ბილეთები 5-დან 10 ლარამდე ეღირება, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება
კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბილეთები 22 მაისიდან გაიყიდება, - ამის შესახებ 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა , დავით მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, ბილეთები 5-დან 10 ლარამდე ეღირება, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.

მუჯირის განცხადებით, მატჩის პირობითი სახელწოდება იქნება - "მილანი"-"კალაძის მეგობრების" წინააღმდეგ, "მილანის" გუნდში ითამაშებენ პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობა 17 მაისისთვის დაზუსტდება.

მისივე ინფორმაციით, კალაძის მეგობრების გუნდი ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელები.

"მილანის" წარმომადგენელი საქრთველოში 15 მაისს ჩამოვა, გუნდის მწვრთნელი კი, კარლო ანჩელოტი იქნება.

რაც შეეხება "კალაძის მეგობრების" გუნდის მწვრთნელს, დავით მუჯირმა მისი ვინაობა არ გაამხილა და აღნიშნა, რომ მატჩთან დაკავშირებით შემდგომი პრესკონფერერნცია 17 მაისს გაიმართება, სადაც დასახელდება კალაძის გუნდის სრული შემადგენლობა და ცნობილი გახდება ის, თუ ვინ იქნება მათი მწვრთნელი.

"კალაძის მეგობრებიდან მატჩზე თამაშის ოფიციალური მოწვევა ჯერ არავის მიუღია, თუმცა თამაშის მონაწილეთა შესარჩევად მიმდინარეობს შიდა კონკურსი", - აღნიშნა მუჯირმა.

კალაძის გამოსამშვიდობებლი მატჩი 31 მაისს 20.30 საათზე დაიწყება. ამავე დღისთვის დაგეგმილია ბერას კონცერტიც.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

31 მაისს თბილისში მალდინი, კოსტაკურტა, შევჩენკო, ალბერტინი და ნესტა ჩამოვლენ

dato
სტადიონზე რომ შუქი ჩაქრეს მაგრად ვიღადავებ :)))
patrioti
ბილეთები გაყიდეთ ბილეთები,არ აქვს კალაძეს ფული დაიქნებ ეშველოს რამე.კაცი თვითონ კიარ უნდა იწყობდეს გაცილებას , ხალხი უნდა უწყობდეს თუ ღირსია......
lasha
პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა ეს ცოტაა? :D:D
kopala
ვინც აქ არი ჩამოტვლილი ვარსკვლავად არ მიგაჩნია?
koko199
აი შენი მართლა არ მესმისს.თუ მალდინი კოსტაკურტაა შევჩენკო ინძაგი ვიერი ვარსკვლავები არ არიანნ აბა სხვა ვინღაა. მესის არავინ ჩჰამოიყვანსს.ეს კალაძIსს მეგობრები არიან და კიდე ბევრი იქნებაა
del piero 10
აბა რას გვაბოლებდით ეს ჩამოვაოო ის ჩამოვაოო ვარსკვლავთ ცვენა იქნებაოოო.....................
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე