საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXXI ტური. VII-XII ადგილები
მატჩის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი, როცა უკვე ცნობილი გახდა ბოლნისური მატჩის შედეგი: ბათუმელებს ზუსტად ეს დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ გამარჯვებისა გაეტანათ და ბოლო ტურში უკვე თავის თავზე იქნებოდნენ დამოკიდებულები, რამეთუ გასვლაზე "მეტალურგთან" გამარჯვება მათ უმაღლესში დარჩენის გარანტიას აძლევდა.

ახლა კი რუსთავში მოგებასთან ერთად, "სიონის" მარტვილში წაფორხილებაც სჭირდებათ.

რამდენიმე წუთის დაგვიანებით მატჩის დაწყება კოლხთა კარის ბადის "მოკერვამ" მოითხოვა, რამაც ბოლოსკენ "დინამოს" ერთგვარი უპირატესობაც მისცა პარალელურად მიმდინარე მატჩში კონკურენტ "სიონთან", თუმცა მისი გამოყენება ფორმალურმა მასპინძლებმა ვერ შეძლეს - "კოლხეთმა" ფეარ პლეი ბოლომდე დაიცვა და სალაპარაკო არავის მისცა.

პირველი რეალური ხიფათიც სწორედ სტუმრებმა შექმნეს, როცა მარჯვნიდან ზამირ ჯანაშია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა ივან პიტსანს, მაგრამ ძელის შიგნითა მხარეს მოხვედრილმა ბურთმა კარისკენ წასვლა არ "ისურვა".

ამას მასპინძელთა "ჩხვლეტები" მოჰყვა. განსაკუთრებით ნიკა დიასამიძე აქტიურობდა. სათამაშო უპირატესობა ბათუმელებმა გოლად მაინც აქციეს - 29-ე წუთზე ალეკო კოშკაძის ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ბესიკ ჩიმაკაძემ ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ბურთი მიხეილ ხარშილაძის "გავლით" სტუმართა კარში აღმოჩნდა, 1:0.

თითქოს "დინამოს" უპირატესობა უფრო საგრძნობი უნდა გამხდარიყო, როცა მათი დაცვა "ჩავარდა": მარჯვენა ფლანგზე გალაღებულმა ამირან წაბრიამ საჯარიმოში დაუცველი შალვა კვანტალიანი მონახა და კოლხთა მთავარმეგოლემაც თავურით მეტოქე უშანსოდ დატოვა, 1:1.

ეს მე-40 წუთზე მოხდა და ტაიმის ბოლომდე ორი შანსი ბათუმელებს მიეცათ - ამირან მუჯირს ხარშილაძემ საჯარიმოდან დარტყმული აკრობატულ ნახტომში აუღო, ხოლო ჩიმაკაძემ დუბლის პირველ ტაიმშივე შესრულების შანსი სამიოდ მეტრიდან დარტყმისას გაანიავა.

მან დუბლის შესრულება ათიოდ წუთში მაინც მოახერხა, როცა წაბრია-ხარშილაძის გოლი ნოდარ კიკნაველიძის პასით "ერთი ერთში" გაიმეორა და თავისიანები წინ გაიყვანა, 2:1.

სხვათა შორის, ბესოს პირველი გოლი ბათუმელთა კლუბის ისტორიაში 1300-ე გამოდგა - ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს და პირველ ლიგაში, ასევე, თასის გათამაშების ჯამში. "კოლხეთიდან" ანალოგიურად საიუბილეო გოლის ავტორი გიორგი ბუხაიძე (მან ბათუმელებთან წინა შეხვედრაში გაიტანა კოლხთა 1300-ე) სტუმრებს თადარიგში ჰყავდათ, ხოლო "დინამოს" უმაღლეს ლიგაში მე-900 გოლის გამტანი სანდრო გურული განაცხადშიც არ გახლდათ.

ძალიან მალე შეეძლო კვანტალიანსაც დუბლის შესრულება, როცა ცარიელ კართან დაუცველი აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად მისი თავური კარს ასცდა.

სამიოდ წუთში "მასპინძელთა" დამწუხრება მან მაინც მოახერხა, ოღონდ უკვე მეტოქე მცველის დახმარებით - შალვამ საჯარიმო ძლიერად დაჰკრა. ბურთი დინამოელს ფეხზე მოხვდა - რიკოშეტმა მეორე კუთხეში წასული მეკარე უშანსოდ დატოვა, 2:2.

ბოლოს იყო შფოთიანი 4 წუთი, როცა ბოლნისური შედეგი ცნობილი იყო და კოლხთა თავკაც თემურ ბარქაიასადმი ირონიული შეძახილები - ამ ქულით ინაღდებთ დარჩენას ხომ (ბარქაიამ, სხვებს რომ ქულები დავაკარგვინეთ, არც ის გვშველოდა და მაშინ სად იყავითო)?! - თუმცა "კოლხეთმა" სამართლიანი თამაშის წესები ბოლომდე დაიცვა და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა და მატჩის, ფაქტობრივად, უშეცდომოდ განმსჯელმა ლევან კვარაცხელიამ საყაიმო ანგარიში დააფიქსირა.

P.S. მცირეოდენი გაუგებრობა ნამატჩევს მაინც მოხდა - მსაჯებმა ქომაგების შეურაცხყოფის გამო კოლხთა მეკარე ხარშილაძის მოთამაშის ბარათი წაიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamulicha
რა კომენტარი უნდა გავაკეტოტ?იბრზოლეს და ნიცჰიაც ცაუგეს აბრზოპლა კველ ბატუმელს მუჯირივიტ და მნოვიგებდიტ.რისი იმედი გვაქვს?
giorgi
გუნდი რომ ბოლომდე თამაშობს ეს კარგია მაგრამ რაც ფოთელებმა გააკეთეს ამას არ ვიცი რა ქვია. დროის გაყვანა, ფეხბურთის გაფუჭება, სიმულიაცია და ასე შემდეგ.და თანაც ერთი რეგიონის გუნდები და ბოლო შანსი,აქ ეგეთი საქციელი ზედმეტია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა