თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ მსახიობობა დაიწყო
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია 2012 წლის შემოდგომამდეც პოპულარული იყო, მაგრამ ესპანეთის ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებულმა მატჩმა მას საქართველოში ისეთი აღიარება და სახელი მოუპოვა, რასაც ნებისმიერი ქართველი სპორტსმენი ინატრებდა.

გიორგის მამის, ნუგზარ ლორიას თქმით, საფრანგეთში გიორგის ფანკლუბი აღმოაჩინა. "დინამოს" კაპიტანი უკვე ქართულ სარეკლამო რგოლებში გამოჩნდა, მცირე ხნის წინათ კი ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი შეასრულა.

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ გადაიღო ფილმი "რა მოხდა კიევში", რომლის პრემიერაც 28 მაისს თბილისის კინოთეატრებში გაიმართება.

ლორია მისი ერთ-ერთი გმირია. ფილმის ანონსში წერია: "თამაში იწყება... ლორია კი არსად ჩანს. დაგვერხა... დაგვერხა... დაგვერხა... ნეტავ, კიევში რა მოხდა?"

რა მოხდა უკრაინის დედაქალაქში, ამას ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ, ჩვენ კი რეჟისორს დავუკავშირდით და ამ, ერთი შეხედვით, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ვკითხეთ.

იხილეთ ვიდეო

"გიორგის მიწვევა რამდენიმე ფაქტორის გამო გადავწყვიტე. ჯერ ერთი, წარმატებული სპორტსმენია, ხალხმა შეიყვარა, ნიჭიერია, ნამდვილი ქართული იერი აქვს, სიმპათიურია და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ვარსკვლავად არის დაბადებული.

გარდა ამისა, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ფილმში ცნობილი ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა, რაც კომერციულადაც მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ მაყურებელი გიორგის კარგად მიიღებდა.

სხვათა შორის, მოულოდნელად, ლორიამ როლი სწრაფად მოირგო და თავი ძალიან კარგად გაართვა. ეტყობა, რომ მის ოჯახს კინოსთან შეხება აქვს (გიორგის მამა ნუგზარ ლორია რეჟოსორია ფილმებისა: "მაცივარში ვიღაც იჯდა", "ეს პელეა" და ა.შ.)," - გვითხრა ჩხიკვაძემ.

ინტერვიუ გიორგი ლორიასაც ჩამოვართვით.

- რეჟისორის თქმით, წარმატებული სამსახიობო დებიუტი გქონდა...

- ვერაფერს ვიტყვი. ეს რეჟისორის, მაყურებლისა და კინომცოდნეების შესაფასებელია.

- ეს წინადადება უცნაურად არ მოგჩვენებია?

- რა თქმა უნდა, მე ფეხბურთელი ვარ, კინო კი სულ სხვა სფეროა. თუმცა ირაკლიმ საინტერესო წინადადებით მომმართა. რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი. მოულოდნელობასთან ერთად, ფილმშიც და კლიპებშიც მონაწილეობა სასიამოვნო იყო. ბევრი ცნობილი მსახიობი იყო ჩართული და საკმაოდ თბილი და მეგობრული გარემო ჩამოყალიბდა.

- გასაგებია, რომ პრემიერამდე ფილმის შინაარსს არ გაამხელ, მაგრამ ის მაინც გვითხარი, რა როლს ასრულებ?

- სიუჟეტს ნაწილობრივ გაგიმხელთ: ფილმში ჩემს თავს ვასახიერებ. ესპანეთთან მატჩის წინა დღეს ვიკარგები. ოჯახის წევრები და ძმაკაცები მეძებენ, მაგრამ ვერ მპოულობენ. არადა, წინასწარ იციან, რომ ძირითადში უნდა მეთამაშა. თემურ ქეცბაია გადარეულია, კითხულობს, სად ვარ, რა მჭირს. სიუჟეტი ამაზეა აგებული, დანარჩენი კი თავად იხილეთ.

- დღეს ასეთი შემოთავაზებები შემოსავლებსაც გულისხმობს...

- თავისთავად ცხადია, გარკვეული ანაზღაურებაც შემომთავაზეს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ სფეროსთან შეხება გახლდათ.

- ბოლო დროს საკმაოდ ბევრ რეკლამაშიც გამოჩნდი...

- "ცივი ჩაის" და "კოკა-კოლას" დაკვეთილ კლიპებში ვმონაწილეობდი.

- ახალი შემოთავაზებებიც გაქვს?

- არის და კიდევ რაღაცებს ვარკვევ. ფილმი თუ წარმატებას მოიპოვებს, შესაძლოა, მეორე სერიაც გადაიღონ. იმედია, ასეც მოხდება, რადგან ნიჭიერი ადამიანების გუნდი მუშაობდა.

- გადაღებებში მონაწილეობა ვარჯიშში ხელს არ გიშლის?

- არანაირად. ჩემი მდგომარეობა კლიპებისა და ფილმის რეჟისორებმაც გაითვალისწინეს და გადასაღები დრო აქედან გამომდინარე შეარჩიეს.

- რეჟისორი მამა კინოში შენს პირველ ნაბიჯებს როგორ აფასებს?

- ფილმი უკვე ნახა და ძალიან მოეწონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია: ეს იყო ნამდვილი კატასტროფა!

საფრანგეთში გიორგი ლორიას ფან-კლუბი ყოფილა?!

წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო

გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."

გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?

გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

bubu
ფანტაზია = 0, რაიმე ახალი მოიფიქრეთ და შექმენით, რა უბედურებაა! The Hangover -ია ოღონდ გადმოქართუ''ლ''ებული.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Sportall.ge და "ლელო" გიორგი ლორიას მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...