ჯერ ინტრიგა, სხვაზე მერე ვიფიქროთ...
ესეც ასე: ბოლოსწინა ტურიც ჩატარდა და, ფაქტობრივად, თითქმის ყველაფერიც გაირკვა! ჰო, თითქმის ყველაფერი, ერთის გარდა: მხოლოდ ისღაა გასარკვევი, ფოთის "კოლხეთთან" ერთად თუ რომელი გუნდი დაემშვიდობება უმაღლეს ლიგას.

ამ შემთხვევაშიც ბოლოსწინა ტურმა, როგორც ვივარაუდეთ, გარკვეული სიცხადე შეიტანა და გასავარდნი გუნდების რიცხვი ოთხიდან ორამდე შემცირდა. ანუ სწორედ ბოლო ტურმა უნდა გაარკვიოს პირველ ლიგაში დაქვეითებული კიდევ ერთი გუნდის ვინაობა - ამ საშიშროების წინაშე კი "სიონი" და ბათუმის "დინამო" დგანან.

თუმცა ამ ბოლო დროს ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში "შეფარვით" კი არა, უკვე ღიად საუბრობენ მომავალი სეზონისათვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე! ჰო, ჩვენი ჩემპიონატის დონეს მხოლოდ და მხოლოდ... 16-გუნდიანი პირველობა თუ აამაღლებსო, - აი, ასეთი აზრია ამ ბოლო დროს "ატაცებულ-გაპიარებული" და იმას ვინღა უყურებს, უკვე მერამდენე წელიწადია, ჩვენთან რეგლამენტი რომ ირღვევა.

ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით ამ ცოტა ხნის წინათ "ლელოში" ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ (იხილეთ ვრცლად); მაშინაც ვივარაუდეთ, რომ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაზრდილიყო ჩვენს ჩემპიონატში. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ იდეას ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს და ამ შემთხვევაში მხოლოდ ფოთის "კოლხეთის", ბათუმის "დინამოსა" თუ ბოლნისის "სიონის" წარმომადგენლებს არ ვგულისხმობთ - ქართული საფეხბურთო საზოგადოების მართლაც თვალსაჩინო წევრებს სურთ, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები მოიყვანონ.

როგორც დაგპირდით, ყველა დაინტერესებულ მხარეს (ვეტერან ფეხბურთელებს, მსაჯებს თუ კლუბების წარმომადგენლებს) აუცილებლად მივცემთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, ოღონდ... ამ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ.

რაღა დარჩა: ერთი ტურიც და მერე, მსაჯიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად, "ცოტა ამოსუნთქვის" საშუალება ჟურნალისტებსაც მიეცემათ; იმ პროფესიის ხალხს, სხვებზე არანაკლებ რომ შესტკივათ გული ქართული ფეხბურთის განვითარებაზე.

ისე, შესაძლოა, მართლაც არ იყოს ცუდი 16-გუნდიანი ჩემპიონატი (ვატყობთ, რომ ამ თემას უახლოეს დღეებში კიდევ ერთი პუბლიკაცია უნდა მივუძღვნათ), მაგრამ, მოდი, ჯერ დავამთავროთ მიმდინარე სეზონი და ამ ჩვენს "ნატანჯ" პირველობას რომ შემორჩა მცირეოდენი ინტრიგა, აი, იმაზე ვიფიქროთ.

მანამდე კი, XXIV ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ!..

შეუჩერებელი ჩემპიონი

ბოლო სამ შეხვედრაში 13 გატანილი გოლი, - თბილისის "დინამო" თავის შთამბეჭდავ შედეგიან სერიას აგრძელებს!

დუშან უჰრინის გუნდი ამჯერად მხოლოდ 4 გოლით "დაკმაყოფილდა" და იმასაც ვიტყვით, რომ ეს იყო დინამოელთა პირველი გამარჯვება ჩემპიონის რანგში.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" თავის მორიგ წარმატებას ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით მიაღწია: გიორგი ლორიას, გიორგი სეთურიძეს, გივი კვარაცხელიას, მიკელ ალვაროსა და ჯაბა დვალს "ჩიხურასთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, ძირითადის კიდევ ორი ფეხბურთელი კი (ირაკლი ძარია, დარკო გლიშიჩი) მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა.

ჩემპიონატში გარკვეული პაუზის მერე თავი გამოიჩინა ჩისკომ, რომელსაც უკვე 22 გოლი დაუგროვდა და, ალბათ, წინასწარ შეგვიძლია საუკეთესო ბომბარდირობა მივულოცოთ.

ვერც პეტერ გრაიციარისა და გიორგი მერებაშვილის ბოლოდროინდელ შედეგიან ასპარეზობას ავუვლით გვერდს; აი, კარლეს კოტომ კი ამ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა...

იხილეთ ვიდეო

ფანცულაია, არაბული - აი, მომავალი!

პირველ ეტაპზე, კონკრეტულად კი, VIII ტურში, თბილისის "დინამომ" მართლაც სასტიკი რბევა მოუწყო "სიონს" და მეტოქე 7:2 დაამარცხა.

ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ერთ მატჩში გატანილ ცხრა გოლს ისევ ვნახავდით, თანაც, თითქმის თანაბარი სიძლიერის მეტოქეთა დაპირისპირებაში! თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ დასრულდებოდა "ტორპედო" - "დილას" ეს შეხვედრა, მეტოქეებს ოპტიმალური შემადგენლობებით რომ ეასპარეზათ.

დანაკლისი მასპინძლებსაც ჰქონდათ: გია გეგუჩაძის გუნდი უკვე მეორე მატჩია, ორივე წამყვანი ფორვარდის (გიორგი ბერიაშვილი, ნიკა საბანაძე) გარეშე ასპარეზობს, თუმცა ეს რა მოსატანია "დილასთან" შედარებით!

გორელთა შემადგენლობას ძნელია, ზუსტი შეფასება მოვუძებნოთ: შერეული, ახალგაზრდული, სარეზერვო, ექსპერიმენტული თუ სხვა; თუმცა, ის კი ფაქტია, რომ "დილა" ქუთაისს ძირითადი შემადგენლობის ერთდროულად 11 ფეხბურთელის (კახა ალადაშვილი, ლექსო კვახაძე, გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, გიგა ბეჭვაია, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი, ირაკლი მოდებაძე) გარეშე ესტუმრა!

თუმცა, ყველაფერი დაჩრდილა იმ მართლაც თვალსასეირო და სუპერშედეგიანმა მატჩმა, რომლის მიმდინარეობის დროსაც ბურთი საერთოდ არ ჩერდებოდა!

ჩინებული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა 30 წლის მარჯვენა გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა სტუმართა 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ; მაგრამ ეს უხვგოლიანი შეხვედრა ორი ნიჭიერი ფორვარდის ბენეფისად იქცა: 19 წლის გიორგი ფანცულაიამ ("ტორპედო") და მისმა თანატოლმა ბაჩანა არაბულმა ("დილა") "დუბლიც" შეასრულეს და საერთოდაც, ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს!

იხილეთ ვიდეო

დიდი შემობრუნების დასაწყისი

მხოლოდ "ზესტაფონის" კი არა, ნეიტრალური ქართველი ქომაგიც არ უნდა ყოფილიყო გულგრილად დარჩენილი ამ გუნდის ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი (თანაც, არცთუ სასიამოვნო) მოვლენების გამო.

რა თქმა უნდა, დასაშლელად განწირული ყველა გუნდი ცოდოა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბოლო 7-8 სეზონის განმავლობაში "ზესტაფონს" ვერაფრით აღვიქვამდით როგორც "ჩვეულებრივ" კლუბად; უფრო პირიქით იყო, მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ გუნდს ისეთი პრობლემები მოეძალა, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგა!

ალბათ, ეს პრობლემებიც იყო ერთ-ერთი (შესაძლოა, უმთავრესიც) მთავარი მიზეზი, რომ გუნდი მეორე ეტაპზე გამარჯვებას ვერ ახერხებდა.

და აი, ნავსი გატყდა: "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას, ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ, მოუხდა ძირითადი შემადგენლობის გადაწყობა-გადახალისება და მისმა გუნდმა მოგების გემო გაიხსენა, ისე, როგორც თორნიკე გორგიაშვილმა: 24 წლის ნახევარმცველს ორი თვის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი, ახლა კი "დუბლი" შეასრულა და "ზესტაფონის" ხუთთვენახევრიანი მოუგებელი სერიაც შეწყდა!..

იხილეთ ვიდეო

ნეტავ, ტყუილად ხომ არ ნერვიულობენ?

ძნელია, გაამტყუნო ის ორი გუნდი, ბოლოსწინა ტურში 1 ქულა რომ სჭირდება ორივეს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად და ამ ერთ უძვირფასეს და უმნიშვნელოვანეს ქულას ერთმანეთში მშვიდად "გაგორებული" ფრის შედეგად რომ მიიღებს; თანაც, რა - საერთაშორისო ასპარეზზე არ გვინახავს მსგავსი შემთხვევები (ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზეც)?

მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, "ვიტ ჯორჯიამ" და "მერანმა" ამ თითო-თითო ქულით უმაღლესში დარჩენა გაინაღდეს.

აი, ქვედა ექვსეულის დანარჩენ ორ მატჩში კი ემოციები დუღდა და გადადუღდა! თანაც, ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (2:2) დამთავრდა, ორივე შემთხვევაში ზემოტივირებულ მასპინძლებს ("სიონი", ბათუმის "დინამო") უმოტივაციო მეტოქეები ("მეტალურგი" "კოლხეთი") ჰყავდა და ორივე შემთხვევაში ამ უმოტივაციო მეტოქეებმა "სამართლიანი თამაშის" პრინციპებიც ბოლომდე დაიცვეს და მოწინააღმდეგეებს არაფერი დაუთმეს.

ალბათ, ამიტომაც იყო, ბოლნისშიც და ქობულეთშიც გაოცებულნი რომ დარჩნენ მასპინძელთა ხელმძღვანელები, მწვრთნელები, ფეხბურთელები თუ გულშემატკივრები:

ჩვენ გავარდნაზე გვაქვს საქმე, თქვენ ქულები არაფერში გჭირდებათ და რატომ გვებრძოლებითო?

არადა, დიდია იმის ალბათობაც, რომ ბოლნისელმა თუ ბათუმელმა გულშემატკივარმა საერთოდ არ ინერვიულოს. უფრო ზუსტად, ამ ორიდან ერთ-ერთი ხომ უნდა გავარდეს, მაგრამ "სულზე მისწრება" იქნება 16-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა და ყველა შვებით ამოისუნთქავს...

XXXI ტურის მატჩები

ჩიხურა-დინამო თბ 2:4 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]

ტორპედო-დილა 5:4 - ქუთათურთა ბრინჯაო გოლების წვიმაში [VIDEO]

ზესტაფონი-ზუგდიდი 2:0 - ფეროელთა ნანატრი გამარჯვება [VIDEO]

სიონი-მეტალურგი 2:2 - ღირსება და წესიერება

დინამო ბთ-კოლხეთი 2:2 - ზღვისპირული (შ)ფოთი

ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0 - მიზანი მიღწეულია

სატურნირო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ALEQSANDRE
16 გუნდიანი ჩემპიონატი როგორ აამაღლებს ფეხბურთის დონეს, როდესაც 8 ნორმალური გუნდიც არა გვყავს საქართველოში, მიმდინარე ჩემპიონატის მინიმუმ 6 გუნდს ცუდი დღეები უდგას და კიდევ 4 გუნდი?პრობლემები აქვს ზესტაფონს, გორს, ზუგდიდს, ფოთს,მერანს... სულ ცოტაც და კოლმეურნეობის ჩემპიონატის დონემდე დაეცემა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი...
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა