მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომმა ათჯერ გაზარდა მარიხუანას დოზა ორგანიზმში, რომლის დროსაც სპორტსმენის დოპინგ-სინჯი დადებითად შეიძლება გამოცხადდეს
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომმა ათჯერ გაზარდა მარიხუანას დოზა ორგანიზმში, რომლის დროსაც სპორტსმენის დოპინგ-სინჯი დადებითად შეიძლება გამოცხადდეს.

ეს დოზა ერთ მილილიტრ შარდში 15-დან 150 ნანოგრამამდე გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება WADA-მ 12 მაისს, მონრეალში ჩატარებული სხდომის დროს მიიღო.

ექსპერტების შეფასებით, ამ სიახლის თანახმად, სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, ტურნირის წინა დღეს მოსწიონ მარიხუანა და არ შეუშინდნენ მოსალოდნელ სასჯელს. დღევანდელი წესების თანახმად, სპორტსმენი, რომელიც ამ მსუბუქ ნარკოტიკზე ჩავარდება, ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.

ჟურნალისტები იმასაც გვახსენებენ, რომ ანტისადოპინგო სააგენტო მეტად ლოიალურია მარიხუანასთან მიმართებაში და ხშირად დისკვალიფიკაციას "საზოგადოებრივი სასჯელით" ცვლის.

ასე მაგალითად, 2009 წელს WADA-ს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ამერიკელი მაიკლ ფელპსი მარიხუანას ეწევა. ლეგენდას სამთვიანი დისკვალიფიკაცია ამერიკის ცურვის ასოციაციამ მისცა.

ასევე, WADA-ს აღმასკომზე იმსჯელეს ახალ ანტისადოპინგო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებზე. როგორც ამბობენ, ახალ კოდექსს 2015 წლის ნოემბერში უყრიან კენჭს. კერძოდ, დოპინგის მიღების გამო ორიდან ოთხ წლამდე გაიზრდება დისკვალიფიკაციის ვადა.

ასევე, იგეგმება ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფის დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დოპინგის მიღებაზე. ეს შეიძლება იყოს სპორტსმენზე მომუშავე პერსონალი, რომელიც გარეული იქნება აკრძალული პრეპარატის მიღების საქმეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის