ქუთაისელები შემადგენლობას რადიკალურად ცვლიან - გუნდი "ლოკომოტივიდან" ნიჭიერ მოთამაშეებს დაიმატებს
ინფორმაცია, რომელიც "ლელოს" გაუმხილეს, სენსაციური იყო - თითქოს, თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისის "ტორპედო" ერთიანდებოდნენ. მხოლოდ მშრალი ცნობა დეტალებზე და მეტი არაფერი.

ამბის გადასამოწმებლად. ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტს, ლევან ფხაკაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:

- საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ჩვენ გვსურს, რომ "ლოკომოტივიდან" ნიჭიერი მოთამაშეები დავიმატოთ. ამ კლუბის ხელმძღვანელებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში საუკეთესო ახალგაზრდებს ზრდიან.

"ლოკომოტივის" ბირთვს შეადგენენ ფეხბურთელები, რომლებმაც ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავეს.

მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ ნიჭი, დიდი პოტენციალი, უდიდესი მოტივაცია და უნარი, საქართველო რომ გაახარონ. გარდა ამისა, გააჩნიათ სულ სხვა ღირებულებები, ვიდრე ბევრ ფეხბურთელს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვა გზით წავიდეთ და ამ ახალგაზრდებს "ტორპედოში" მივცეთ გასაქანი.

ჩვენი მომავლისთვის ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.

- ანუ ინფორმაცია, რომ გუნდები ერთიანდებოდით, არასწორია?

- ჩვენ მხოლოდ მოთამაშები მოგყავს და სტრუქტურაში არაფერს ვცვლით.

- "ტორპედოს" ფეხბურთელებიდან ვინ დარჩება?

- პერსპექტიულ მოთამაშეებს დავტოვებთ. აბსოლუტურად ყველას გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

ლექსო თოფურია, "ლოკომოტივის" პრეზიდენტი:

- ეს არ იქნება გუნდების გაერთიანება. "ლოკომოტივი" და "ტორპედო" ცალკე სუბიექტები არიან და მომავალშიც ასე იქნება. უბრალოდ, ქუთაისელები ჩვენი მოთამაშეთა ჯგუფით დაინტერესდნენ.

- "ტორპედოს" რამდენი მათგანის წაყვანა სურს?

- მოლაპარაკება მალე დასრულდება და მერე ყველაფერს ვიტყვით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმრავლესობას უკვე თავისუფლად შეუძლია უმაღლეს ლიგაში თამაში.

სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამ ბიჭებს უფრო მაღალ დონეზე თავის გამოჩენაში ხელს ვერ შევუშლით. პირველ ლიგაში მათი გაჩერება აღარ ღირს, ცოდოები არიან. თანაც, აქ ისეთი სიბინძურეებია...

ჩვენ კი კვლავ იმავეს გავაკეთებთ, რასაც აქამდე - ქართულ ფეხბურთს ახალ თაობას გავუზრდით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ

ლექსო თოფურია: ჩვენთვის მთავარი ფეხბურთელების გაზრდაა

giga
ვაი თქვენ პატრონს... რა ტყუილა გგონიათ რო ქუთაისში მაგას შეეგუებიან...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა