ესპანური გამოცემების ცნობით, "მალაგას" თავკაცი მომავალი სეზონიდან ინგლისურ კლუბში რობერტო მანჩინის შეცვლის
ესპანური გამოცემების ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "მალაგას" თავკაცი მანუელ პელეგრინი მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის.

AS-ის ცნობით, ახლახან მხარეები ინგლისში შეხვდნენ და გარიგების დეტალები განიხილეს. შეთანხმების თანახმად, რადგან პელეგრინის "მალაგასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, ინგლისური კლუბი ესპანურს კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს გადაუხდის.

"სიტის" ხარჯი ამით დამთავრდება - კლუბს პირგასამტეხლოს გადახდა გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლისთვის, რობერტო მანჩინისთვისაც მოუწევს.

მალაგა-მანჩესტერის გზას პელეგრინისთან ერთად შესაძლოა ასევე დაადგეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო, რომლის სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

მიმდინარე სეზონში "მალაგამ", რომელსაც ფინანსური პრობლემები თან სდევდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გააღწია, სადაც დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "მალაგა" ფინანსური დარღვევებისთვის ევროთასებიდან მოკვეთილია, რაც პელეგრინის წასვლისთვის კიდევ ერთი მოტივაციაა.

ასევე იხილეთ:

მანუელ პელეგრინი "მანჩესტერ სიტიში" მიდის?

მანუელ პელეგრინი: აბა, უეფას მიერ დასჯილი გუნდი ფინალში ითამაშებდა?!

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა