”ელიტრაუნდში წარმატებისთვის უფრო მეტია საჭირო”
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად დასძლია და მალე უკვე ელიტრაუნდისთვის მზადებას შეუდგება. ჩვენმა გუნდმა თავისი შთამბეჭდავი თამაშით ქართული გულშემატკივრის დიდი ყურადღება მიიქცია და ამიტომაც, ვფიქრობთ საინტერესო უნდა იყოს ინტერვიუ ჩვენი 17-წლამდელების მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილთან, რომელიც გუნდის თამაშს კიდევ ერთხელ აფასებს და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

- თბილისში ჩატარებული შესარჩევი ტურნირის მერე მცირე დრო გავიდა, წინ კი ელიტრაუნდია. რის გაუმჯობესებას ისურვებდით გუნდის თამაშში?

- ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ მწრთნელი ბოლომდე კმაყოფილი არასდროს უნდა იყოს. კარგად ვიცით, რომ ელიტრაუნდში წარმატებული ასპარეზობისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო და ყველანაირად შევეცდებით, პროგრესის გზაზე სიარული გავაგრძელოთ. საკუთარ თავზე უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა უნდა იმუშაოს. სხვადასხვა ტექნიკური ელემენტები თითოეულ მათგანს დასახვეწი აქვს.

- ცალკეულ ფეხბურთელებს თუ გამოარჩევდით?

- ვფიქრობ, საუკეთესოები მაყურებელმა თავად შეარჩია - არაბული, ჰუფნაგელი, თებიძე, სანდოხაძე, დიასამიძე, სამუშია... თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა საბოლოო წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ძლიერი ინდივიდუალისტების სიმრავლის მიუხედავად, ჩვენი მთავარი კოზირი კარგი კოლექტიური თამაშია. ამასთანავე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია, ჩვენთან არ არსებობს ძლიერი და სუსტი რგოლები - დაკისრებულ მოვალეობებს ყველა ამპლუა ერთნაირად ართმევს თავს. ამასთანავე, ისიც მინდა ყველას ესმოდეს, რომ ამ ასაკში წარმატება ჯერ კიდევ არ არის სამომავლო გამარჯვებების გარანტი. მთავარია, ინგლისის, შვედეთისა თუ პოლონეთის მსგავს ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებს ეროვნული ნაკრებების დონეზე ვეთამაშოთ ასე დამაჯერებლად, საამისოდ კი სწორი კომპლექსური მუშაობაა საჭირო.

- როდის ჩატარდება ნაკრების უახლოესი შეკრება?

- ახლა ნაკრების წევრები საკუთარ კლუბებში ვარჯიშობენ და ამ პროცესში ჩემს რჩევა-დარიგებებს ითვალისწინებენ. უახლოეს შეკრებას კი დეკემბერში მოვაწყობთ - ბაკურიანში წავალთ, სადაც აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ. ბაკურიანში ლუკას ჰუფნაგელის გარდა, ნაკრების ყველა წევრი წამოვა, სავარაუდოდ, რამდენიმე სხვა ფეხბურთელსაც გამოვიძახებთ. როგორც იცით, ელიტრაუნდი გაზაფხულზე გაიმართება და მანამდე სხვა შეკრებებიც აუცილებლად გვესაჭიროება. პროგრამაში შეტანილი გვაქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მოსაწყობი შეკრებები, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ საერთაშორისო ამხანაგური მატჩები. ძლიერ მეტოქეებთან სპარინგის გარეშე გუნდის პროგრესი წარმოუდგენელია. ყველაფერი უფრო დეტალურად ელიტრაუნდის წილისყრის შემდეგ გაირკვევა. ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობა როგორც იცით, დეკემბერში გახდება ცნობილი.

- როგორი სტილის მოწინააღმდეგებთან გირჩევნიათ ელიტრაუნდში დაპირირისპირება?

- დამეთანხმებით, თბილისში საკმაოდ ძლიერი და სახელიანი გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ამ მატჩებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგეების ვინაობას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მით უფრო, რომ ელიტრაუნდში სუსტი გუნდის გასვლა ფაქტობრივად, გამორიცხულია. როგორც იცით, ვერ შევხვდებით ინგლისის ნაკრებს, რადგან პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში ვიყავით. უხერხულ მეტოქედ ვერავის დავასახელენ. თუმცა ელიტრაუნდში ნამდვილად არიან ისეთი გუნდები, რომლებთან თამაშსაც ვისურვებდი. მაგალითად, ბელარუსი და ლატვია, რომელთან პალანგის საერთაშორისო ტურნირზე დამაჯერებლად მოვუგეთ და მათზე გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს. როგორც უკვე ვთქვი, ელიტრაუნდში გაცილებით მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ თუ სათანადოდ მოვემზადეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად ვიბრძოლებთ.

- ელიტრაუნდის თბილისში ჩატარება მთლიანად გამორიცხულია?

- უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ამის შანსი გვაქვს, ოღონდ - მიზერული.

- თქვით, რომ ყველა რგოლით კმაყოფილი ხართ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ელიტრაუნდამდე ნაკრების შემადგენლობა საერთოდ არ შეიცვლება?

- ბირთვი ნამდვილად უცვლელი დარჩება, მაგრამ რამდენიმე კონკრეტულ პოზიციაზე გაძლიერება არ გვაწყენდა. სასელექციო პროცესს აქტიურად გავაგრძელებთ და თუ რომელიმე ახლად აღმოჩენილმა ფეხბურთელმა კონკურენტს აჯობა, ნაკრებშიც მოხვდება. ჯანსაღი კონკურენცია გუნდის განვითარებისთვის აუცილებელია, ყველანაირად ვეცდებით, რომ ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშეები თვალთახედვის არედან არ გამოგვეპაროს.

- ამას წინათ თქვით, რომ დააკვირდებით ლეგიონერებსაც.

- ლუკას ჰუფნაგელის მაგალითმა დაგვარწმუნა, რომ საზღვარგარეთ ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელის პოვნა შეიძლება. სხვადასხვა ქვეყნებში რამდენიმე ქართველი 17-წლამდელი თამაშობს და ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით მათ აუცილებლად დავაკვირდებით. ვინც სანაკრებო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, აუცილებლად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე