ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

კულუარულად შევიტყვეთ, რომ კლუბი მომდევნო სეზონისთვის უკვე სასელექციო სამუშაოებსაც კი აწარმოებს

ქართული საკლუბო ფეხბურთის ვითარება მოგეხსენებათ - ე.წ. საბიუჯეტო კლუბები დაფინანსებას ითხოვენ, კერძო კლუბები კი ამბობენ, რომ არასამართლიან პირობებში იმყოფებიან.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ყველაზე რადიკალური აღმოჩნდა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა - კლუბის ასი პროცენტის დამთმობი ვარო.

ამ წერილს წინ უძღოდა კოკაიას პრესკონფერენცია, რომელზეც მან განაცხადა:

"მომავალი წლისთვის ორ ვარიანტზე ვფიქრობ:

1. "ზესტაფონს" დიდი ბიუჯეტი ექნება და გუნდის გაძლიერებას შევეცდები;

2. გუნდს დავშლი და მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და საფეხბურთო სკოლას შევინახავ.

ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გადაწყვეტს სახელმწიფო. "თორმეტთა საბჭოზე" სახელმწიფო კლუბების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელეთ.

ამას განვითარება არ მოჰყვა, მაგრამ მე, როგორც კერძო მფლობელს, სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ფეხბურთში ფულს ვდებ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, მერე კი ეს ფული ჩემი კონკურენტების გაძლიერებას რატომ უნდა მოხმარდეს?"

ცხადია, ამ ყველაფრით ძალიან შეწუხდა "ზესტაფონის" ქომაგობა. 11 მაისს ზესტაფონს ესტუმრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, შეხვდა "ზესტაფონის" გულშემატკივრებს, კლუბის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

ზესტაფონის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სიჭინავამ და ზესტაფონის გამგებელმა ნუგზარ ქამუშაძემ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხეს. ეს არ იყო პრესკონფერენცია - ეს იყო შეხვედრა იმ ხალხთან, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს "ზესტაფონის" გასაჭირი.

12 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "ზესტაფონმა" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ზესტაფონელმა გულშემატკივრებმა ტრანსფარანტებიც გამოფინეს - ისინი სახელმწიფოსგან თანადგომას ითხოვდნენ.

სიჭინავამ "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრა, რომ:

- საკლუბო ფეხბურთის განვითარებზე სამი წლის წინათ შეიმუშავა პროგრამა და რომ კერძო კლუბების ხელშეწყობა საბიუჯეტო კლუბების არსებობას არ გამორიცხავს.

- გორში სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება "დილას" დახმარების შესახებ გამოიწვევს დომინოს პრინციპს - სხვა კლუბებიც მოითხოვენ დაფინანსებას. ვფიქრობ, ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს დახმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. კერძო კლუბებისთვისაც აუცილებელია ხელშეწყობა. ამ დროისთვის უმაღლეს ლიგაში ცხრა კერძო კლუბია, მათგან მხოლოდ სამს აქვს ნორმალური დაფინანსება: "დინამოს", "ტორპედოსა" და "ზესტაფონს".

პრობლემა არსებობს და ამის შესახებ ყველგან მითქვამს. "ბაიას" რომ მოვკიდე ხელი, მეგონა, რომ ტრანსფერებით ვიხეირებდით, მაგრამ ამ კლუბიდან 27 ფეხბურთელი გადავიდა სხვა გუნდში, თანხის აღება კი მხოლოდ ერთი ტრანსფერით მოხერხდა - როცა სამუშია "ზესტაფონში" გადავიდა. ანუ კარგად მესმის პრობლემის არსი. ვითარება ისეთია, რომ არ ჩანს, რა უნდა ამოძრავებდეს ბიზნესმენს ფეხბურთში ფულის ჩასადებად.

- რაც ახლა "ზესტაფონის" გარშემო ხდება, "დილას" ამბავმა გამოიწვია. თქვენ რა გგონიათ, კოკაიას ფინანსურად გაუჭირდა? ის, უბრალოდ, დაიღალა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, იგივე ელით სხვა კერძო კლუბების მფლობელებს. "ზესტაფონს" რომ არანაირი დახმარება და შეღავათი არ ჰქონია, ამან გამოიწვია უკმაყოფილება.

- არის ლაპარაკი საფეხბურთო კლუბებისთვის სახელმწიფო ფულის თანაბრად გადანაწილებაზე, მაგრამ არ შეიძლება, "ზესტაფონმაც" ორი მილიონი მიიღოს და სხვა კლუბებმაც. გათვალისწინებული უნდა იყოს - ამა თუ იმ კლუბში რა საქმე გაკეთდა და განვითარების რა ეტაპზეა ის.

- იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ უმაღლეს ლიგაში მხოლოდ კერძო კლუბებმა ითამაშონ, მაგრამ რა ვუყოთ "გურიას" და "სპარტაკს", რომლებიც ახლა გადმოვიდნენ პირველი ლიგიდან? დავუშვათ, გავაკეთეთ რვაგუნდიანი უმაღლესი ლიგა, რომელიც მხოლოდ კერძო კლუბებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ მერე რა ვქნათ, უმაღლესიდან გავარდნა და პირველი ლიგიდან გადმოსვლა როგორ დავარეგულიროთ?

- აქედან დავბრუნდები თბილისში, დაველაპარაკები კოკაიას და 117-ჯერ ვთხოვ, რომ არ მიატოვოს "ზესტაფონი".

- ვიცი, სადაც არის ფული - რეგიონალური განვითარების სარეზერვო ფონდში.

შეხვედრაზე ზესტაფონის "ფეროს" ქარხანაზეც ისაუბრეს. ითქვა, რომ ყოველწლიურად ამ ქარხნიდან მილიონობით ლარი შედის ბიუჯეტში და ამ გადასახადის ოცი პროცენტი მაინც რომ დარჩეს ქალაქს, ეს თანხა 15-16 მილიონი ლარი იქნება.

მოკლედ, ზესტაფონში სიჭინავას საკმაოდ საინტერესო და ემოციური შეხვედრა ჰქონდა. თემა უკვე იმდენად აქტუალურია, რომ ძნელად წარმოსადგენია, საკლუბო ფეხბურთის პრობლემები სახელმწიფომ უყურადღებოდ დატოვოს.

როგორც უნდა იყოს, კერძო კლუბებს აუცილებლად დასჭირდებათ ქმედითი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. ეს დრომ მოიტანა და ამის წინააღმდეგ უკვე ვერავინ წავა.

"ზესტაფონი", ფაქტობრივად, დისიდენტი აღმოჩნდა ამ საქმეში. ჯერ არ ჩანს კერძო კლუბების სოლიდარული პოზიცია ამ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა თქმა რად უნდა, რომ ყველა ელის სახელმწიფოსგან მყისიერ მოქმედებას.

P. S. კულუარულად შევიტყვეთ, რომ კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებს და კლუბი მომდევნო სეზონისთვის უკვე სასელექციო სამუშაოებსაც კი აწარმოებს.

დომინოს პრინციპი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"

ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა

მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

• 1111

ლევან ქერდიყოშვილო, რა დაიბოღმე ასეთი, სხვებს ეძახი ხოლმე ბოღმიანს. შენ გჯერა რაც დაწერე? ნამუსიც კარგი საქონელია, თასის ფინალის შემდეგაც მასე ურცხვად საუბრობდი

• 0000

rooney შეეშვი რა ჭორაობას, საიდან ყვები ამ ზღაპრებს, ან ვის უყვები, ვის ჯერავს

• vaxo

კოკაია მოშორდი ქართულ ფეხბურთს.

• rooney

კოკაია რაღაცას მამაძაღლობს! ეგ არსად წამსვლელი არ არის. წინა წლის დეკემბრის გაფიცვა გახსოვთ, 2 თვე ხელფასებს უკავებდა ფეხბურთელებს და მოსყიდული ფანები, ფეხბურთელებს ამტყუნებდნენ და კოკაიას მხარს უჭერდნენ. წინა თვეშიც დაუკავა ხელფასები და ახლა საერთოდ არ მიუცია!!! უფრო მეტიც, საჭმელსაც აღარ აჭმევს და ტრანსპორტიც არ არის გამოყოფილი, რომ გუნდი ბაზაზე ჩავიდეს. ამ დროს კლუბის ოფისი გამოტენილი ყავს ნაცნობ-ნათესავი თანამშრომლებით. თუ მართლა არ გინდა გუნდი, ოფიციალურად გადადექი და გამოაცხადე დაშლილად და ნუ დაგვაწყვიტე ნერვები ქართული ფეხბურთის ქომაგებს გორის მისამართით ბოღმით ლაპარაკს თავი დაანებე.

• Levan

არ შემიძლია არ შევეხო ილია კოკაიას ბოლოდროინდელ ოინბაზობებს და არ გამოვთქვა ჩემი აზრი. კაცი არის პროფესიონალი ოინბაზი და თან ისე აკეთებს ამ ყველაფერს რომ დგას ხალხი და გარდა იმისა რომ ეთანხმება ყველაფერში, ეხვეწება კიდეც რაღაცეებს... 1. შარშანდელიდან რომ მოვყვეთ ყველამ დავინახეთ რომ მასტმა იმენა ინტრიგანობით გაიჩალიცა ჩემპიონობა და მერე კი "გვასახელა" სესაბამისად. 2. პირდაპირ იძახდა უეჭველი მტკიცებულება მაქვს როგორი ბინძური გუნდია მერანი, რუსთავს დაუწვაო და მტკიცებულება კიარა, წელს ამხანაგურს არ თამაშობენ ერთმანეთის გარეშე ზესტა და მერანი ისე ჩაბრატდნენ (გასუფთავდა ინჯია ეტყობა) 3. ახლა რომ ისვრის ლოზუნგებს პროლეტარიატის უკვდავი ბელადივით, რატომღაც რატომ არავის ახსენდება მაგისი მასეთი ფრაზები იმ დროს მართლა დედა რომ ეტირა ქართულ ფეხბურთს, როცა ფედერაციაში მაგის ძმა და მეგობარი უმცროსი ახალკაცი იყო? როცა დაიშალნენ და უმაღლესიდან გავარდნენ ტორპედო, ბათუმი, ფოთი, დილა და სხვები??? 4. არც ის არავის დავიწყებია უფრთო ანგელოზად რომ მოაქვს თავი როგრ ტენიდნენ მაგის ფეხბურთელებს სხვადასხვა ნაკრებებში ზალით იმავე ახალკაცის დროს 5. ახლა რომ გამოდის რეჩით იმიტომ მივდივარ ფეხბურთიდან, შარშან რომ დილას 9 მილიონი მისცესო, სად იყო მაშინ, რატოარ წავიდა? და რატომ მიდის ახლა, როცა აღარც ის მთავრობაა როდესაც დილას 9 მილიონი კიარა იმის ფულიც არ აქვს ტორპედოსთან ძირითადი გუნდით ჩავიდეს და მათ ნაცვლად დუბლები მიჰყავს??? 6. ყველაზე დიდი აბსურდი რაც მოითხოვა და აჰყვა ხალხიც ბელადს "ურა, ურას" ზახილით: ბიუჯეტმა დამაფინანსოს მეცო, ასეთი სისულელე, კერძო ბიზნესმენს ბიუჯეტი ფულს აძლევდეს გაგონილა??? სახელმწიფო კლუბებს რომ ედრება თუ სახელმწიფომ დააფინანსა ეს კლუბები მათი მოგება ისევ სახელმწიფოს დარჩება და კოკაიას თუ მისცა კაკაია დაიტოვებს და ასეთი რამე რომელ ლოგიკაში ჯდება?? და თუ ის უნდა რომ ისევ როგორც ახალკაცის დროს იყო ყველას შეუწყდეს დაფინანსება და დარჩეს 4 კლუბი სულ ბოდიში და ვერ მივართვით! 7. დროს, ძალას და ენერგიას რომ ხარჯავს სხვა გუნდების ძირის ტხრასა და იმის ლაპარაკში ნუ აფინანსებთო, არ ჯობია ეგ დრო საგადასახადო შეღავათების პროექტის ლობირებაში დახარჯოს??? აგერ ისიანმა მარტო კაცმა იმდენი ქნა ტავისი პროექტი მტავრობას მოაწონოს ლამის და რატომ პასიურობენ კერზო კლუბები საგადასახადო შეღავათების მოთხოვნის კუთხით არავის გიკვირთ??? 8. ზესტაფონელებისა მიკვირს კიდევ, კოკაიას რომ ეხვეწებიან, ის ფერო ნახევარ ზესტაფინს რომ წანლავს და მეორე ნახევარს ლამის მონებად რომ ამუშავებენ იქ ვერ უნდა მოსთხოვონ ერთხმად ერთ სტაბილური გუნდი??? რა აქვთ მაგათი დასამადლებელი ერთი?? ხალხს დიდი ძალა აქვს და მაგ ძალას სწორი მიმართულების მიცამა უნდა ბიძიებო... 9. და აგერ ვნახავთ კიდევ რასაც მიატოვებს, ესეც მორიგი ტრიუკია რომელსაც რამოდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქოდეს: 1) როგორმე დილას დაფინანსება შეაფერხოს, რათა გუნდმა ევროტურნირზე გასვლა ვერ შეძლოს და საგზური ზესტაფონს დარჩეს, 2) გადაფაროს ზესტაფონის ბოლოდროინდელი ძალზე დიდი უკუსვლა, რაგდან გათვლებმა ვერ გაუმართლა... და სათქმელი კიდევ ბევრია... უბრალოდ ფაქტია რომ საქქართველოში ქაქი არ იზირება... და ლენინობა კიდევ ჭრის!

• rezo

ბოლოს და ბოლოს ვინმემ ხო უნდა ამოიღოს ხმა, კოკაია მიდი ბოლომდე, ხალხი შენს გვერდითაა, დინამოს ფანი ვარ მე პირადად მაგრამ ამ კაცს ვეთანხმები, იმიტომ რომ მართალია, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. იქნებ სხვა კლუბებსაც გაუჩნდეთ დაფინანსება და ცოტა რომ მოძლიერდება ჩემპიონატი, იქნებ მერე ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ... რავიცი იმედი ჯერ არაა მკვდარი და ვისაც ეს ეხება ვთხოვ რომ ამ იმედს ნუ მოკლავენ...

• serxioramos

ყველაზე განვითარებული კლუბია ზესტაფონი საქართველოში, არ შეიდძლება ბატონმა ილიამ მიატოვოს ეს კლუბი. ეს საქართველოს ფეხბურთისთვის 10 უკან გადგმული ნაბიჯია. ყველაფერი უნდა ვიღონოტ რომ ეს არ მოხდეს.

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ