"უემბლიზე" "უიგანის" ტრიუმფის მთავარი შემოქმედები: ბენ უოტსონი და რობერტო მარტინესი
თასის ფინალს რობერტო მარტინესის "უიგანი" საკადრო პრობლემებით შეხვდა. "ქალაქელთა" ბანაკში კი სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა, როცა კლუბს არც კი უცდია ხმების უარყოფა, შედეგის მიუხედავად რობერტო მანჩინის დაითხოვენო.

მწვრთნელმა ხელმძღვანელობას ამის გამო სასტიკი საყვედური უთხრა. სამაგიეროდ, იტალიელს გვერდში დაუდგა გულშემატკივარი, რომელმაც დირექტორატს, რბილად რომ ვთქვათ, მანუელ პელეგრინის ერთ ადგილას გაკვეხება შესთავაზა.

მატჩის სადავეები "უიგანს" პირველიდან ბოლო წუთამდე ხელთ ეპყრა. განსაკუთრებით აქტიურობდა კალუმ მაკმანამანი, ვისაც რამდენჯერმე შეეძლო თავის გამოჩენა. კარგი მომენტი ვერ გამოიყენა კარლოს ტევესმაც. მან ხოელ რობლესი თითქოს მოძრაობაზე დაიჭირა, მაგრამ გოლკიპერმა მოახერხა და ბურთს ფეხი დაუხვედრა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე პირობითმა მასპინძლებმა უპირატესობა დროებით მოიპოვეს, მაგრამ "უიგანის" კართან რეალურ მომენტამდე საქმე ვერ მიიყვანეს.

83-ე წუთზე ანდრე მარინერმა პაბლო საბალეტას მაკმანამანის წინააღმდეგ უხეშობა არ აპატია და მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ამ ეპიზოდს მცირე გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ბენ უოტსონმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით ჯო ჰარტის კარში მიუჩინა ადგილი.

მატჩის შემდგომ

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "დავრჩები თუ არა? მარცხი ჩემს გეგმებში არაფერს ცვლის. წაგებამ გული გვატკინა. განსაკუთრებით, გულშემატკივრების გამო ვნერვიულობთ. ურთულესი სეზონი იყო. ძირითადად, პრემიერლიგის მოსაგებად ვიყავით შემართულნი, რაც ვერ მოვახერხეთ; გვქონდა შანსი, თასზე გვემარჯვა, მაგრამ ისიც გავუშვით ხელიდან. ძალიან რთულია ასე უცბად წაგების მიზეზების გააზრება".

რობერტო მარტინესი (უიგანი): "ნახეთ, როგორი გოლი გავიტანეთ? ბიჭები ხომ ამ დროს უკვე დამატებით დროზე ფიქრობდნენ. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირში გამარჯვების გამო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად გახარებულები არიან ჩვენი გულშემატკივრები. ძალიან დიდი ხანი მხოლოდ ვოცნებობდით ამ დღეზე და აი, ის უკვე რეალობაა. შესვენებაზე ბიჭები ცუდ ხასიათზე იყვნენ, რადგან მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ და ხელსაყრელი მომენტები გაუშვეს ხელიდან, თუმცა მათ დანებება არ სჩვევიათ. "უიგანი" გამარჯვების ღირსი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ სიტყვების თქმა "მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ".

სიტი-უიგანი 0:1

გოლი: 0:1 უოტსონი (90+1)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ბარი (90+2. ჯეკო), ი. ტურე - ნასრი (55. მილნერი), დ. სილვა, ტევესი (69. როდუელი) - აგუერო

უიგანი (3-4-3): რობლესი - ბოისი, შარნერი, ალკარასი - მაკარტური, გომესი (81. უოტსონი), მაკარტი, ესპინოსა - მაკმანამანი, მელონი, კონე

გაფრთხილება: საბალეტა, ნასტასიჩი, ბარი - რობლესი

გაძევება: საბალეტა (83)

მაყურებელი: 86 254

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მეორე ფინალი მეორე მანჩესტერთან

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა