონსი, ნიკ პაუელი - მიხელ ვორმი, ჩიკო ფლორესი, მიგელ მიჩუ, როლანდ ლამა, სუნ იუნ კი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +4=2-1 (7-4)

14 მაისი

არსენალი-უიგანი 22:45

დისკვალიფიკაცია: ოლივიე ჟირუ (არს)

ტრავმა: ანტოლინ ალკარასი, ალბერტ კრუსატი, მაიკლ პოლიტი, ივან რამისი, ჟან ბოსეჟური, რონი სტამი, მეინორ ფიგეროა, რიო მიაიჩი - აბუ დიაბი, ლუკაშ ფაბიანსკი, კირან გიბსი

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +14=2-3 (41-15)

რედინგი-სიტი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯიმი კებე, ჯეისონ რობერტსი - სკოტ სინკლერი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +6=1-5 (15-10)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 25 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 20 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 18 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 17 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა